სილამაზე

Hermès-ის თანამედროვე კლასიკა: Twilly d’Hermès

Hermès-ის თანამედროვე კლასიკა: Twilly d’Hermès

თუ მსოფლიოს ბესთ-სელერი მოდის სახლების ისტორიას გადავავლებთ თვალს, უამრავი ბრენდი გაგვახსენდება, რომლებმაც მოღვაწეობის გარკვეულ ეტაპზე მწვერვალები დაიპყრეს, გაყიდვების უპრეცედენტო მაჩვენებლებს მიაღწიეს, თუმცა თაობები შეიცვალა და ახალგაზრდებისთვის „დედ-მამის“ საყვარელ მარკებად დარჩნენ. რთულია, ის ერთი, სასიცოცხლო შეცდომა დაასახელო, რამაც ერთ დროს საყოველთაოდ აღიარებული ბრენდები თანამედროვეობისთვის შეუფერებლად აქცია, თუმცა დანამდვილებით ერთი რამის თქმა შეგვიძლია: მსგავსი საფრთხე არასოდეს დაემუქრება Hermès-ის მოდის სახლს. გაინტერესებს, რატომ? — უბრალოდ შეიარე პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ისი-პარის“ ნებისმიერ ფილიალში და Hermès-ის ახალი სუნამო — Twilly d’Hermès-ი დააგემოვნე!

Twilly d’Hermès-ის მაგალითით ერთი რამ შეიძლება აღინიშნოს: ბრენდის წარმატებისთვის საკმარისი არაა, მისი შემოქმედებითი გუნდი დროს არ ჩამორჩეს — მათი მოვალეობაა, აზროვნებით დროს გაუსწრონ და მომხმარებელს მომავლის პროდუქტი წარუდგინონ.

Hermès-ის თანამედროვე კლასიკა: Twilly d’Hermès

Hermès-ის 2017 წლის სიახლე ქალბატონებისთვის — Twilly d’Hermès-ი სუნამოა, რომელიც თავის მხრივ მოდის სახლის ახალი ხედვის, ახალი მიმართულების ანარეკლს წარმოადგენს: პარფიუმერმა ქალბატონმა კრისტი ნაჟელმა ბრენდის ხელწერა — არტიზანების უმაღლესი ოსტატობა სრულიად ახალი მანერით წარმოგვიდგინა: აღმოჩნდა, რომ მთელი ცხოვრება ოცნებობდა, Hermès-ის სუნამოებისთვის რაღაც განსაკუთრებული დეტალი შეემატებინა და ახალგაზრდა, თანამედროვე, ჯიუტი და არაპროგნოზირებადი გოგონებით შთაგნებულმა Hermès-ის სრულიად ახალი კლასიკა შემოგვთავაზა.

Hermès-ის თანამედროვე კლასიკა: Twilly d’Hermès

კრისტი ნაჟელი Hermès-ის პარფიუმერების მე-3 თაობას წარმოადგენს: როგორც ლეგენდარული მიშელ ალმერაკის საუკეთესო მოსწავლეს, ედმონდ რუდნიცკასა და ჟანკლოდ ელენას შემდეგ, 2014-ში საპატიო ადგილი შესთავაზეს და მისი სიახლეების მიმართ ინტერესიც გამოხატეს. ნაჟელმა კარგად იცოდა, როგორ შეენარჩუნებინა ბრენდის ხელწერა და ამავდროულად სრულიად ახალი არომატი შეექმნა: სუნამოს თანამედროვე, ახალგაზრდული ნოტებით გასამდიდრებლად მან 3 მწარე კომპონენტი — სანდალის ხე, ჯინჯერი, იგივე კოჭა და მექსიკური ტუბეროზა გამოიყენა.

Twilly d’Hermès-ის სურნელს Hermès-ის სხვა სუნამოების მსგავსად ხის და ბალზამის აკორდები ახასიათებს, თუმცა მწარე და თეთრი ყვავილების ნოტებითაა განახლებული, რაც კლასიკურ, ქალურ არომატს მასკულინურ ხასიათს ანიჭებს.

Hermès-ის თანამედროვე კლასიკა: Twilly d’Hermès

ქალის საწყისის მამაკაცური შტრიხებით გამდიდრების ტენდენცია ნაჟელის შემოქმედებაში ჯერ კიდევ 1 წლის წინ გამოიკვეთა, როდესაც Hermès-ისთვის პირველად იმუშავა დამოუკიდებლად (მანამდე, 2014 წლიდან Eau de Néroli Doré-სა და Eau de Rhubarbe Éclarte-ზე ჟან-კლოდ ელენასთან ერთად მუშაობდა) სუნამო Galop d’Hermès-ზე. სწორედ მაშინ გამოიყენა პირველად ბრენდის ისტორიული სიმბოლო — ტყავის აქცენტები და ნიუ-იორკ ტაიმსთან საუბრისას აღნიშნა:

„ტყავს მთელი ცხოვრება მასკულინურ ნოტად მივიჩნევდი, ქალის სუნამოებში ის ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდებოდა. თუმცა ნოტები, რომლებიც მე გამოვიყენე, ქალბატონების კანივით ნაზი და ელეგანტურია. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს კომპანიაში ახალ სუნამოზე მუშაობისას ბრიფებს არასოდეს გვაწვდიან, პირიქით — სრული თავისუფლება მეძლევა, ის ვაკეთო, რაც მსურს“…

Hermès-ის თანამედროვე კლასიკა: Twilly d’Hermès

მოკლედ, მიიპკურე Twilly d’Hermès-ი და შეუერთდი ახალგაზრდა გოგონების არმიას, რომლებმაც საოცრად თანამედროვე, მეამბოხე სულის მიუხედავად, კარგად იციან ბრენდის კულტურული მემკვიდრეობა — გარდერობის საპატიო კუთხეში Hermès-ის საკულტო ვიწრო აბრეშუმის შარფს ინახავენ და მზად არიან, ბრენდის 180-წლიან ისტორიას ახალი თავი შეჰმატონ.