როგორ ვატაროთ კოსტიუმი ისე, რომ ძველმოდურად არ გამოვიყურებოდეთ - 5 ყველაზე წარმატებული კომბინაცია
- 30.10.2017
როგორი კოსტიუმებია აქტუალური დღეს: ამ სეზონზე უკეთესია მოერიდოთ ზედმეტად გამოყვანილ მოდელებს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ სტილურ მოცულობით მოდელებს. რასთან შევახამოთ ასეთი ჟაკეტი, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ? – 5 ყველაზე წარმატებული ჟაკეტების კომბინაცია თქვენს წინაშეა!
კლასიკურ შარვლებთან
კლასიკური შეხამება, რომელიც ყოველთვის წარმატებულად გამოიყურება! თუ კოსტიუმს შეურჩევთ იგივე ფერის შარვალს (ან იგივე პრინტის), თქვენი სტილი ცუდი არა, მაგრამ საკმაოდ მოსაწყენი იქნება, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება კოსტიუმისგან განსხვავებული ფერის შარვლებს, ეს სხვა „მარცვალს“ შემატებს თქვენს ჩაცმულობას.
ჯინსებთან
იმისათვის რომ თქვენი ჩაცმულობა იყოს ნაკლებად ოფიციალური, ჩაიცვით კოსტიუმი ჯინსებთან. ეს casual-სტილი შესანიშნავად მოუხდება ნებისმიერ შემთხვევას, ოფისისთვისაც კი (თუ, რა თქმა უნდა, თქვენი დრესკოდი ზედმეტად მკაცრი არ არის). ქვევით შეგიძლიათ ჩაიცვათ ტოპი, როლინგი, ბლუზა, პერანგი და მაღალყელიანი თბილი ჯემპრიც.
ლეგინსებთან
კომბინაცია „კოსტიუმი + ლეგინსები“ იმით არის კარგი, რომ ნებას გაძლევს ითამაშო პროპორციებით: მოცულობითი ზედა და შარვალი საინტერესო და ტრენდულ სილუეტს ქმნიან. ლეგინსები შეიძლება ნებისმიერი ფერის იყოს, მაგრამ ყველაზე უნივერსალურ ვარიანტად შავი რჩება.
ქვედაბოლოებთან მიდი
კოსტიუმი საშუალო სიგრძის ქვედაბოლოებთან შეხამებაში - ეს ჟანრის კლასიკაა. ამ დროს თქვენ ყველაზე ელეგანტური და ქალური იქნებით. ასეთი კომბინაცია მოუხდება ოფისისს, თუ დაამატებთ მას ბლუზას და ქუსლიან ფეხსაცმელს.
გრძელ კაბასთან
ამ სეზონზე მოცულობითი კოსტიუმი ძალიან მოუხდება მსუბუქ კაბას (მაგალითად, აბრეშუმის, სელის ან ატლასის). ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული შეხამებაა - „კოსტიუმი + საცვლების სტილის კაბა“, არანაკლებ საინტერესო და წარმატებულ ვარიანტად გახდება „კოსტიუმი + გრძელი კაბა წვრილი პრინტით“.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, ქალები, რჩევები, ჩაცმულობა
<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია