კიდევ ერთი ტიპური შეცდომა ზრდასრული ქალების იმიჯში, რომელსაც თავად რთულად ამჩნევენ, მაგრამ გვერდიდან ყველა ხედავს, ეს სხეულის ყველაზე ლამაზი ნაწილების გაშიშვლებას.
თითქოს ლოგიკურია: ლამაზი ფეხები, ლამაზი მკერდი, რატომ უნდა დამალო? არიან ძალიან ლამაზი ქალები, 40+ და 50+ კი, მათი ფიგურის კი შეიძლება ახალგაზრდა გოგონების უმეტესობას შეშურდეს. სხეული უფრო გვიან ბერდება, ვიდრე სახე, ეს ყველასთვის არის ცნობილი. ეს ფაქტი ქალების უმრავლესობისთვის ისეთი საწყენია, რომ ისინი ეძებენ გზებს, რით მოახდინონ ამის კომპენსაცია და ამას სხეულის ჯერ კიდევ ლამაზი ნაწილებით აბალანსებენ.
ეს ყველაზე გავრცელებული საიმიჯო შეცდომაა
ქალი, რომელიც სულაც არ ჰგავს ახალგაზრდა გოგონას, არ უნდა ჩაიცვას როგორც მოზარდმა. როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს მისი ფეხები, ეს მაინც მისი სექსუალურობის აგრესიული დემონსტრირებაა. არ ჩაიცვათ მოზარდივით, ნიშნავს - არ მოიშიშვლო ფეხები, მუცელი და მკერდი, ჯინსები და სვიტერები კი არ არის მოზარდის ტანსაცმელი, ეს უნისექსია. საშუალო ასაკის ადამიანებსაც შეუძლიათ ატარონ უნისექსი, მითუმეტეს რომ ეს ქალურიც არის.
ქალურობა არ იწყება 40 წლის ასაკში. ამ ასაკში ნამდვილად შეიძლება იყოს სხვანაირი სექსუალურობა, ძალიან მიმზიდველი, ძალიან მოთხოვნადი, მაგრამ ის არ არის დაკავშირებული სხეულის აქტიურ გაშიშვლებასთან.
რაც უფრო მეტად გეტყობათ სახეზე ასაკი, მით უფრო სულელურად გამოიყურება უადგილო სხეულის გაშიშვლება. მაგრამ რაც უფრო ძლიერია კონტრასტი სახესა და სხეულს შორის, მით უფრო ხშირად შიშვლდებიან ქალები. მათ სწყინთ, რომ ვერავინ ვერ ხედავს მათ „ძლიერ მხარეებს“, მათ გაპარულ სილამაზეს. აჩვენეთ ეს სილამაზე მეუღლეს, აუზზე ან პლიაჟზე.
კარგი ფიგურა შესანიშნავად ჩანს ნებისმიერ ტანსაცმელში. ზრდასრული ქალისთვის თავშეკავებულობა ჩაცმაში - პატივისცემისა და კარგი გემოვნების ნიშანია.
გასაგებია, რომ იმიჯში ვერ გამოხატავ იმას, რაც არა გაქვს. მაგრამ სწორი იმიჯი საჭიროა, რომ გამოხატო საუკეთესო, რაც თქვენშია. და ორმოცი წლის ასაკში ეს ფეხები არ არის, მაშინაც კი, თუ ძალიან ლამაზი გაქვთ.
თუ 40 წლის ასაკში საუკეთესო, რაც გაქვთ, ეს ფეხებია - ყველაფერი ცუდად გაქვთ. თქვენ უკვე უნდა იყოთ ძლიერი, გამოცდილი, გქონდეთ განვითარებული გემოვნება და თვითპატივისცემა. აი ეს არის - თქვენი უპირატესობაა ახალგაზრდა გოგონების წინაშე. და აი ეს უნდა აისახებოდეს თქვენს იმიჯზე.
<a href="https://econet.ru/">https://econet.ru/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია