თუ ფულის დაზოგვა გსურს და თან შენთვის სასურველი ნივთის შეძენა, ზოგჯერ დროის შერჩევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადგილის.
„რაიმეს გასაკეთებლად, ყოველთვის გამოიძებნება საუკეთესო დრო და ეს განსაკუთრებით შოპინგს ეხება“, - წერს მარკ დი ვინჩენცო თავის წიგნში - "კეტჩუპი მაისში შეიძინე და შუადღით გაფრინდი".
დი ვინჩენცოს რჩევებისა და სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, გთავაზობ წლის საუკეთესო დროების ჩამონათვალს საუკეთესო შოპინგისთვის.
ნოემბერი:
მაღაზიები ხშირად აკლებენ ფასს ტელევიზორებსა და ელექტრომოწყობილობებს.
კარგი თვეა საქორწინო კაბის შესაძენადაც, რადგან ქორწილებისთვის პასიური პერიოდია და პატარძლები კაბების შესარჩევად იშვიათად იცლიან.
დეკემბერი:
ხალხს არ უყვარს სიცივეში გადაადგილება, ამიტომ დეკემბერში სამაკლერო მომსახურებებზეც დიდი ფასდაკლებებით შეგიძლია ისარგებლო.ასევე ხელსაყრელი იქნება საზაფხულოდ სამოგზაურო ვაუჩერების შეძენა.
საახალწლო სამზადისის მიწურულს სადღესასწაულო დეკორაციების ფასებიც იკლებს.
იანვარი:
თბილ ამინდში გამოსაყენებელ ნივთებს - აუზებს, აბაზანის აქსესუარებს, ველოსიპედებს - იანვარში მინიმალური ფასი აქვს.
ავეჯის ახალ კოლექციებს უმეტესად თებერვალში უშვებენ, ამიტომ სკამები, მაგიდები და რბილი ავეჯი, ძირითადად, იანვარში იყიდება ფასდაკლებით.
თებერვალი:
ფოტოკამერების ახალი მოდელები მაღაზიებს თებერვალში შემოაქვთ, ამიტომ წინა წლის კამერები ამ დროს შეგიძლია ფასდაკლებით შეიძინო.
საღამოს კაბების კოლექციებიც თებერვალში ახლდება და დიდი კონკურენციის გამო მათზე დიდი ფასდაკლებებიცაა.
თემები: რჩევები, გზამკვლევი, შოპინგი
წყარო: <a href="http://www.thisisinsider.com/what-to-buy-every-month-2015-11?utm_content=buffere1447&utm_medium=social&utm_source=facebook.com&utm_campaign=buffer">www.thisisinsider.com</a>