სტილი

ყველაფერი, რაც ბიორკის შესახებ უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც ბიორკის შესახებ უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც ბიორკის შესახებ უნდა იცოდეთ

ვინ არის ბიორკიო?

რთული შეკითხვაა.

ნეტა ვინმემ თუ იცის, სინამდვილეში ვინ არის ბიორკი?

ალბათ სხვა სამყაროდან მოვლენილი არსება, რომელიც უნიკალური მონაცემებით არის დაჯილდოვებული, რომელსაც განუმეორებელი ხმა აქვს, რომელსაც სრულიად განსხვავებული, უამრავი ჟანრის მომცველი მუსიკა აქვს, რომელსაც ყველაზე ექსტრაორდინალური სტილი აქვს და რომლის მუსიკა და ვიდეო კლიპები სცდება ჩვენი სამყაროს ერთფეროვნებას და სხვა სამყაროში გადაჰყავხარ.

ის ბიორკია და მსოფლიომ ვერ შეცვალა მისი განსხვავებულობა. სწორედ ის არტისტია, რომელიც სხვებს არ ჰგავს და რატომღაც, რაღაც უცნაური, ზებუნებრივი ძალით, ის მსოფლიომ ზუსტად ისეთად მიიღო და შეიყვარა, როგორიც არის. მისი მუსიკა უამრავ ჟანრს მოიცავს: ექსპერიმენტული, პოპი, კლასიკური, ტრიპ ჰოპი, ელექტრონული. ეს არ არის მუსიკა, რომელიც ყველას მოეწონება, მაგრამ სწორედ ბიორკის გენიალურობის გამო, ის მსოფლიო ვარსკვლავად იქცა. მის შექმნილ კომპოზიეციებში თანაბრად არის აგრესია და ჰარმონია. ბიორკს შესანიშნავად შეუძლია იყოს ყველაზე მისტიური, ჰარმონიული, მომაჯადოებელი და ამავდროულად აგრესიული, ძლიერი ქალი. უამრავი სკანდალი, ჭორი, არეულობა და უცნაური ურთიერთობები გასდევს მის ამაღელვებელ ცხოვრებას და სწორედ ცხოვრების პერიოდებიდან გამომიდინარე, ჩანს მისი ხასიათი და განწყობა მის კომპოზიციებში.

ყველაფერი, რაც ბიორკის შესახებ უნდა იცოდეთ

მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი და პროდიუსერი - ბიორკ გუდმუნდსდოტირი 1965 წელს რეიკიავიკში,ისლანდიაში დაიბადა. მისი სადებიუტო ჩანაწერი Björk - 1977 წელს გამოვიდა, მაშინ ის მხოლოდ 11 წლის იყო. სხვადასხვა ისლანდიურ ბენდებთნ და ჯგუფებთან კოლაბორაციის შემდეგ, 1986 წელს ის შეუერთდა ისლანდიურ ჯგუფს The Sugarcubes - და მათთან ერთად იმოგზაურა ევროპისა და ამერიკის ტურნეებში, რასაც დიდი პოპულარობა მოჰყვა. თუმცა ბიორკმა ჯგუფი მალევე დატოვა და ლონდონში, საკუთარი სოლო კარიერის განვითარებისათვის გადავიდა. სწორედ ამ დროს დაიწყო მისი დიდი პოპულარობა და მან 1993 წელს პირველი სოლო ალბომი Debut გამოუშვა. ბიორკს სულ 8 ალბომი და 39 მუსიკალური ვიდეო რგოლი აქვს.

ბიორკი თბილისში, SOU ფესტივალის ფარგლებში ორ კონცერტს გამართავს. კონცერტები 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიში გაიმართება.

ყველაფერი, რაც ბიორკის შესახებ უნდა იცოდეთ



8 საინტერესო ფაქტი ბიორკის შესახებ

ყველაფერი, რაც ბიორკის შესახებ უნდა იცოდეთ

1. 1990 წელს ბიორკმა ითამაშა ისლანდიურ ფილმში The Juniper Tree. 2000 წელს კი მან ლარს ფონ ტრიერის ფილმში Dancer in the Dark ითამაშა, ფილმისთვის მან, კანის ფესტივალის „ოქროს რტო“ მიიღო. ფილმის შემდეგ, მან რეჟისორს „სექსისტი“ უწოდა და განაცხადა, რომ აღარასოდეს მიიღებდა მონაწილებას ფილმში.

