ოჯახი და კარიერა - როგორ დავიცვათ ბალანსი
01.04.20252017 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი „ფორბსის“ რეიტინგის მიხედვით
- 02.11.2017

ვინ მართავს მსოფლიოს? – „ფორბსი“2017 წლის გავლენიანი ქალების სიას აქვეყნებს. ისინი არიან ქალები, რომლებიც ცვლიან სამყაროს. მათ გავლენები სხვადასხვა სფეროში აქვთ. ეს სფეროებია: პოლიტიკა, ტექნოლოგიები, ბიზნესი, მედია და ა.შ. ეს ქალები დანარჩენებს უკეთესი მომავლის იმედს უსახავენ და ცდილობენ, სამყარო დადებითისკენ შეცვალონ.
გადავხედოთ გავლენიანი ქალების ასეულს.
1. პირველ ადგილს გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი იკავებს.

2. ტერეზა მეი - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

3. მელინდა გეითსი - Microsoft-ის ყოფილი მენეჯერი, უფლებადამცველი და ქველმოქმედი.

4. შერილ სენბერგი - „ფეისბუქის“ აღმასრულებელი დირექტორი.

5. მერი ბარა - „ჯენერალ მოტორსის“ აღმასრულებელი დირექტორი.

6. სიუზან უოჯკიკი - „იუთუბის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.

7. ებიგაილ ჯონსონი - ამერიკელი ბიზნესლედი, საინვესტიციო კომპანიის დამაარსებელი.

8. კრისტინა ლეგარდი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი.

9. ანა პატრიცია ბოტინი - ესპანელი ბანკირი.

10. ჯინი რომეთი - IBM-ის გენერალური დირექტორი.

11. ინდრა ნუი - „პეპსის“ აღმსარულებელი დირექტორი.

12. მეგ უაიტმანი - Hewlett Packard Enterprise-ის აღმასრულებელი დირექტორი.

13. ანჯელა არენდსი - ამერიკელი ბიზნესვუმენი და „ეფლის“ გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი.

14. ლორენ პაუელი - ამერიკელი ბიზნესვუმენი, Emerson Collective-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

15. ცაი ინ-ვენი - ტაივანის პრეზიდენტი.

16. მიშელ ბეჩელეტი - ჩილეს პრეზიდენტი.

17. ფედერიკა მოგერინი - იტალიელი პოლიტიკოსი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.

18. საფრა ქეთსი - Oracle Corporation-ის აღმასრულებელი დირექტორი.

19. ივანკა ტრამპი - აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი.

20. ადენა ფრიდმენი - NASDAQ-ის აღმასრულებელი დირექტორი.

21. ოპრა უინფრი - ტელეწამყვანი.

22. მერილინ ჰიუსონი - Lockheed Martin-ის გენერალური დირექტორი.

23. იზაბელ კოჩერი - ფრანგი ბიზნესვუმენი, Engie-ს აღმსასრულებელი დირექტორი.

24. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.

25. რუთ პორატი - Alphabet Inc-ის მთავარი ფინანსური ოფიცერი.

26. დედოფალი ელიზაბეტ მეორე.

27. ანა ვინტური - ამერიკული „ვოგის“ მთავარი რედაქტორი.

28. ჰო ჩინგი - Temasek holding-ის აღმასრულებელი დირექტორი.

29. ემა ვოლმსი - ბრიტანელი ბიზნესმენი, GlaxoSmithKline-ის აღმასრულებელი დირექტორი.

30. შეიხ ჰასინა ვაჯედი - ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი.

31. ბეტა მარია სიდლო - პოლონეთის მესამე ქალი პრემიერ-მინისტრი.

32. ჩანდა კოჩარი - ICICI Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი.

33. აუნ სან სუ ჩი - დიპლომატი, ადამიანის უფლებათა დამცველი. ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

34. ლუსი პენგი - Ant Financial Service-ის ხელმძღვანელი.

35. პოლინა ჩუ - მილიონერი ჰონგ კონგიდან. ის არის Kingston Financial Group-ის ხელმძღვანელი.

