თუ 30 წლის ასაკში თავს შეუმდგარ ადამიანად იგრძნობთ - 5 რამ, რაზეც ასეთ დროს უნდა იფიქროთ
- 01.11.2017
შესაძლოა, ყველაფერს აკეთებთ წარმატებისთვის, მაგრამ ვერ აღწევთ სასურველ მიზანს. ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ცხოვრება ჩვენი გეგმის მიხედვით არ წარიმართოს.
ამის გამო ადამიანები იმედგაცრუებულები არიან. განსაკუთრებით მტკივნეულია სოციალურ ქსელში სხვების წარმატების თვალ-ყურის დევნება - ისინი თქვენი ასაკის, ან თქვენზე პატარები არიან, მაგრამ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიეს. ყოველივეს გამო თავს შეუმდგარ ადამიანად თვლით და ვერაფრით ხსნით იმას, თუ რატომ ვერ შეძელით დასახული მიზნის მიღწევა.
ნუ გაიფუჭებთ განწყობას და ამის გამო დეპრესიას ნუ მიეცემით. ძალიან ბევრი რამ არის თქვენს ცხოვრებაში რის გამოც ბედნიერი უნდა იყოთ. გთავაზობთ 5 მოტივატორს, რომელიც ასეთ რთულ პერიოდში ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ.
1. თქვენ გაქვთ სამსახური - და ამასთანავე, შეიძლება ცხოვრების ამ ეტაპზე ხელმძღვანელის პოზიციის დაკავებას ცდილობთ. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გამოიჩინოთ შეუპოვარი ხასიათი და არასოდეს დანებდეთ.
2. შეგიძლიათ, იმოგზაუროთ - რა თქმა უნდა, ყოველ კვირაში ახალ ქვეყანას ვერ მოინახულებთ, მაგრამ აუცილებლად გამონახეთ დრო და ფინანსები წელიწადში ერთხელ და ორჯერ მოგზაურობისთვის მაინც. დატკბით ცხოვრების ყველა წუთით.
3. გაეცით სიყვარული - როცა გაცილებით ახალგაზრდა იყავით, დასახმარებლად მშობლებს მიმართავდით, ახლა კი, დროა თქვენ იზრუნოთ მათზე. არაფერია იმაზე უფრო სასიამოვნო, ვიდრე სიკეთისა და სიყვარულის გაცემა ადამიანებისადმი. ასე რომ, ნუ დაგენანებათ ეს და ნუ დაგეზარებათ ასე მოქცევა.
4. გაქვთ მყარი ურთიერთობები - ბედნიერებისთვის სულაც არ არის საჭირო ყველას მეგობარი იყოთ და ყველა ნაცნობთან შესანიშნავი ურთიერთობა გქონდეთ. მნიშვნელოვანია, რომ გყავდეთ რამდენიმე ნამდვილი მეგობარი, რომლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა გექნებათ და მათთან მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობისთვის მაქსიმუმს გააკეთებთ.
5. ძალიან ბევრი რამ არის იმისთვის, რომ არ მოეშვათ და მხოლოდ წინ გაიხედოთ - იმის ნაცვლად, რომ იფიქროთ რა წარუმატებელი ხართ, რომ ვერ მიაღწიეთ იმას, რაც გსურდათ, სჯობს უთხრათ საკუთარ თავს,რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი, ბევრი საქმე და მიზანი გაქვთ. აღტაცებით შეხვდით ყველა იმ საქმეს რომელიც ჯერ არ გისწავლიათ და სიამოვნება მიიღეთ ყოველი ახალი გამოცდილების შეძენით.
ნუ წარმოიდგენთ მიზანს როგორც დანიშნულების ადგილს, მიზნისკენ სწრაფვა სასიამოვნო და საინტერესო მოგზაურობა უნდა იყოს. ნუ ჩაიქნევთ ცხოვრებაზე ხელს და სხვისი წარმატება ნუ გახდება თქვენი დეპრესიის მიზეზი. არ დანებდეთ. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვთ.
თემები: ქალები, რჩევები, 30წელი
<a href="https://www.femalenetwork.com">https://www.femalenetwork.com</a>