2. 1996 წელს ლონდონში, რიკარდო ლოპესმა, რომელიც ბიორკის თაყვანისმცემელი იყო და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ბიორკს გაუგზავნა თვითნაკეთი ბომბი. საბედნიეროდ სანამ ბიორკი წერილ-ბომბს მიიღებდა, პოლიციამ აღკვეთა ფაქტი. აღმოჩნდა, რომ ლოპესი 8 თვის მანძილზე ემზადებოდა ამისთვის და 20 საათიანი დოკუმენტური ფილმიც გადაიღო მზადების პროცესში. წერილის გაგზავნის თანავე, მან თავი მოიკლა. ამ ამბავმა დიდი ემოციური გავლენა იქონია ბიორკზე. მოგვიანებით მომღერალმა, რიკარდო ლოპესის ოჯახს ყვავილები გუგზავნა.

3. 1996 წელს ბანგკოკის აეროპორტში, სადაც ჟურნალისტების გარემოცვაში ბიორკი გადაადგილებას ცდილობდა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მის ვაჟს ჰკითხა“რამდენად რთულია იყო პოპ-ვარსკვლავის შვილი?“, რასაც ბიორკის მხრიდან დიდი აგრესია მოჰყვა და ის რეპორტიორს თავს დაესხა. ამის შემდეგ მან ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ დაიღალა წინა დღეების განმავლობაში გაუთავებელი დევნისგან ჟურნალისტების მხრიდან.

4. ბიორკს უნდა შეექმნა საუნდტრეკი ფილმისთვის „ბეჭდების მბრძანებელი“. თუმცა ფეხმძიმობის გამო მან უარი თქვა და Gollum’s Song - მოგვიანებით სხვა ისლანდიელმა მომღერალმა შეასრულა.

ყველაფერი, რაც ბიორკის შესახებ უნდა იცოდეთ

5. 2000 წელს, ისლანდიის მთავრობამ, მადლიერების ნიშნად, გადაწყვიტა ბიორკისთვის ეჩუქებინა პატარა სანაპირო კუნძული „ელიდაი“, (მას ასევე უწოდებენ „ბიორკის კუნძლს“) ისლანდიაში. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბიორკი საჩუქრის მიღებას და კუნძულზე სახლის აშენებას აპირებდა, საბოლოოდ უარი თქვა საჩუქარზე.

ყველაფერი, რაც ბიორკის შესახებ უნდა იცოდეთ

6. 2004 წლის ზაფხულში, ათენის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე, ბიორკმა შეასრულა სიმღერა Oceania. პერფორმანსის დროს, მისი კაბა ნელ-ნელა გაიშალა და საბოლოოდ 900 მ² მოიცვა.
https://www.youtube.com/watch?v=Canm7glYFgg

7. 2015 წელს, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მოეწყო 3 თვიანი ბიორკისადმი მიძღვნილი გამოფენა. გამოფენის ფარგლებში გამოვიდა წიგნი Björk: Archives, documenting the content of the exhibition.

ყველაფერი, რაც ბიორკის შესახებ უნდა იცოდეთ

8. 2017 წლის 15 ოქტომბერს, ბიორკმა საკუთარ ფეისბუქ გვერძე მოძრაობა #metoo-ს გამოეხმაურა და გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ის დანიელ რეჟისორს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. პოსტის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ის ლარს ფონ ტრიერის შესახებ საუბრობს.

"იმ ქალებით შთაგონებული, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ, გადავწყვიტე ჩემი ისტორიაც მოგიყვეთ, რომელიც ერთ დანიელ რეჟისორს უკავშირდება. როდესაც მსახიობის პროფესიაში ვცადე ბედი, გავაცნობიერე, რომ დამცირება და სექსუალური შევიწროება აქ ნორმა იყო, რომ რეჟისორს შეეძლო ქალებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ შეხებოდა, კინოინდუსტრია მას ამის უფლებას აძლევდა. მიუხედავად ხშირი მცდელობებისა ის ჩემგან უარს იღებდა და სწორედ ამიტომ განაწყენებულმა და გაბრაზებულმა ჭორები გამივრცელა, თითქოს ჩემთან მუშაობა ძალიან რთულია. ვიმედოვნებ, რომ ჩემი განცხადება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალებსა და მსახიობებს სტიმულს მისცემს, შეაჩერონ ეს ტენდენცია. მოდით, გავერთიანდეთ და შევცვალოთ მსოფლიო."


განუმეორებელი სტილი

სურეალისტური - ასე უწოდებენ მის სტილს. ყოველი მისი ხალხში გამოჩენა, კონცერტზე გამოსვლა თუ ახალი კლიპი, ნიშნავს ფერების, ფორმების, დიზაინის განუსაზღვრელ ფანტაზიას. ყოველთვის ორდინალური და განსხვავებული, დასამახსოვრებელი და გენიალური. სწორედ ასეთია ბიორკის სტილი. წარმოგიდგენთ ბიორკის 10 ყველაზე გამორჩეულ სამოსს.

