ჰოროსკოპი

რომელ ტკბილეულს ადარებენ ქალებს მამაკაცები - ზოდიაქოს მიხედვით

რომელ ტკბილეულს ადარებენ ქალებს მამაკაცები - ზოდიაქოს მიხედვით

ვერძი: ცხელი შოკოლადი

მუდამ მგზნებარე და ამაღელვებელი, რომელიც ითხოვს სურვილისა და ვნების ცეცხლის შენარჩუნებას. მაგრამ ეს უბრალოდ ცხელი შოკოლადი არ არის, არამედ სანელებლების დამატებითაა - მიხაკის, ჯინჯერის, ფაჩულის და შავი წიწაკის. არავითარ შემთხვევაში არ მიატოვოთ ცეცხლი, სხვაგვარად თბილი და რბილი შოკოლადი ცივ ქვად გადაიქცევა.

რომელ ტკბილეულს ადარებენ ქალებს მამაკაცები - ზოდიაქოს მიხედვით

ლომი: კარამელი

ქალი-ლომი - კარამელია, ყველაზე მაცდუნებელია ტკბილეულის მოყვარული მამაკაცების თვალსაზრისით. ის ხომ ხშირად იკატუნებს თავს თითქოს ძვირადღირებულია, სინამდვილეში კი არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს. მაგრამ, მუდმივად გარემოცულია სიყვარულითა და აღფრთოვანებული მზერით, ის განსაკუთრებულად გემრიელია და შეუძლია დაამშვენოს ყველაზე დახვეწილი დღესასწაული.

რომელ ტკბილეულს ადარებენ ქალებს მამაკაცები - ზოდიაქოს მიხედვით

მშვილდოსანი: ფორებიანი შოკოლადი

შოკოლადის შიგნით ჰაეროვანი ბუშტების თითქმის უსასრულო რაოდენობა, მას არაჩვეულებრივ სიმსუბუქესა და განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს. ასეთი შოკოლადი შეიძლება მხოლოდ შამპანიურის მოთამაშე ბუშტებს შეადარო. ეს უფერულ ფონზე ნამდვილი მრავალფეროვნებისა და ფეთქებადი ემოციების დღესასწაულია.

რომელ ტკბილეულს ადარებენ ქალებს მამაკაცები - ზოდიაქოს მიხედვით

ქალწული: ნიგოზი შოკოლადში

ქალი-ქალწული მიეკუთვნება მაგარი დესერტების კატეგორიას, როგორებიც არის ნიგვზიანი ტკბილეული, გრილიაჟი და პრალინე. ქალწულის ცხოვრება, როგორც წესი, მკაცრ და ლოგიკურად დასაბუთებულ წესს ემორჩილება, მაგრამ თავიდან ასეთი ქალის ამოცნობა არავის არ შეუძლია. დასაწყისისთვის დნობის საშუალება უნდა მისცე, და შემდეგ განიცადო დაუვიწყარი ვნების გემო.

რომელ ტკბილეულს ადარებენ ქალებს მამაკაცები - ზოდიაქოს მიხედვით

თხის რქა: ალუბალი შოკოლადში

ფლობდე ამ ტკბილეულს - იღბალია მამაკაცისთვის. მაგრამ ხშირად ცხოვრების მეგზურისადმი ზედმეტად ამაღლებული მოთხოვნილებების გამო, ის მარტოდ რჩება და რისკავს, თბილი კონიაკითა და რომით გაჟღენთილი მადისამძვრელი კენკრისგან - უგემურ და უსურნელო გაყინულ „ზამთრის ალუბლად“ გადაიქცეს. ამ დროს, მისი დადნობა გაგიჭირდება

რომელ ტკბილეულს ადარებენ ქალებს მამაკაცები - ზოდიაქოს მიხედვით

კურო: ჩიტის რძე

ამ ტკბილეულს ყველაზე განსვავებული შიგთავსი გააჩნია. „ჩიტის რძე“ - სახლის, კომფორტისა და სიმყუდროვის სიმბოლოა. ტყუილად არ თვლიან ასტროლოგები, რომ ქალი-კუროდან ყველაზე საუკეთესო ცოლები გამოდიან. მაგრამ „ჩიტის რძე“ შესაბამის „შენახვის პირობებს“ მოითხოვს. მას სჭირდება საიმედო პარტნიორი, რომელიც მასზე იზრუნებს და ცუდი პირობებისგან დაიფარავს.

