სტილი

ყველა დროის 15 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ უფრო მოდური იყოთ

ყველა დროის 15 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ უფრო მოდური იყოთ

1. შიშველი სხეულის გამოჩენისას უნდა მოიქცეთ ფრთხილად - თუ გსურთ, რომ სექსუალური ვიზუალი გქონდეთ, უნდა იცოდეთ რა გამოაჩინოთ და რა დაფაროთ. „აირჩიეთ სხეულის მხოლოდ ერთი მხარე, რომელსაც მოიშიშვლებთ, ხოლო მეორე დაფარული უნდა გქონდეთ“, - ამბობს ანჯელინა ჯოლის სტილისტი ჯენ რეიდი. მისივე რჩევით, თუ დეკოლტეს იცვამთ, მაშინ არ გამოაჩინოთ ფეხები, ხოლო მოკლე კაბის ჩაცმის შემთხვევაში, უარი თქვით დეკოლტეზე.

ყველა დროის 15 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ უფრო მოდური იყოთ

2. სტილის კლასიკური მაგალითი მერლინ მონროსგან - ჯინსის შარვალს შეუსაბამეთ თეთრი პერანგი, ან მაისური და ასევე ღია ფერის ფეხსაცმელი.

ყველა დროის 15 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ უფრო მოდური იყოთ

3. თუ თქვენი კარადა სავსეა ნეიტრალური ფერების სამოსით, მხოლოდ მსგავსი ტანსაცმელით ეფექტურ ვიზუალს ვერ მიიღებთ - ნეიტრალური ფერების სამოსს უმჯობესია, შეუსაბამოთ ე.წ. მოჭრილი ფეხსაცმელი და მკვეთრი ფერის ჩანთა. თქვენი სტილი თამამი და თვალშისაცემი გახდება.

ყველა დროის 15 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ უფრო მოდური იყოთ

4. თუ ფართო შარვალს იცვამთ, მისი სიგრძე კოჭს ქვემოთ უნდა იყოს - „ქალები ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ მაშინ, როცა იცვამენ შარვალს რომელიც მათი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ქუსლს არ ფარავს“, - ამბობს სტილისტი ქეით იანგი. შარვლის სიგრძე დაახლოებით ისე უნდა გქონდეთ, როგორც ფოტოზე მსახიობ დაკოტა ჯონსონს აქვს.

ყველა დროის 15 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ უფრო მოდური იყოთ

5. თავისუფალი სტილი წვეულებაზე - შეგიძლიათ საღამოს კაბა საერთოდ არ ჩაიცვათ და თავისუფალი სტილის სამოსი ისე შეარჩიოთ, რომ წვეულების შესაბამისად გამოიყურებოდეთ. საუკეთესო ეფექტს მოახდენთ თუ შავ სამოსზე გამოყვანილი სილუეტის პალტოს ჩაიცვამთ. პალტო არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს შავი. ასევე, სამოსს შეუსაბამეთ კლასიკური სტილის ჩანთა.

ყველა დროის 15 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ უფრო მოდური იყოთ

6. მაღალწელიან შარვალს შუხამეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კლასიკური პიჯაკი - მსგავსი სტილის სამოსის ჩაცმას წვეულებაზეც შეძლებთ. ამავდროულად, თავს კომფორტულად იგრძნობთ და უფრო მაღალი გამოჩნდებით.

ყველა დროის 15 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ უფრო მოდური იყოთ

7. ატარეთ შარფი - ქალს ის უფრო დახვეწილ და ელეგანტურ იერს ვიზუალს აძლევს, თუმცა შარფის ტარებასაც თავსი წესები აქვს. ეცადეთ სამოსის შესაბამისი ფერიშეარჩიოთ.

ყველა დროის 15 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ უფრო მოდური იყოთ

8. მნიშვნელოვანია იცოდეთ სამოსის მოვლა - სანამ შეიძენთ სამოსს გაერკვიეთ როგორ უნდა გარეცხოთ ის. კონკრეტულ სამოსს კონკრეტული წესი აქვს - როგორ უნდა გარეცხოთ, რა ტემპერატურაზე, როგორ უნდა გაწმინდოთ და ა.შ. თუ სწორად მოუვლით სამოსს ის დიდი ხნის განმავლობაშიარ დაზიანდება.

ყველა დროის 15 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ უფრო მოდური იყოთ

9. ჩაიცვით თქვენი ვიზუალის შესაბამისი სამოსი - გაითვალისწინეთსაკუთარი აღნაგობა, გარშემოწერილობა და ჩაიცვით ისეთი სამოსი, როგორიც თქვენს აღნაგობას შეესაბამება. მაგ: თუ შედარებით განიერი თეძოები გაქვთ, თავი უნდა აარიდოთ მაღალწელიან შარვლებს.

ყველა დროის 15 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ უფრო მოდური იყოთ

10. შეადგინეთ სია - როცა საყიდლებზე მიდიხართ, წინასწარ შეადგინეთ სია და იყიდე არა ის, რაც გსურთ, არამედ ის, რაც გჭირდებათ.

ყველა დროის 15 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ უფრო მოდური იყოთ

11. აუცილებლად მოიზომეთ სამოსი ყიდვამდე - განსაკუთრებით კი მაშინ, თუ საღამოს კაბას ყიდულობთ. უმჯობესია თან გქონდეთ ის ფეხსაცმელიც, რომლის ჩაცმასაც აპირებთ და ნახოთ, როგორ შეესაბამება კაბა და თქვენი ფეხსაცმელი ერთმანეთს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებთ იდეალურ შედეგს.

ყველა დროის 15 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ უფრო მოდური იყოთ

12. თუ გსურთ, რომ ვიზუალურად უფრო თხელი გამოჩნდეთ, არ ჩაიცვათ ტანზე მომდგარი ჯინსის შარვალი - ჯინსის ნაცვლად არჩევანი შავ, სრულიად სხვა ფაქტურის შარვალზე შეაჩერეთ.

ყველა დროის 15 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ უფრო მოდური იყოთ

13. უნდა გქონდეთ ფართო კარადა - სამოსს სჭირდება ოთახი, რომელიც „სუნთქავს“, სადაც დიდი სივრცეა. შედეგად, თქვენ შეძლებთ დაინახოთ ყველანაირი სამოსი, ყველა ნივთი და სტილის შერჩევა უფრო მოსახერხებელი გახდება.

ყველა დროის 15 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ უფრო მოდური იყოთ

14. თუ საკუთარი თავი კონკრეტულ სამოსში არ მოგწონთ, ნუ ჩაიცვამთ მას - არ დატოვოთ სახლი მანამ, სანამ საკუთარი ვიზუალი სარკეში არ მოგეწონებათ. შედეგად, თქვენ უფრო თავდაჯერებულები გახდებით.

ყველა დროის 15 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ უფრო მოდური იყოთ

15. შეარჩიეთ ყელსაბამი - ერთდროულად რამდენიმე მინიმალისტური ყელსაბამის ტარება სულ უფრო მოდური ხდება. თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე ყელსაბამი გაიკეთოთ. მათი სიგრძე უნდა იყოს განსხვავებული.

ყველა დროის 15 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ უფრო მოდური იყოთ



<a href="http://www.instyle.com">http://www.instyle.com</a>