ჯანმრთელობა

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ მაღალი ემოციური ინტელექტი გაქვთ

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ მაღალი ემოციური ინტელექტი გაქვთ

ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ყველაზე ჭკვიანები არ არიან. წარმატების გასაღები მაღალ ემოციურ ინტელექტშია. საკუთარი და სხვისი ემოციების მიმართ ინტერესი, მათი შეცნობა და მართვის უნარი არის სწორედ მაღალი ემოციური ინტელექტი.

90-იანების ბოლოს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ საშუალო IQ-ს მქონე ადამიანები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე მაღალი IQ-თი დაჯილდოებული ადამიანები. კვლევების თანახმად, ამას სწორედ ემოციური ინტელექტის კოეფიციენტი (EQ) განაპირობებს. დღესაც კი საკმაოდ რთულია ემოციური ინტელექტის შეფასების ზუსტი კრიტერიუმების განსაზღვრა, თუმცა არის რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ თქვენ შესაძლოა მაღალი EQ გაქვთ.

1. თქვენ ემოციების მდიდარი ლექსიკონი გაქვთ

ყველა ადამიანი ბევრ სხვადასხვა ემოციას განიცდის, თუმცა მათთვის სწორი სახელების დარქმევა ბევრს არ შეუძლია. კვლევების თანახმად, ამ უნარს ადამიანების მხოლოდ 36% ფლობს. მაგალითად, თუკი ერთნი ამბობენ, „მე ვარ ცუდად“, მეორენი ცუდად ყოფნას კონკრეტულ სახელს არქმევენ, „გაღიზიანებული ვარ“, „გაბრაზებული ვარ“, „დაძბული ვარ“. მაღალი EQ-ს მქონე ადამიანები სწორედ მეორე კატეგორიაში არიან.

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ მაღალი ემოციური ინტელექტი გაქვთ

2. თქვენ გაინტერესებთ ადამიანები

არ აქვს მნიშვნელობა, ექსტრავერტი ხართ თუ ინტროვერტი, თუკი თქვენ ადამიანებით ინტერესდებით, ე.ი. მაღალი EQ გაქვთ. ეს არის ემპათია, თანაგანცდის უნარი. მისი წყალობით, ემოციურად განვითარებული ადამიანები გაცილებით კარგად ამყარებენ კონტაქტს გარე სამყაროსთან.

3. თქვენ ღია ხართ ცვლილებებისთვის

მაღალი EQ-ს მქონე ადამიანები ხშირად ცვლიან და ადაპტირდებიან გარემოსთან. ნაცვლად შიშისა, ისინი ელიან ცვლილებებს და წინასწარ გეგმავენ შემდგომ ნაბიჯებს.


4. თქვენ შეგიძლიათ უარის თქმა

მაღალი ემოციური ინტელექტი თავის თავში მოიაზრებს თვითკონტროლს. სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის უარის თქმა განვითარებული ემოციური გააზრებულობის ნიშანია. სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, თუკი პირდაპირ შეგიძლიათ უარის თქმა, თქვენ ხართ ადამიანი, ვინც პასუხისმგებლობებს ბოლომდე იაზრებს.

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ მაღალი ემოციური ინტელექტი გაქვთ

5. თქვენ შეგიძლიათ აჩუქოთ საჩუქარი, მოლოდინის გარეშე

მოულოდნელი საჩუქრები ძალიან სასიამოვნოა. თუკი თქვენ მეგობართან ერთად განიხილავდით ახალ ავტორს, რომლის წაკითხვაც მას ძალიან უნდა, ხოლო შემდეგ შეხვედრაზე თქვენ მას ეს წიგნი აჩუქეთ ყოველგვარი მოლოდინის გარეშე, ეს თქვენს მაღალ ემოციურ ინტელექტზე მეტყველებს.

6. თქვენ შეგიძლიათ არსებულით ტკბობა

ხშირად სასარგებლოა იმაზე ფიქრი, თუ რა გაქვთ ცხოვრების ამ ეტაპზე და რისთვის ხართ მადლიერი. ეს არამარტო სასიამოვნო, არამედ სასრგებლო პროცესია, რაც 23%-ით ამცირებს სისხლში სტრესის ჰორმონის დონეს. ასევე, ამ თვისებით ხასიათდებიან მაღალი EQ-ს მქონე ადამიანები.

7. თქვენ საკმარისად გძინავთ

ემოციური ინტელექტს ისე არაფერი ვნებს, როგორც უძილობა. ძილი არის ნეგატიური ემოციების განტვირთვის კარგი საშუალება. მაღალი EQ-ს მქონე ადამიანები ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ უძილობა იწვევს ინტელექტუალურ და ემოციურ სტრესს. ამიტომ, ისინი მუდმივად ზრუნავენ ძილის მოწესრიგებაზე.