36. შეიხა ლუბნა ალ ქასიმი - პირველი ქალი არაბთა გაერთიანებულ საემიროში, რომელმაც მინისტრის პოსტი დაიკავა.

37. ემი ჰუდი - Microsoft-ის ფინანსური დირექტორი.

38. ჯაკინდა არდერნი - ახალი ზელანდიის 37 წლის პრემიერ-მინისტრი. ის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქალი ლიდერია.

39. კოლინდა გრაბერ-კიტაროვიჩი - ხორვატიის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი.

40. ჩინ ჯიუ -Didi Chuxing-ის პრეზიდენტი.

41. ბონი ჰამერი - NBCUniversal Cable-ის დირექტორი.

42. ნიკოლა სტარჯონი - შოტლანდიელი გავლენიანი პოლიტიკოსი, შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერი.

43. ნიკი ჰალი - ინდური წარმოშობის ამერიკელი პოლიტიკოსი, სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი.

44. როსალინდ ბრიუერი - ამერიკელი ბიზნესვუმენი. „სტარბაქსის“ დირექტორი.

45. ჯინა რაინჰარტი - უმდიდრესი ავსტრალიელი, რომელიც Hancock Prospecting-ის დირექტორი გახლავთ.

46. ერნა სოლბერგი - ნორვეგიელი პოლიტიკოსი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი.

47. სტეისი სნაიდერი - 20th Century Fox-ის აღმსარულებელი დირექტორი.

48. ფებე ნოვაკოვიჩი - General Dynamics-ის აღმასრულებელი დირექტორი.

49. ელვირა ნაბიულინა - რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი. ის ასევე იყო ვლადიმერ პუტინის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში.

50. ბიონსე ნოულსი.

51. პენგ ლიუანი - ჩინელი ცნობილი საოპერო მომღერალი და მსახიობი. ის გახლავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინგის მეუღლე, ჩინეთის პირველი ლედი.

52. მარგარიტა სიმონიანი - რუსული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი.

53. მერი კალაჰან ერდოუსი - Morgan Asset Management-ის აღმასრულებელი დირექტორი.

54. ქუნფეი ჟოუ- ჩინელი მეწარმე, რომელმაც დაარსა სენსორული ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია.

55. Thi Phoung Thao Nguyen -ვიეტნამელი ბიზნესვუმენი, მომღერალი და კომპოზიტორი.

56. ლიზა დევისი - „სიმენსის“ აღმასრულებელი დირექტორი.

57. როშნი ნადარ მალჰოტრა - HCL Enterprise-ის აღმსარულებელი დირექტორი.

58. გიულერ საბანჯი - „საბანჯი ჰოლდინგის“ პირველი ქალი ხელმძღვანელი. ის უმსხვილესი სამრეწველო კონგლომერატია თურქეთში.

59. ლუბნა ოლაიანი - Olayan Financing-ის აღმასრულებელი დირექტორი.

60. დანა უოლდენი - Fox-ის სატელევიზიო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი.

61. კეტრინ ვინერი - „გარდიანის“ პირველი ქალი მთავარი რედაქტორი.

62. Feng Ying Wang–Great Wall Motor Company-ს აღმასრულებელი დირექტორი.

63. დონა ლენგლი - „იუნივერსალ ფიქჩერსის“ დირექტორი.

64. მარიან ლეიკი - აშშ-ის უმსხვილესი ბანკის ფინანსური დირექტორი.

65. ჰილარი კლინტონი.

66. მინჯუ დონგი - ჩინელი ბიზნესვუმენი, Gree Electric-ის ხელმძღვანელი.

67. მელანი კრეისი - „დოიჩე პოსტის“ ფინანსური დირექტორი.

68. დალია გრიბაუსკაიტე - ლიტვის პირველი ქალი პრეზიდენტი.

69. პრისცილა ჩანი - მას აქამდე იცნობდნენ როგორც მარკ ცუკერბერგის მეუღლეს, თუმცა პრისცილა გამოირჩევა საქველმოქმედო საქმიანობით, ის თანხებს დებს მეცნიერების განვითარებაში.