რომელ ტკბილეულს ადარებენ ქალებს მამაკაცები - ზოდიაქოს მიხედვით

ტყუპები: რაფაელო

გარედან ნაზი და მსუბუქი, მაგრამ შიგნით მაგარი თხილით. თითოეული მამაკაცი, რომელიც ასეთ ნაზ გოგონას ეცნობა, მალევე ეჯახება მაგარ გულს. მაგრამ სწორად ამაშია მოცემული ტკბილეულის მთავარი მარცვალი. „რაფაელოს“ ძალიან მარტივად იტაცებს ყველაფერი, მაგრამ ასევე ადვილად შეუძლია გაფრინდეს, თუ ურთიერთობა მისთვის მოსაწყენი ხდება.

რომელ ტკბილეულს ადარებენ ქალებს მამაკაცები - ზოდიაქოს მიხედვით

მერწყული: ბეზე

ქალი-მერწყული - ბეზე - ათქვეფილი ცილების ფრანგული დესერტია. ასეთ ქალთან ურთიერთობა - დიდი სიამოვნებაა. „ბეზეს“ შეუძლია იყოს სხვადასხვანაირი: ნაზი და პირში დნობადი, რბილი და ხისტი, თხილით და შოკოლადით... მისი გემო შეიძლება იყოს სრულიად გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი. ბეზე - მონაპოვარია მათთვის, ვისაც უყვარს ყველაფერი უჩვეულო და ორიგინალური.

რომელ ტკბილეულს ადარებენ ქალებს მამაკაცები - ზოდიაქოს მიხედვით

სასწორი: შტოში შაქრიან მინანქარში

ეს არა მხოლოდ სასარგებლო და უნიკალური ტკბილეულია, არამედ ძალიან გემრიელია. არასოდეს მოგბეზრდებათ სიტკბოსა და სიმჟავის ნარევი. მაგრამ არ უნდა გაიხანგრძლივოთ ამ ტკბილეულის ჭამა, რადგან შაქრის პუდრი შეიძლება გახმეს და რამდენიმე ნაწილად დაიმსხვრეს.

რომელ ტკბილეულს ადარებენ ქალებს მამაკაცები - ზოდიაქოს მიხედვით

კირჩხიბი: მარმელადი

ვინაიდან ქალი-კირჩხიბი ნაზი და მგრძნობიარე არსებაა, ის ვერ იტანს ზედმეტად ძლიერ სასიყვარულო ცხელებას და სწრაფად გადადის ჟელეში. ახლადმომზადებული მარმელადი მოითხოვს რომანტიკას ურთიერთობებში, დროთა განმავლობაში უხეშდება ან წებოვანი და წელვადი ხდება, ცდილობს არ გაუშვას თავის პარტნიორი, და ბევრს ეს ძალიან მოსწონს.

რომელ ტკბილეულს ადარებენ ქალებს მამაკაცები - ზოდიაქოს მიხედვით

მორიელი: ყინულ კარამელი

ქალი-მორიელს გააჩნია უნარი გაყინოს საკუთარი სურვილები, მაგრამ ასევე ადვილად გაადნოს. ის ყველაზე საინტერესო ეგზემპლიარია. „ყინულ კარამელი” მოითხოვს გამოცდილ საყვარელს, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ერთფეროვან, მაგრამ ხანგრძლივ გემოვნებას. შაქარის ეს კრისტალი უნდა გამოიკვლიო აუჩქარებლად, სიამოვნებით, გადადო და შემდეგ ისევ თავიდან დაიწყო. ამ მიზეზით ის ბევრ ტკბილეულის მოყვარულებს მოსწონს.

რომელ ტკბილეულს ადარებენ ქალებს მამაკაცები - ზოდიაქოს მიხედვით

თევზები: კანფეტი ლიქიორით

გარედან ისეთი უწყინარი და ტკბილია, შიგნით კი მათრობელა და მომაჯადოებელი. მამაკაცებს ადვილად იზიდავს ასეთი უწყინარი გარეგნობა, მაგრამ შემდეგ ისინი ვერ ელევიან მათრობელა შიგთავსს. ასეთი ქალები უხდებათ მხოლოდ რესპექტაბელურ და უზრუნველყოფილ მამაკაცებს.

რომელ ტკბილეულს ადარებენ ქალებს მამაკაცები - ზოდიაქოს მიხედვით



<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>