8. თქვენ არავის აძლევთ უფლებას გაგიფუჭონ კარგი განწყობა

თუკი თქვენი კარგი ან ცუდი განწყობა დამოკიდებულია სხვა ადამიანებზე, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებას სხვები აკონტროლებენ. ემოციურად განვითარებული ადამიანი არ აქცევს ყურადღებას გარშემომყოფთა შეფასებებს. ბუნებრივია, გარე სამყაროს სრული იგნორირება შეუძლებელია, თუმცა რა რეაქცია გექნებათ გარე შეფასებებზე, ეს სრულიად თქვენზეა დამოკიდებული.


10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ მაღალი ემოციური ინტელექტი გაქვთ



9. თქვენ შეგიძლიათ გადართვა

ყოველდღიური რუტინიდან ყურადღების გადატან მაღალი ემოციური ინტელექტის მაჩვენებელია. ჩვენ მუდმივად რაიმე ქმედებით ვართ დაკავებული, რაც სისხლში სტრესის ჰორმონის დონეს ზრდის. აუცილებელია ეტაპობრივად ემოციური გადართვა, მობილურის გათიშვა, ნოუთბუქის ჩახურვა, გასეირნება და სხვა, რაც მოგცემთ შესაძლებლობას მართოთ თქვენი განწყობა.

10. თქვენ არ მიისწრაფვით სრულყოფილებისკენ

ემოციურად განვთარებულმა ადამიანებმა იციან, რომ სრულყოფილება არ არსებობს და არ ცდილობენ მის მიღწევას. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი „ბნელი მხარეები“ და თუკი კარგად შევისწავლით მას, მის კონტროლსაც შევძლებთ. ამ შემთხვევაში აუცილებელია ეტაპობრივი გაცნობიერება და განვითარება.

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ მაღალი ემოციური ინტელექტი გაქვთ

21-ე საუკუნეში, ბიზნეს ორგანიზაციები და დამსაქმებლები EQ-ს როლს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციებში ემოციური ინტელექტის სპეციალისტის, ანუ ლიცენზირებული ტრენერის მოწვევა უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ასეთი სპეციალისტები არიან ის ადამიანები, რომლებმაც სპეციალური სწავლება გაიარეს და საქმიანობის შესაბამის ლიცენზიას ფლობენ, რადგან ეს არ არის ტრადიციული ფსიქოლოგიის განხრა. ემოციური ინტელექტს განვითარება არის ცალკე დისციპლინა, რომელიც დეტალურ შესწვლას და სპეციალურ პრაქტიკას მოითხოვს.

ემოციური ინტელექტის დიაგნოსტიკისთვის არაერთი მეთოდი არსებობს. EQ-ს ამაღლება შესაძლებელია. ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის შემუშავებულია მეთოდები, ტრენინგ პროგრამები, პრაქტიკული სავარჯიშოები. მთავარია გვახსოვდეს, რომ სოციალური ქცევის კარგი უნარები პირადი წარმატებისთვის აუცილებელი ფაქტორია.

კვლევებმა აჩვენა, რომ სამსახურში ადამიანებს იღებენ ინტელექტისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ხოლო სამსახურეობრივ კიბეზე აღმასვლას კი სწორედ ემოციური ინტელექტის დონე განაპირობებს. ემოციურ გააზრებულობას დღევანდელ დღეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან მხოლოდ გააზრების შემდგომ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი მდგომარეობა და გადავიდეთ განვითარების ახალ საფეხურზე. ემოციების მართვისა და ტრანსფორმაციის უნარი კი ნებისმიერი ადამიანის ეფექტურობის ქვაკუთხედია როგორც ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებაში.


10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ მაღალი ემოციური ინტელექტი გაქვთ

რა არის ემოციური ინტელექტი, რა როლის აქვს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში და წარმატებაში, გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორ გვმართვას ჩვენ და როგორ ბლოკავს ემოციებს, როგორია ემოციების ენა და როგორც შევიცნოთ სხვა ადამიანების ემოციები, როგორ ვმართოთ კონფლიქტები და როგორ უზრუნველვყოთ ჰარმონიული ურთიერთობები ჩვენს ირგვლივ: ამ საკითხებზე „ქოუჩინგ ლაბში“ სპეციალური პროგრამა მომზადდა.

თუ თვლით, რომ ემოციური ინტელექტის განვითარება თქვენთვის მნიშვნელოვანია და გსურთ განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ასვლა, მაშინ ამ სახის ტრენინგ პროგრამები სწორედ თქვენთვისაა. ქოუჩნგ ლაბორატორიის ტრენინგი „ემოციური ინტელექტი ლიდერობაში“ სპეციალურად შემუშავდა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია, სურთ ჩაიხედონ საკუთარ თავში, გაიაზრონ თავისი ემოციური კომპეტენციები და გადავიდნენ განვითარების ახალ საფეხურზე, განამტკიცონ ლიდერის როლი და იყვნენ უფრო წარმატებულები.

ტრენინგს ლიცენზირებული სპეციალისტი, ეკატერინე ბაბუნაშვილი წარუძღვება.

მეტი ინფორმაცია ტრენინგის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: http://coachinglab.ge/emotional-intelligence/