70. გვინ შოთუელი - SpaceX-ის პრეზიდენტი.

71. კირან მაზუმდარ-შაუ - ინდოელი მეწარმე, Bioncon-ის აღმასრულებელი დირექტორი.

72. ზანი მინტორ ბედოუსი - The Economist-ის მთავარი რედაქტორი.

73. Miuccia Prada – „პრადას“ აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი დიზაინერი.

74. იზაბელ დოს სანტოსი - აფრიკის უმდიდრესი ქალი, ბიზნესვუმენი ანგოლადან.

75. Solina Chau – Li Ka Shing Foundation-ის აღმსარულებელი დირექტორი.

76. ლამ უაი ინგი - Biel Crystal Manucatory-ის აღმასრულებელი დირექტორი.

77. კეტლინ ლენედი - ფილმების პროდიუსერი, ჰოლივუდში გამორჩეულად გავლენიანი ქალი.

78. კერსტი კელულაიდი - ესტონეთის პირველი ქალი პრეზიდენტი.

79. არიანა ჰაფინგტონი - The Huffington Post-ის თანადამფუძნებელი და გამოცემის მთავარი რედაქტორი, ბიზნესვუმენი.

80. ჯუდი ფოლკნერი- Epic Systems-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

81. ფაბიოლა ჯიანოტი - იტალიელი ფიზიკოსი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის პირველი ქალი გენერალური დირექტორი.

82. ლინ გუდი - Duke Energy-ს აღმასრულებელი დირექტორი.

83. გეიშა უილიამსი - Pacific Gas and Electric Company-ს პრეზიდენტი.

84. მერი მიკერი- უოლ სტრისი ფასიანი ქაღალდების ყოფილი ანალიტიკოსი. მისი ძირითადი საქმიანობა ახლა ახალი ტექნოლოგიებია.

85. ტეილორ სვიფტი.

86. პატრიცია ჰარისი - ის „ბლუმბერგის“ ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ.

87. დრიუ გიპლინ ფოსტი - ჰარვარდის უნივერსიტეტის პირველი ქალი პრეზიდენტი.

88. მწერალი ჯოან როულინგი.

89. ელიზა მენინგემ ბულერი - ბრიტანეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხემძღვანელი. ამჟამად ის ჩართულია ადამიანების სიცოცხლისთვის ყველაზე სახიფათო დაავადებების, მათ შორის, ებოლას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში.

90. რაა ესა ალ გურგი - ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი კონგლომერატის მმართველი. ჰოლდინგი აერთიანებს 27 კომპანიას. ის ასევე იცავს ქალების უფლებებს.

91. დებრა კაფარო - ამერიკელი ბიზნესვუმენი, რომელიც Ventas-ის აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ.

92. Shobhana Bhartia - ინდოეთის ყველაზე მსხვილი მედია კომპანიის დირექტორი.

93. ლი ბო ჯინი -„ სამსუნგის“ აღმასრულებელი დირექტორის ქალიშვილის, სამსუნგის აქციების მფლობელი და სასტუმროთა ქსელის აღმასრულებელი ხელძღვანელი.

94. ჯენი ლი - სინგაპურელი ბიზნესვუმენი.

95. კირსტენ გრინი.

96. ბელინდა ჯონსონი.

97. პრიანკა ჩოპრა - წარმატებული მსახიობი ბოლივუდიდან, რომელმაც თავის დამკვიდრება ჰოლივუდშიც შეძლო.

98. კეტრინ პეტრალია - გავლენიანი ფინანსისტი.

99. Anne Finucane - ფინანსური კრიზისის დროს მან მოახერხა ამერიკის ბანკის რეპუტაციის აღდგენა.

100. ბეტ ბროკ მარცინიაკი - Ernst&Young-ის დირექტორი.

თემები: ქალები, წარმატება, კარიერა, მილიონერი
<a href="https://www.forbes.com">https://www.forbes.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია