ჰოროსკოპი

ქალების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - რომელია საუკეთესო პარტნიორი?

ქალების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - რომელია საუკეთესო პარტნიორი?

12. მორიელი - რეიტინგში მორიელი ქალები ბოლო, მეთორმეტე ადგილს იკავებენ. მასთან სასიყვარულო ურთიერთობა არ არის სასიამოვნო და სირთულეებითაა სავსე, თუმცა დასაფასებელია ის, რომ არასოდეს იტყუება და ყოველთვის სიმართლეს ამბობს. ის საკმაოდ მკაცრი და უხეშია. უბრალოდ არ იცის როგორ უნდა იყოს „ტკბილი“.

არ უჭირს ადამიანებს და მათ შორის პარტნიორსაც პირდაპირ უთხრას სიმართლე, რაც უნდა მწარე იყოს ის. დადებით მხარეს რაც შეეხება, მორიელი ქალი ძალიან ვნებიანია და საოცარი სიყვარული შეუძლია, თუ დაინახავს, რომ სანდო ადამიანი ხართ. გახსოვდეთ, მასთან თამაში ძალიან სახიფათოა.

ქალების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - რომელია საუკეთესო პარტნიორი?

11. ქალწული - მეთერთმეტე ადგილს ქალწულები იკავებენ. მათ თავდაჯერებულობა აკლიათ. ჰგონიათ, რომ საკმარისად ბევრი არ გააკეთეს ურთიერთობისთვის. შესაძლოა, ერთი შეხედვით მის გვერდით თავს კარგად გრძნობდეთ, მაგრამ გულს ძალიან გტკენთ მისი უხეში კრიტიკა. ასევე, გაწუხებთ ის, თუ როგორი კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ, მუდამ უკმაყოფილოა.

ხშირად გიწევთ საკუთარ თავთან მარტო დატოვოთ და ეს მოსაბეზრებელს ხდის მასთან ურთიერთობას. იმის გამო, რომ ქალწული ქალები თავს საკმარისად კარგად არ თვლიან, ძალიან ეჭვიანები არიან. გამუდმებით დაუცველობის შეგრძნება სტანჯავთ და მაშინაც ეჭვიანობენ,როცა თქვენს კოლეგასთან ერთად, სრულიად უწყინარ სიტუაციაში გხედავენ.

ქალების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - რომელია საუკეთესო პარტნიორი?

10. ვერძი - შეყვარებული ქალების რეიტინგში ვერძები მეათე ადგილს იკავებენ. თუ თქვენი საყვარელი ქალი ვერძია, მზად უნდა იყოთ, რომ მან შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წამებში შეცვალოს. ის ძალიან იმპულსურია.

ამასთანავე, თუ თქვენ გვერდით ვერძი ქალია, აუცილებლად გექნებათ იმის შეგრძნება, რომ თქვენს ცხოვრებას თქვენ არ მართავთ, ის წყვეტს ყველაფერს, ის დომინირებს. ვერძი ქალი ყველაზე ბედნიერი მაშინ არის როცა ყველაფერს ისე გაკეთებინებთ, როგორც თავად სურს. თუ არ გიყვართ ცხოვრებაში ხშირი ცვლილებები, თუ არ გსურთ, რომ თქვენი პირადი სივრცე მთლიანად სხვას დაუთმოთ, მაშინ ვერძი ქალებისგან მაქსიმალურად შორს დაიჭირეთ თავი.

ქალების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - რომელია საუკეთესო პარტნიორი?

9. კურო - რეიტინგში მეცხრე ადგილს კურო ქალები იკავებენ. მათ უჭირთ ურთიერთობის აწყობა. კურო თავისუფლებისმოყვარეა და მარტოც მშვენივრად გრძნობს თავს. ეშინია თავისუფლების დაკარგვის, ამიტომაც სასიყვარულო ურთიერთობას ხშირად გაურბის. ის ადამიანში სულიერ კავშირს კი არ ეძებს, არამედ სურს ისეთი ვინმე იპოვნოს, ვინც თავისუფლებას არ წაართმევს და პირად კომფორტს არ დააკარგვინებს.

