რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ 30 წლის ასაკში ყელზე ნაოჭები არ გაგიჩნდეთ?
- 23.10.2017
კანის მოვლა, მასზე ზრუნვა აუცილებელია იმისთვის, რომ დაბერების პროცესი შეაფერხოთ და ნაოჭები ნაადრევად არ გაგიჩნდეთ. განსაკუთრებით ფაქიზი ზონა ყელის არეა. სწორედ ამ ადგილას ჩნდება ნაოჭები ყველაზე ადრე.
გთავაზობთ ყელის არეში კანის მოვლის წესებს, რომელთა საშუალებითაც თავს აარიდებთ ნაადრევად ნაოჭების წარმოშობას:
1. აღნიშნული ზონა რეგულარულად გაიწმინდეთ - ყელზე ძალიან ბევრი ჭუჭყი და მტვერი გროვდება. დაბანის დროს გამოიყენეთ სპეციალური სკრაბი იმისთვის, რომ კარგად მოგშორდეთ ყოველგვარი ჭუჭყი. ამავდროულად, მისი საშუალებით მოიშორებთ მკვდარ კანს. ასევე, შეგიძლიათ დაბანის დროს გამოიყენოთ კოლაგენის შემცველი საპონი, რაც კანს უფრო ელასტიურს გახდის. დაბანის შემდეგ კისრის არე მიცერალური წყლითაც გაიწმინდეთ.
2. ნუ დაგენანებათ ფულის გადახდა ხარისხიან სერუმებსა და დამატენიანებელ კრემებში - ყელზე კანს სჭირდება დატენიანება, ვიტამინები. გამოიყენეთ რენიტოლის შემცველი პროდუქცია. ის, როგორც წესი,კარგია აკნეს წინააღმდეგ და ამავდროულად, აქრობს ნაოჭებს, კანს ეხმარება კოლაგენის წარმოქმნაში. თუ ყელზე კანი ნამზეურით არის დაზიანებული გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემები რენიტოლის შემცველობით. ასეთი კრემი კანს უფრო ჯანსაღ იერს მისცემს. მსგავსი საშუალება წაისვით დაძინების წინ.
3. ვიტამინი C - ის კოლაგენის სინთეზში უდიდეს როლს ასრულებს, ხოლო კოლაგენი ჯანსაღი კანისთვის აუცილებელია. კვების რაციონი გაამდიდრეთ C ვიტამინით მდიდარი საკვებით, ციტრუსებით და დარწმუნდით, რომ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს.
4. ვარჯიში - ფიზიკური დატვირთვა ამცირებს კანის ელასტიურობას და კანი გამომშრალი ხდება. დერმატოლოგების აზრით, ასე იმიტო ხდება, რომ ვარჯიშს სჭირდება ბევრი ჟანგბადი და სწორედ ამიტომ შეიძლება კანის ბოჭკოები დაზიანდეს. ეს ხდება მაშინ, თუ ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა გაქვთ და ძალიან ბევრს ვარჯიშობთ, ხოლო, თუ ზომიერად ივარჯიშებთ, ეს პირიქით, კანის გაახალგაზრდავებას შეუწყობს ხელს. შეგიძლიათ თავის მარტივი ვარჯიშებითაც კი, მიაღწიოთ სასურველ შედეგს.
თემები: კანის მოვლა, სილამაზე ყველა ასაკში, კოსმეტიკა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.femalenetwork.com">https://www.femalenetwork.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია