LIFE

7 ნიშანი იმისა, რომ მისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ - ამ ნიშნებს პირველ პაემანზე აღმოაჩენთ

7 ნიშანი იმისა, რომ მისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ - ამ ნიშნებს პირველ პაემანზე აღმოაჩენთ

პირველი პაემანი გვაძლევს საშუალებას დავინახოთ როგორია ადამიანი და გავიგოთ გვსურს თუ არა მის გვერდით ყოფნა.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სწრაფად განსჯა, შესაძლოა, არ გსურთ და სწორად არ მიგაჩნიათ, გეტყვით, რომ ნამდვილად სჯობს ასე მოიქცეთ. ურთიერთობის ექსპერტები გამოყოფენ იმ შვიდ ნიშანს,რომლებიც მიგვანიშნებენ, რომ კონკრეტული ადამიანისგან თავი შორის უნდა დავიჭიროთ და ამ ნიშნების აღმოჩენა პირველივე პაემანზეა შესაძლებელი.

1. ყოფილი პარტნიორს ცუდად მოიხსენიებს და ლანძღავს - ფსიქოლოგი მარგარეტ რუთერფორდი ამბობს, რომ უნდა მოუსმინოთ, თუ როგორ საუბრობს თქვენი პოტენციური პარტნიორი ყოფილზე. თუ მას ცუდად მოიხსენიებთ, პირველივე კონფლიქტის შემდეგ თქვენც მის ბედს გაიზიარებთ. პირველ პაემანზე ადამიანები, როგორც წესი, ცდილობენ ერთმანეთს საუკეთესო მხარე აჩვენონ, თქვენი მეწყვილე კი ამის ნაცვლად ყოფილზე გესაუბრებათ და თან მას ცუდად მოიხსენიებს. ეს ნამდვილად არ არის კარგი ნიშანი.

7 ნიშანი იმისა, რომ მისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ - ამ ნიშნებს პირველ პაემანზე აღმოაჩენთ

2. პაემანზე ის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობს - თუ პირველ პაემანზე ის მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობს, ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ ეგოცენტრული ადამიანია, ან ნარცისი. თუ გეკითხებათ თქვენ შესახებ და ყურადღებით გისმენთ, ეს კარგი ნიშანია.

7 ნიშანი იმისა, რომ მისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ - ამ ნიშნებს პირველ პაემანზე აღმოაჩენთ

3. უხეშად ესაუბრება მიმტანებს - ეს იმის ნიშანია, რომ ზოგადად უხეში ადამიანია და პირველი პაემანიც კი ვერ აჩერებს, რომ თავისი ნამდვილი სახე გამოავლინოს. ამიტომ, სასწრაფოდ შორს დაიჭირეთ თავი მისგან.

7 ნიშანი იმისა, რომ მისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ - ამ ნიშნებს პირველ პაემანზე აღმოაჩენთ

4. პირველ პაემანზე დიდი რაოდენობით ალკოჰოლს სვამს - დააკვირდით რა რაოდენობის ალკოჰოლს სვამს. ორ ჭიქაზე მეტს თუ დალევს ეს, შესაძლოა, იმის ნიშანი იყოს, რომ არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს სასმელთან, ან თავდაჯერებული არ არის და არ შეუძლია კომუნიკაციაში მარტივად შესვლა. ასევე დააკვირდით როგორ სვამს - მთელ ჭიქა სასმელს ერთ ყლუპზე დაცლის, თუ მცირე დოზით წრუპავს. თუ მთელ ჭიქას ერთ ყლუპად სვამს, ეს მიუთითებს, რომ ძალიან ნერვიულობს.

7 ნიშანი იმისა, რომ მისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ - ამ ნიშნებს პირველ პაემანზე აღმოაჩენთ

5. მას არ მოსწონს, როცა აღმოაჩენს რომ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება გაქვთ - ეს ნიშნავს რომ განსხვავებული აზრის პატივისცემა არ შეუძლია და სურს, რომ მასსავით ფიქრობდეთ. ასევე, თუ საკუთარ მოსაზრებას არ გიმხელთ იმის გამო, რომ ის თქვენი მოსაზრებისგან განსხვავებულია, ეს მიუთითებს, რომ ის მორცხვია და ეშინია საკუთარი აზრის გამოხატვის.

7 ნიშანი იმისა, რომ მისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ - ამ ნიშნებს პირველ პაემანზე აღმოაჩენთ

6. არ აღიარებს შეცდომას - ურთიერთობების ექსპერტი კურტ სმიტი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც წყვილები შორდებიან არის ის, რომ ისინი არ აღიარებენ დაშვებულ შეცდომებს. შეუძლია თუ არა ადამიანს შეცდომების აღიარება? ამის გარკვევა პირველივე პაემანზე უნდა მოახერხოთ. დააკვირდით მის ქმედებებს, რაღაც თუ შეეშლება და ამას არაფრად ჩააგდებს, ბოდიშს არ მოიხდის, ეს მკაფიო ნიშანია, რომ მას უბრალოდ არ შეუძლია საკუთარი შეცდომის აღიარება.

 

7 ნიშანი იმისა, რომ მისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ - ამ ნიშნებს პირველ პაემანზე აღმოაჩენთ

7. ჩანს, რომ თქვენ გვერდით მოწყენილია - პაემანზე ადამიანებმა დრო სასიამოვნოდ უნდა გაატარონ და ეს არც ერთისთვის არ უნდა იყოს მოსაწყენი. ასეთ დროს ხომ ადამიანს უკეთ იცნობთ, მის შესახებ უფრო მეტს იგებთ და რა თქმა უნდა, ეს საინტერესო უნდა იყოს და არა მოსაწყენი. თუმცა თუ თქვენი პარტნიორი თქვენ გვერდით მოწყენილი ჩანს, ეს ცუდი ნიშანია. თუ ადამიანს პირველივე პაემანზე არ სურს თქვენ გვერდით ყოფნა და მოწყენილია, ეს ურთიერთობა ვერ იქნება წარმატებული.

7 ნიშანი იმისა, რომ მისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ - ამ ნიშნებს პირველ პაემანზე აღმოაჩენთ



<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>