მშობლები

5 ჩვევა, რომლებიც წარუმატებელი ბავშვების მშობლებს საერთო აქვთ

5 ჩვევა, რომლებიც წარუმატებელი ბავშვების მშობლებს საერთო აქვთ

ბავშვის აღზრდა გამორჩეულად საპასუხისმგებლოა და ამ საქმეში მშობლის როლი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. იმისთვის, რომ ბავშვი წარმატებული და კრეატიული იყოს, საჭიროა, რომ მშობლებმა აღზრდის სწორ მეთოდებს მიმართონ და დაივიწყონ ის ცუდი ჩვევები, რომლებიც ხელს უწყობენ მოზარდის წარუმატებლობას.

ფსიქოლოგები გამოყოფენ იმ 5 ჩვევას, რომლებსაც წარუმატებელი ბავშვების მშობლები ავლენენ:

1. ისინი არიან ავტორიტარები - ასეთი მშობლების შვილებს არ უვითარდებათ კომუნიკაციის უნარი. ისინი ზედმეტად არიან დამოკიდებულები მშობლებზე და დამოუკიდებლად საშინაო დავალების შესრულებაც კი არ შეუძლიათ.

5 ჩვევა, რომლებიც წარუმატებელი ბავშვების მშობლებს საერთო აქვთ

2. ისინი აძლევენ შვილებს უფლებას, უყურონ ტელევიზორს დიდი ხნით - კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უყურებენ ტელევიზორს, დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ და განსაკუთრებით უჭირთ მათემატიკის სწავლა.

5 ჩვევა, რომლებიც წარუმატებელი ბავშვების მშობლებს საერთო აქვთ

3. შვილებს გამუდმებით უყვირიან და ეჩხუბებიან - ამას ძალიან ცუდი ეფექტი აქვს, ბავშვი ითრგუნება, ექმნება ფსიქოლოგიური პრობლემები და ასევე, სხვადასხვა დისციპლინებში მაღალ შედეგს ვეღარ აჩვენებს.

5 ჩვევა, რომლებიც წარუმატებელი ბავშვების მშობლებს საერთო აქვთ

4. ზედმეტად აკონტროლებენ შვილებს - შედეგად, ბავშვს აწუხებს შფოთვა და დეპრესია. კვლევის თანახმად, ასეთი მშობლების შვილებს არ უჩნდებათ იდეები და არ არიან კრეატიულები, არ არიან თავდაჯერებულები.

5 ჩვევა, რომლებიც წარუმატებელი ბავშვების მშობლებს საერთო აქვთ

5. ემოციურად გაუწონასწორებელი მშობლები - ეს ხელს უწყობს ბავშვებში ემოციური სირთულეების წარმოჩენას და ბავშვიც მშობლის მსგავსად, ემოციურად არამდგრადი ხდება.

5 ჩვევა, რომლებიც წარუმატებელი ბავშვების მშობლებს საერთო აქვთ



<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>