თუ დაინახავს, რომ ისე აღიქვამთ, როგორც ნივთს, აუცილებლად მოინდომებს თქვენგან წასვლას. თუმცა თუკი შეუყვარდა, ის მზრუნველობას იჩენს საყვარელი ადამიანისადმი. მთავარია იცოდეთ ის საზღვრები, რომლებიც დაგიწესათ და არასოდეს გადააბიჯოთ მათ.

ქალების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - რომელია საუკეთესო პარტნიორი?

8. კირჩხიბი - კირჩხიბები მერვე ადგილს იკავებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალები ცნობილები არიან თავიანთი თბილი და მზრუნველი ნატურით. კირჩხიბს უყვარს ოჯახი და მისი მოვლა. ის ვნებიანი შეყვარებულია. თუ აღმოაჩინა, რომ უსამართლოდ მოექეცით, რაიმე შეგეშალათ, ეს ურთიერთობაში ძალიან დიდი პრობლემა გახდება.

ის არ დაგიმალავთ თავის გრძნობებს, არც სიყვარულს და არც ბრაზს. სასიყვარულო ურთიერთობაში ხშირად ხელს უშლის დეპრესია და შფოთვა, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებს ხშირად აწუხებთ. მისი დეპრესიის წამალი საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნაა, თუმცა სწორედ ხშირი დეპრესიის გამო გაურბიან მას.

ქალების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - რომელია საუკეთესო პარტნიორი?

7. ლომი - ეს ქალები რეიტინგში მეშვიდე ადგილზე არიან. ის გაბედული და ამბიციურია. მის გვერდით სექსუალურად აქტიური ცხოვრება გელოდებათ. ის ურთიერთობაში პატიოსნებასა და სიმართლეს მოითხოვს. სასიყვარულო ურთიერთობისთვის ბევრს აკეთებს და თქვენგანაც იგივეს ითხოვს. ლომ ქალთან ურთიერთობა სასიამოვნოა, თუმცა ყოველთვის მარტივი არ არის.

ის საყვარელ ადამიანს ძალიან მაღალ მოთხოვნებს უწესებს და თუ ხედავს, რომ ამ მოთხოვნების შესრულება არ შეუძლიათ, ის უბრალოდ მიდის. თუ შეგიყვარათ, დარწმუნებული იყავით, რომ რთულ სიტუაციებში თქვენი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იქნება.

ქალების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - რომელია საუკეთესო პარტნიორი?

6. მერწყული - ისინი მეექვსე ადგილს იკავებენ. მერწყულ ქალს ეყვარებით მანამდე, სანამ არ შეამჩნევს, რომ მის ინდივიდუალიზმს თქვენ გვერდით საფრთხე ემუქრება. ის თქვენგანაც გამორჩეულობას და უნიკალურობას მოითხოვს. ზოგჯერ მერწყულის გაგება ძალიან რთულია.

ის პარტნიორში შემოქმედებით უნარებს ეძებს და თუ ეს ვერ დაინახა, არ შეგიყვარებთ. მას სურს, რომ ყოველგვარი საუბრის გარეშე მიუხვდეთ აზრებს, გაიგოთ რა იმალება მისი გადაწყვეტილებების მიღმა. სწორედ ასეთი ხასიათი ართულებს მერწყულთან ურთიერთობას.

ქალების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - რომელია საუკეთესო პარტნიორი?

5. ტყუპები - რეიტინგის ხუთეულს ტყუპები ხსნიან. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებს ორმაგი ბუნება აქვთ - ერთი შეიძლება ვარდს დავუკავშიროთ, ხოლო მეორე ეკლებს. ტყუპი ქალი, როგორც წესი, ვიზუალურად ძალიან მომხიბვლელია და რთულია გაუძლო მის ღიმილსა და შარმს. თუ რაიმეს მისთვის მიუღებელს გააკეთებთ, ის მაშინვე ეკლიან მხარეს გამოაჩენს.

ის უნდა გრძნობდეს, რომ თქვენთან სულიერი კავშირი აქვს, სხვა შემთხვევაში აუცილებლად წავა. ის თავგადასავლებსა და გამოწვევებს ეძებს და თუ ამას ვერ სთავაზობთ, თქვენ გვერდით ცხოვრება ტყუპებისთვის აუტანელი იქნება.

ქალების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - რომელია საუკეთესო პარტნიორი?

