სტილი

როგორ არ უნდა ატაროთ ვიწრო ჯინსები - 5 შეცდომა, რომლებიც ალბათ დაგიშვიათ

როგორ არ უნდა ატაროთ ვიწრო ჯინსები - 5 შეცდომა, რომლებიც ალბათ დაგიშვიათ

ვიწრო (სკინი) ჯინსი იმ ნივთების სიაში შედის, რომლებსაც ვერ ველევით უკვე რამდენიმე წელია (თუმცა სტილისტები და დიზაინერები რეგულარულად გვახსენებენ, რომ ის უკვე გადავიდა მოდიდან). თუ თქვენ ისევე, როგორც ჩვენ, ძალიან გიყვართ ჯინსები-სკინი, ატარეთ ისინი თანამედროვე სტილზე და უარი თქვით დაძველებულ სტილურ ხერხებზე.

1. სკინი ვიწროყელიან ჩექმასთან

დიახ, ბოტფორტებს და ჩექმა-წინდას ძალიან მოუხდათ დიდი მოდური „ქამბექი“. მაგრამ არა, მათი ტარება ჯინსებთან-სკინი ისევ არ შეიძლება. ახლა ვიწრო ჯინსები უნდა ჩაიცვათ მოდურ განიერყელიან ჩექმებთან ერთად.

როგორ არ უნდა ატაროთ ვიწრო ჯინსები - 5 შეცდომა, რომლებიც ალბათ დაგიშვიათ

2. ზედმეტად გრძელი სკინი

ზედმეტად გრძელი სკინი, რომლებიც ბათინკების ყელთან მასიურ ნაოჭებს ქმნიან - წარსულს ჩაბარდა. აქტუალური ვიწრო ჯინსები მთავრდება კოჭის ოდნავ მაღლა. ასეთი სკინი შეიძლება ატაროთ ასევე ბოტასებთან, მაღალ ბოტილიონებთან, „სამხედრო“ ბათინკებთან. და თუ ქუჩაში ცივა - ლამაზ თბილ წინდებთან.

როგორ არ უნდა ატაროთ ვიწრო ჯინსები - 5 შეცდომა, რომლებიც ალბათ დაგიშვიათ

3. სკინი, ჩატანებული ბოტილიონებში

შემოკლებული ჯინსებიც კი ნაოჭისა და გადაკეცვის გარეშე არ შეიძლება ჩაატანოთ ბოტილიონებში! ამ სეზონში სთრითსტაილის ვარსკვლავები ყურადღებით აკვირდებიან, რომ ვიწრო ჯინსების ტოტები აკურატულად ფეხსაცმლის ყელთან უნდა მთავრდებოდეს. გირჩევთ მიყვეთ მათ მაგალითს. და არ შეგეშინდეთ გაყინვის - ლამაზი წინდები, ჩაცმული „საჩვენებლად“, ახლა მოდაშია.

როგორ არ უნდა ატაროთ ვიწრო ჯინსები - 5 შეცდომა, რომლებიც ალბათ დაგიშვიათ

4. მკვეთრი დეტალებისა და აქსესუარების არარსებობა

სკინი პლუს მაისური, როლინგი ან ბეჟი ფერის სვიტრი - ყველაზე მოხერხებული და მარტივი სტილია ყოველი დღისთვის. და ამასთანავე ყველაზე მოსაწყენი, თუ არ გააზავებთ მას მოდური აქსესუარებით. თავისუფალი ჟაკეტები, ბლეზები, თეთრი ბოტილიონები, მკვეთრო ფერის ჩანთები, მასიური სამკაულები - ყველაფერი გამოდგება, რაც მოდურია ამ სეზონზე.

როგორ არ უნდა ატაროთ ვიწრო ჯინსები - 5 შეცდომა, რომლებიც ალბათ დაგიშვიათ

5. უქამრო სკინი

ხუთწლიანი შესვენების შემდეგ მოდის ქრონიკებში ჯინსებზე ქამარი ბრუნდება. და, საკმაოდ დიდი ხნით, რადგან ძლაიან ეფექტურია ვიწრო ჯინსებთან და საბაზო ტოპებთან.

როგორ არ უნდა ატაროთ ვიწრო ჯინსები - 5 შეცდომა, რომლებიც ალბათ დაგიშვიათ



<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>