ურთიერთობების წესები - როგორ უნდა მოიქცეთ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან
- 12.04.2020
ვერძი
წესი: არასოდეს არ შეაჩეროთ.
ერთადერთი წესი, რომელიც ვერძისთვის მოქმედებს - არც იფიქროთ, რომ გზაზე გადაეღობოთ. ის ამბიციური და გაბედულია. ყოველთვის აქტიურია და სულ ძიებაშია. ნუ ეცდებით გადაარწმუნოთ, სხვაგვარად მის რისხვას ვერ აცდებით.
კურო
წესი: ნუ დააჩქარებთ მას.
კუროს მოსწონს ყველაფრის გაკეთება აუჩქარებლად. როგორც კი ზეწოლას მოახდენთ მასზე ან დააჩქარებთ, ის გაღიზიანდება. ის მიჩვეულია ყველაფერი გააკეთოს საკუთარ ტემპში, და მისი შეცვლა უაზრობაა.
ტყუპები
წესი: ნუ შეეხებით მის გრძნობებს.
არც იფიქროთ, რომ ტყუპების გრძნობებს შეეხოთ, მათ ძალიან ადვილად ეშლებათ ნერვები. ეს ნიშანი ვერ იტანს ვერანაირ კრიტიკას. იმისათვის რომ არ გააღიზიანოთ ტყუპები, ყურადღება მიაქციეთ რას ამბობთ და აკეთებთ მისი თანდასწრებით.
კირჩხიბი
წესი: არც იფიქროთ, რომ სათანადოდ არ შეაფასოთ ის.
თუ კირჩხიბი კეთილგანწყობილია თქვენს მიმართ, მას ბევრის გაკეთება შეუძლია თქვენთვის. მაგრამ თუ არ დააფასებთ მის ძალ-ღონეს, ძალიან გაბრაზდება და დიდი ხნით (ან სამუდამოდ) მოგაკლებთ საკუთარ წყალობას.
ლომი
წესი: არ გაუკეთოთ იგნორირება.
ყველაზე მეტად ლომს უყვარს ყურადღება. უყვარს ურთიერთობებისა და მხიარულების ეპიცენტრში ყოფნა. თუ არ გინდათ გახდეთ ლომის მტერი, არ გაუკეთოთ იგნორირება და არ მოიკატუნოთ თავი, თითქოს ის არ არსებობს.
ქალწული
წესი: ნუ აცდენთ მას.
როცა ქალწული რაიმეს იწყებს, მან ეს აუცილებლად უნდა დაამთავროს. თუ ის ღრმად არის ჩაფლული სამუშაოში და მისი ყურადღება კონცენტრირებულია მხოლოდ შედეგზე, არ მოაცდინოთ ის რაიმე სხვაზე, ეს მას ძალიან აბრაზებს.
სასწორი
წესი: არ უთხრათ მას, რა უნდა გააკეთოს.
ნუ ეცდებით მისცეთ სასწორებს დაჟინებული რჩევები და რეკომენდაციები. ისინი ძალიან თავდაჯერებულები არიან და ყოველთვის აკეთებენ იმას, რასაც თავად თვლიან საჭიროდ. სასწორები ძალიან მალე გამოდიან წყობიდან, როცა ადამიანები ურჩევენ მათ როგორ უნდა იცხოვრონ.
მორიელი
წესი: არ მოატყუოთ ისინი.
მორიელს არ უყვარს მატყუარები. ეს ნიშანი ძნელად ენდობა ადამიანებს, რომლებიც რაღაცეებს მალავენ, ამიტომ, თუ არ გინდათ სამუდამოდ გააფუჭოთ მეგობრობა ან ურთიერთობები, უბრალოდ არ მოატყუოთ ის.
მშვილდოსანი
წესი: ნუ ახდენთ მათზე ზეწოლას.
მშვილდოსანს არ უყვარს, როცა რაიმეს აიძულებენ, და ის ძალიან მგრძნობიარეა სტრესული სიტუაციების მიმართ. ამ ნიშანს უყვარს სიმსუბუქე, გარკვეულობა და გახსნილობა, იმიტომაც აგდებს მას მომენტალურად კალაპოტიდან ნებისმიერი მორალური და ემოციური „გადატვირთვა“.
თხის რქა
წესი: ნუ აიძულებთ, რომ მოიწყინოს.
თხის რქას მოსწონს ურთიერთობები საინტერესო და ცხოვრებისმოყვარულ ადამიანებთან, აი მოსაწყენ გარემოცვას კი ვერ იტანს. არ მისცეთ მას საშუალება მოიწყინოს, ამიტომ ყველა ღონე იხმარეთ, რათა ესაუბროთ საინტერესოდ და შეიტანოთ ხალისი თქვენს ურთიერთობებში.
მერწყული
წესი: არ გააბრაზოთ ის საკუთარი უგულობითა და გულგრილობით.
მერწყულს არ უყვარს ადამიანები, რომლებსაც აკლიათ თანაგრძნობა და უბრალოდ კარგი ადამიანური თვისებები. თუ არ შეგიძლიათ იზრუნოთ სხვებზე და ამჟღავნებთ უგულობასა და გულგრილობას რაღაც სიტუაციებში, მერწყული მაშინვე ზურგს შეგაქცევთ.
თევზები
წესი: თავს ნუ იკატუნებთ.
თევზებთან ურთიერთობისას, არ გაიკეთოთ ყალბი ნიღაბი. ისინი ყოველთვის ამჩნევენ, როცა ვინმე გულწრფელად არ იქცევა. მათ მოსწონთ პატიოსანი და გახსნილი ადამიანები, და თუ მათ იგრძნეს, რომ თამაშობთ, გული გაუტყდებათ თქვენზე.
თემები: ურთიერთობა, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>