4. სასწორი - სასწორი ქალები მეოთხე ადგილს იკავებენ. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. კარგი დიპლომატები არიან და თითქმის არასოდეს ებმებიან კონფლიქტში. პატივს სცემენ სხვების აზრს. ის საყვარელი ადამიანისთვის კომფორტს ქმნის, ძალიან კომუნიკაბელურია, რის გამოც ბევრს ხიბლავს, ამიტომ მასზე ხშირად ეჭვიანობენ და უმეტეს შემთხვევაში, სრულიად უსაფუძვლოდ.

ის გიჟდება ადამიანებთან ურთიერთობაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეჭვიანობის მიზეზი გაქვთ. სასწორი ქალები გამორჩეულად ერთგულები არიან.

ქალების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - რომელია საუკეთესო პარტნიორი?

3. თხის რქა - საუკეთესო პარტნიორი ქალების რეიტინგში თხის რქა მესამე ადგილზეა. ამ ამბიციურ ქალს სურს, რომ იყოს ერთადერთი მილიონში, ყველასგან გამორჩეული. შრომისმოყვარეა და ამ ხასიათს ავლენს ურთიერთობის დროსაც. ის ყველაფერს გააკეთებს საყვარელი ადამიანის გამო და ურთიერთობის გასამყარებლად.

ის პრობლემას არასოდეს შეგიქმნით, საკუთარ პრობლემებს თავს არ მოგახვევთ. გვერდით დაგიდგებათ და ოცნებების მიღწევაში დაგეხმარებათ. ის ძლიერი ქალია, რომელიც ხშირად მამაკაცის როლს ასრულებს ურთიერთობაში. თხის რქა ყოველთვის მზად არის დაგიცვათ, დაიცვას თქვენი ინტერესები. მის სახლში ყოველთვის მშვიდობა, დაცულობის განცდა და სიყვარულია.

ქალების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - რომელია საუკეთესო პარტნიორი?

2. თევზები - მეორე ადგილზე თევზები არიან. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებისთვის თავის შეყვარება მარტივი არ არის. ის არ არის გახსნილი და საკმაოდ დიდი ძალისხმევაა საჭირო მისი ნდობისა და სიყვარულის მოსაპოვებლად. თუმცა თუ თევზების გული მოიგეთ, გილოცავთ! თქვენ საუკეთესო პარტნიორი გიპოვიათ.

ქალების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - რომელია საუკეთესო პარტნიორი?

ის თქვენი მესაიდუმლე გახდება - საიდუმლოს შენახვა საუკეთესოდ ეხერხება. ის ყველაზე სანდო ქალია ამქვეყნად. ის არ მოითხოვს პარტნიორისგან ცვლილებას, შეგიყვარებთ ისეთს, როგორიც ხართ და თქვენი საუკეთესო მეგობარი იქნება. თევზებს შეუძლია ყველაფერი შესწიროს ურთიერთობას, მსხვერპლი გაიღოს საყვარელი ადამიანის გამო.

1. მშვილდოსანი - და ბოლოს, საუკეთესო პარტნიორი ქალები მშვილდოსნები არიან. გსურთ, რომ თქვენი ცხოვრება მხიარული, თავგადასავლებით სავსე და საინტერესო იყოს? - მაშინ პარტნიორად ცეცხლოვანი მშვილდოსანი უნდა აირჩიოთ. მშვილდოსნის გვერდით ყველაფერი გექნებათ რასაც საყვარელი ადამიანისგან შეიძლება ელოდოთ - ვნება, სიყვარული, ერთგულება, თავგადასავლები. მის გვერდით ცხოვრება მოგზაურობას ჰგავს.

ქალების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - რომელია საუკეთესო პარტნიორი?

უყვარს ადამიანებზე ზრუნვა და ზოგჯერ საკუთარი თავი ავიწყდება, თუ ამის გამო უსაყვედურებთ, შესაძლოა, თქვენს მიმართ ვნება გაუქრეს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებით ყველა მოხიბლულია, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ და უნდა გიხაროდეთ, თუ თქვენ აგირჩიათ. მისთვის მთავარია, არ შეუზღუდოთ თავისუფლება. თუ ასე მოიქცევით თქვენი ცხოვრება მშვილდოსნის გვერდით იდეალური იქნება.



<a href="http://www.dailyamaze.com">http://www.dailyamaze.com</a>