LIFE

თუ უწესრიგო ადამიანი ხართ, ეს თქვენს კრეატიულობაზე მეტყველებს - ახალი კვლევის შედეგი

თუ უწესრიგო ადამიანი ხართ, ეს თქვენს კრეატიულობაზე მეტყველებს - ახალი კვლევის შედეგი

უწესრიგობა, გვიან გაღვიძება და ბილწსიტყვაობა ის ჩვევებია, რომლებსაც სიზარმაცის ნიშნებად და ცუდ მანერებად მიიჩნევენ. თუმცა ახალი კვლევა საპირისპიროს ამტკიცებს.

ყველა ადამიანს აქვს ბიოლოგიური საათი და სწორედ მასზეა დამოკიდებული ის, თუ როდის დაიძინებს და როდის გაიღვიძებს, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გვაქვს უნარი შევცვალოთ ბიოლოგიური საათის განრიგი. ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია თავად ავირჩიოთ - ტოროლა ვიყოთ, თუ ბუ - დილით ადრე გავიღვიძოთ, თუ გვიანობამდე ვიძინოთ და საქმე ღამით გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავია.

თუ უწესრიგო ადამიანი ხართ, ეს თქვენს კრეატიულობაზე მეტყველებს - ახალი კვლევის შედეგი

ახალი კვლევის თანახმად, თუ ადამიანს დილით ძილი უყვარს, ეს არცთუ ისე ცუდი ჩვევაა, ვინაიდან, ის ამ ადამიანის მაღალ ინტელექტზე მიუთითებს.

კიდევ ერთი კვლევის თანახმად, ადამიანები რომლებიც საუბრის დროს ტაბუდადებულ სიტყვებს იყენებენ, ბილწსიტყვაობა ჩვევაში აქვთ, როგორც წესი, აქვთ უფრო მდიდარი ლექსიკა და უფრო განათლებულები არიან.

ასევე აღმოჩნდა, რომ გინებისა და ბილწსიტყვაობის შედეგად, ადამიანი მარტივად თავისუფლდება სტრესისგან და ტკივილისგან.

კიდევ ერთი აღმოჩენა, მინესოტას უნივერსიტეტის ფსიქოლოგების დასკვნით, ადამიანები, რომლებსაც მუდამ არეული, მოუწესრიგებელი ოთახები აქვთ, უფრო კრეატიულები არიან და მათი გონება ორიგინალური იდეებით არის სავსე.

თუ უწესრიგო ადამიანი ხართ, ეს თქვენს კრეატიულობაზე მეტყველებს - ახალი კვლევის შედეგი

თუ თქვენი ტანსაცმელი კარადაში კი არ არის, არამედ იატაკზეა დაყრილი და მთელ ოთახშია მიმოფანტული, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სტანდარტულად არ ფიქრობთ და სხვებს არ ჰგავხართ.

ასე რომ, ნუ იდარდებთ თუ დილით ადრე გაღვიძება არ გიყვართ, თუ უწესრიგო ხართ და თუ ბილწსიტყვაობა ჩვევაში გაქვთ, ეს უბრალოდ თქვენს უფრო მეტ ინტელექტზე მიუთითებს.



<a href="https://www.peacequarters.com">https://www.peacequarters.com</a>