BO-8 1.jpgBO-9 2.jpg
ყველაფერი, რაც ბიორკის შესახებ უნდა იცოდეთ
BO-15 7.jpgBO-16 8.1.jpgBO-18 8.3.jpgBO-19 9.jpg BO-21 11.jpgBO-22 12.jpgBO-24 14.jpg



ალბომები


1993 წელს გამოვიდა მისი პირველი სოლო ალბომი Debut, რომელშიც 5 სინგლი შედიოდა: "Human Behaviour", "Venus as a Boy", "Play Dead", "Big Time Sensuality", "Violently Happy". ხუთივე სინგლმა დიდი ბრიტანეთის და მერიკის შეერთებული შტატების ტოპ ჩარტებში წამყვანი პოზიციები დაიკავა. Human Behaviour- ისთვის, ვიდეო რგოლი ოსკაროსანმა რეჟისორმა მიშელ გონდრიმ გადაიღო. კლიპმა დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ყველაფერი, რაც ბიორკის შესახებ უნდა იცოდეთ


1995 წელს გამოვიდა მეორე ალბომი Post, რომელშიც 6 სინგლი შევიდა: "Army of Me", "Isobel", "It's Oh So Quiet", "Hyperballad", "Possibly Maybe", "I Miss You"

ყველაფერი, რაც ბიორკის შესახებ უნდა იცოდეთ

1997 წელს გამოვიდა მესამე ალბომი Homogenic: "Jóga", "Bachelorette", "Hunter", "Alarm Call" "All Is Full of Love". ალბომის გარეკანი შექმნა ცნობილმა დიზაინერმა და ბიორკის ახლო მეგობარმა ალექსანდერ მაქქუინმა, რომელმაც გადაიღო ვიდეო რგოლი სინგლისთვის Alarm Call.


ყველაფერი, რაც ბიორკის შესახებ უნდა იცოდეთ

2001 წელს გამოვიდა მეოთხე ალბომი Vespertine, სამი სინგლით: "Hidden Place", "Pagan Poetry", "Cocoon". Cocoon - ისთვის ვიდეო რგოლი გადაიღო ცნობილმა იაპონელმა რეჟისორმა ეიკო იშიოკამ. მოგვიანებით 2002 წელს გამოვიდა კლიპი It's in Our Hands - რომელიც ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა სპაიკ ჯონსმა გადაიღო. კლიპშ ბიორკი მეორე შვილზეა ფეხმძიმედ.

ყველაფერი, რაც ბიორკის შესახებ უნდა იცოდეთ


2004 წელს გამოვიდა მეხუთე ალმობი Medúlla, რომელშიც შესულია: "Who Is It","Triumph of a Heart". სინგლისთვის Who Is It - ვიდეო კლიპი ალექსანდერ მაქქუინმა დაამზადა, მისივე დამზადებულია ალბომის გარეკანი.

ყველაფერი, რაც ბიორკის შესახებ უნდა იცოდეთ

2007 წელს გამოვიდა მეექვსე ალბომი Volta: „Earth Intruders", "Innocence", "Declare Independence", "Wanderlust", "The Dull Flame of Desire"

ყველაფერი, რაც ბიორკის შესახებ უნდა იცოდეთ


2011 წელს გამვიდა მეშვიდე ალბომი Biophilia : "Crystalline", "Cosmogony", "Virus", "Moon". რომელსაც ორწლიანი მფოსლიო ტურნე მოჰყვა.

ყველაფერი, რაც ბიორკის შესახებ უნდა იცოდეთ


2015 წელს გამოვიდა რიგით მერვე ალმობი Vulnicura, "Stonemilker“, "Lionsong", "History of Touches", "Black Lake", "Family", "Notget", "Atom Dance", "Mouth Mantra", "Quicksand".

ყველაფერი, რაც ბიორკის შესახებ უნდა იცოდეთ


2017 წლის 2 აგვისტოს, ოფიციალურად დადასტურდა ახალი ალბომის სახელწოდება Utopia, რომელიც სავარაუდოდ 2017 წლის ნოემბერში გამოვა. პირველი სინგლი და ვიდეო რგოლი The Gate ახალი ალბომიდან, 2017 წლის 15 სექტემბერს გამოვიდა.

https://www.youtube.com/watch?v=RIGgn1s3AvI




ანაკო ტურაშვილი