ჰოროსკოპი

როგორ ადამიანთან ვერ გექნებათ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

როგორ ადამიანთან ვერ გექნებათ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

1. ვერძი: სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული ადამიანი - ყველა თანხმდება, რომ ტექნოლოგიები თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ჩვენ არ შეგვიძლია ამ რეალობას გავექცეთ, მაგრამ აუცილებელია, საკუთარ თავს ლიმიტი დავუწესოთ. ვერძებისთვის ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია სწორედ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული ადამიანის გვერდით ყოფნა. ვერძს სურს, რომ გვერდით ყურადღებიანი და მზრუნველი პარტნიორი ჰყავდეს და არა ის, ვინც 24 საათს „ფეისბუქის“ „სქროლვაში“ ატარებს.

როგორ ადამიანთან ვერ გექნებათ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

2. კურო: ის ზარმაც ადამიანებს ვერ იტანს - კუროებს უყვართ შრომა და ასეთი ხასიათი აქვთ ბუნებრივად. მათ არ აშინებთ არანაირი სამუშაო და ვერ იტანენ ზარმაც ადამიანებს. ის ვერაფრით გაჩერდება ზარმაცი ადამიანის გვერდით.

როგორ ადამიანთან ვერ გექნებათ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

3. ტყუპები: მათ უჭირთ სავარჯიშო დარბაზის მოყვარული ადამიანების გვერდით ყოფნა - ვგულისხმობთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ვარჯიშისა და წონაში დაკლების გარდა არაფერი ადარდებთ. რა თქმა უნდა, ტყუპებს თავადაც უყვართ ვარჯიში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ცხოვრებაში ვარჯიშის გარდა არაფერი არსებობს.

როგორ ადამიანთან ვერ გექნებათ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

4. კირჩხიბი: ის ვერ გაჩერდება ისეთი ადამიანის გვერდით, რომელსაც არ უყვარს ბავშვები - კირჩხიბებს უყვართ დიდი დროის გატარება ოჯახის წევრებთან ერთად, მათ შეუძლიათ ნამდვილი და მყარი ოჯახი შექმნან. ოჯახი მათთვის უმთავრესია. ის ვერ იცხოვრებს ისეთი ადამიანის გვერდით, რომელსაც არ უყვარს ბავშვები და პატივს არ სცემს ოჯახს, რომელსაც არ შეუძლია იმხიარულოს და სიამოვნებით გაატაროს დრო ოჯახურ გარემოში.

როგორ ადამიანთან ვერ გექნებათ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

5. ლომი: ის ვერ გაჩერდება ისეთი ადამიანის გვერდით, რომელსაც არ შეუძლია ყურადღება გამოხატოს და კომპლიმენტები უთხრას - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ეჭვიანები არიან და სურთ, რომ საყვარელი ადამიანი მათ მიმართ მუდამ ყურადღებას გამოხატავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ფიქრობს, რომ გადაიყვარეს.

როგორ ადამიანთან ვერ გექნებათ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

6. ქალწული: ისე ვერ იტანს წვეულებებზე გაგიჟებულ ადამიანებს - წვეულება, მხიარულება, ცეკვა ყველას უყვარს, თუმცა ჩვენი ქალწული მეგობრები გამონაკლისები არიან. თუ შაბათ-კვირას წვეულებებს სტუმრობენ, ასეთ შაბათ-კვირას ისინი დაკარგულად თვლიან. ის ეძებს სერიოზულ ურთიერთობას, სადაც ნაკლები წვეულებაა. ის ხალხმრავალ ადგილებს ყოველთვის განმარტოებას ამჯობინებს.

როგორ ადამიანთან ვერ გექნებათ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

7. სასწორი: ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებისთვის მოსაწყენ ადამიანთან ცხოვრებაა ყველაზე რთული - სასწორის ნიშნის ადამიანი ძალიან კომუნიკაბელურია და მის გარშემო ყოველთვის ბევრი ხალხია. სასწორებს უყვართ ადამიანები, რომლებიც მათსავით მარტივად შედიან კომუნიკაციაში. თუ გვერდით მოსაწყენი ადამიანი ჰყავს, ის მალევე გაწყვეტს მასთან ურთიერთობას.

როგორ ადამიანთან ვერ გექნებათ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

8. მორიელი: ის ვერ იტანს მატყუარა ადამიანებს - მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები იდუმალი ხასიათით გამოირჩევიან. როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობას ეხება, ისინი პატიოსნებასა და გულწრფელობას მოითხოვენ. ტყუილს მორიელი არასოდეს გაპატიებთ.

როგორ ადამიანთან ვერ გექნებათ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

9. მშვილდოსანი: ის არ გაჩერდება ისეთი ადამიანის გვერდით, რომელსაც ცხოვრებაში არანაირი ამბიცია არ აქვს - მშვილდოსნები ძალიან ამბიციურები არიან და მუდამ სიმაღლეებისკენ ისწრაფვიან. საოცრად შრომისმოყვარეები არიან და გვერდითაც სწორედ ასეთი ადამიანი სურთ - შრომისმოყვარე, ამბიციური და მიზანდასახული. მშვილდოსანს ვერ ექნება წარმატებული ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც არანაირი მოტივაცია და მიზანი არ გააჩნია.

როგორ ადამიანთან ვერ გექნებათ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

10. თხის რქა: მათ არ უყვართ მფლანგველები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები პრაგმატულები არიან. ისინი ყველაფერს დიდი სიფრთხილით აკეთებენ. განსაკუთრებულ სიფრთხილეს კი იჩენენ მაშინ, როცა საქმე ფინანსებს ეხება. ის ზედმეტად თანხას არასოდეს დახარჯავს და შესანიშნავად შეუძლია ბიუჯეტის მართვა. თხის რქისთვის აუტანელი იქნება ისეთ ადამიანთან ცხოვრება რომელმაც ფულის ყადრო არ იცის და მფლანგველია.

როგორ ადამიანთან ვერ გექნებათ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

11. მერწყული: მერწყულს არ უყვარს ის ადამიანი, რომელსაც ცხოველები ეზიზღება - მერწყულები გამოირჩევიან მგრძობიარე და მზრუნველი ხასიათით, მათ ძალიან უყვართ ცხოველები და მათზე ზრუნვა. წარმოუდგენელია, რომ მას ჰყავდეს ისეთი რომანტიკული პარტნიორი, რომელსაც ცხოველები არ უყვარს. ის უბრალოდ ვერ შეეწყობა ასეთ ადამიანს.

როგორ ადამიანთან ვერ გექნებათ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

12. თევზები: მას არ მოსწონს არაბუნებრივი ხალხი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ბუნებრიობით გამოირჩევიან და არ არიან ზედაპირულები. თევზი ვერ შეეწყობა ადამიანს, რომელიც მასზე მეტ დროს ატარებს აბაზანაში და რომელიც საკუთარი თავის გალამაზებას საათებს ანდომებს. მათთვის მნიშვნელოვანია გვერდით ჰყავდეს პარტნიორი, რომელიც ბუნებრივია.

როგორ ადამიანთან ვერ გექნებათ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?



<a href="http://theearthtribe.net">http://theearthtribe.net</a>