სასცენო იმიჯი, რომლითაც ბიორკი, ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება
- 30.10.2017
თბილისში Sou ფესტივალის ფარგლებში, მომღერალი ბიორკი ორ კონცერტს გამართავს, 31 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ალბომ Vulnicura - ს ტურის ფარგლებში, თბილისი მეოთხე ქალაქია, სადაც ბიორკი 2017 წელს კონცერტს გამართავს. ბიორკის მსენელთათვის ცნობილია, რომ ამ ტურის ფარგლებში გამართულ კონცერტებზე, ბიორკის კოსტიუმები და ნიღბები განსაკუთრებით ორიგინალური და შთამბეჭდავია. თბილისში ბიორკი 12 კაციან გუნდთან ერთად ჩამოვიდა და მათ შორის არის ჯეიმს მერი. სწორედ ჯეიმს მერი არის ის გენიალური დიზაინერი და ხელოვანი რომელიც ბიორკისთვის ამ საოცარ სამოსსა და აქსესუარებს ქმნის. საინტერესოა ამჯერად რა კოსტიუმებით გააკვირვებს ბიორკი ქართველ მსმენელს. წარმოგიდგენთ ჯეიმს მერის მიერ, სპეციალურად ბიორკისათვის შექმნილ უნიკალურ ნამუშევრებს.
ჯეიმს მერის ნამუშევრები სრულად იხ.აქ:
http://www.jtmerry.com/
თემები: სტილი, მოდა, ტანსაცმელი, ბიორკი, სოუ ფესტივალი, ბიორკის სტილი, ჯეიმს მერი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია