1. მერილ სტრიპი და მემი გამერი - „საღამო“ (Evening), 2007
„საღამო“ - მელოდრამაა, რომელშიც ლილა უიტენბორნის როლი ერთმანეთში დედა-შვილმა - მერილ სტრიპმა და მემი გამერმა გაინაწილეს. მემი არა მხოლოდ გარეგნულად ჰგავს დედას, როგორც აღმოჩნდა, სამსახიობო ნიჭიც მიიღო მემკვიდრეობით.
2. ლორი მეტკალფი და ზოი პერი - „დიდი აფეთქების თეორია“ (The Big Bang Theory), 2007 „ახალგაზრდა შელდონი“ (Young Sheldon), 2017
ზოი პერიმ და ლორი მეტკალფმა მერი კუპერი, შელდონის დედა ითამაშეს სხვადასხვა ასაკში - „დიდი აფეთქების თეორიაში“ და სერიალის პრიკველში „ახალგაზრდა შელდონი“. ეს ერთ როლზე დედისა და ქალიშვილის პირველი ნამუშევარი არ არის: ზოიმ ახალგაზრდობაში ითამაშა თავის დედის გმირი სერიალში „როზანი“.
3. დეშა პოლანკო და დესანი კრისტალ გონსალესი - „ახლა სტაფილოსფერია ყველაზე მოდური“ (Orange Is the New Black), 2013
არ გაგიკვირდეთ მსახიობების საოცარი მსგავსების შესახებ, რომლებიც ასრულებენ დაინარა დიასის როლს სხვადასხვა ასაკში, სერიალში - ეს დედა და შვილია.
4. ქეით ბეკინსეილი და ლილი მო შინი - „სხვა სამყარო: ევოლუცია“ (Underworld: Evolution), 2006
ამ ფანტასტიკური ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ნორჩი სელინის როლი ქეით ბეკინსეილის ქალიშვილმა - ლილი მო შინმა ითამაშა. სხვათა შორის, სურათში დაკავებულია პატარას მამაც - მაიკლ შინი. მან მაქციების კლანის წინამძღოლის როლი შეასრულა.
5. რობერტ დაუნი-უმცროსი და ინდიო ფალკონერ დაუნი - „გაფრენილი კოცნა“ (Kiss Kiss Bang Bang), 2005
2005 წლის ამ შავ კომედიაში რობერტ დაუნი-უმცროსის შვილმა ინდიო ფალკონერ დაუნმა, ნორჩი თაღლითი გარი ლოკხარტი ითამაშა.
6. სიუზან სარანდონი და ევა ამური - „ეს ჩემი ბიჭია“ (That’s My Boy), 2012
სიუზან სარანდონის ქალიშვილი ევა ამურმა არაერთხელ გაახალგაზრდავა თავისი დედის გმირები. კრიმინალურ დრამაში „მიცვალებული მოდის“ ჰელენის ახალგაზრდა დის როლი ითამაშა. ფილმში - „ეს ჩემი ბიჭია“ ახალგაზრდა მერი მაკგერიკლი.
7. ტილ შვაიგერი და ემა შვაიგერი - „თაფლი ჩემს თავში“ (Honig Im Kopf), 2014
ამ ტრაგიკომედიაში მამისა და ქალიშვილის როლებს მამა-შვილი - ტილ შვაიგერი და ემა შვაიგერი თამაშობენ. სხვათაშორის, ფილმში „თავზეხელაღებული ნიკი“ შვაიგერის მეორე ქალიშვილი - ლუნა მონაწილეობდა. მან მთავარი გმირის ქალიშვილი ითამაშა.
8. უილ სმიტი და ჯეიდენ სმიტი - „დედამიწის შემდეგ“ (After Earth), 2013
უილ სმიტმა და ჯეიდენ სმიტმა მამა-შვილის როლი ფანტასტიკურ ფილმ-კატასტროფაში „დედამიწის შემდეგ“ ითამაშეს. ეს ის შემთხვევაა, როცა ვაჟიშვილის როლზე უფრო წარმატებულ მსახიობს ვერ შეარჩევდნენ: გარეგნული მონაცემებიც, ჟესტებიც...
9. ჯერი სტილერი და ბენ სტილერი - „ჩემი კოშმარების გოგონა“ (The Heartbreak Kid), 2007
სტილერების ოჯახში სამსახიობო ნიჭი თაობიდან-თაობას გადაიცემა. მართალია, ბენ სტილერის მამას ჯერის, უკვე არც ისე ხშირად იღებენ, სამაგიეროდ ვაჟიშვილს ყოველთვის შეუძლია იმედი ჰქონდეს მშობლის არსებობაზე ფილმში. „ჩემი კოშმარების გოგონაში“ ბენმა და ჯერიმ მამა და შვილი ითამაშეს.
10. დემი მური და რუმერ უილისი - „სტრიპტიზი“ (Striptease), 1996
დემი მურისა და ბრიუს უილისის ქალიშვილებმა უკვე დიდიხანია თავი კინოს სამყაროში დაიმკვიდრეს. „სტრიპტიზი“ მეორე ფილმი გახდა, რომელშიც უფროსი ქალიშვილი რუმერ უილისი გადაიღეს. მან მთავარი გმირის, მოცეკვავე ერინ გრანის ქალიშვილი ითამაშა.
11. გალინა ლოგინოვა და მილა იოვოვიჩი - „იღბლიანი ოინები“, 2011
„იღბლიანი ოინები“ - დედა-შვილის ვარსკვლავური წყვილის კიდევ ერთი მაგალითია. მილა იოვოვიჩის მთავარი გმირის დედის როლი გალინა ლოგინოვამ, მილას დედამ ითამაშა.
12. კერკ დუგლასი, მაიკლ დუგლასი, კემერონ დუგლასი - „ოჯახური ღირებულებები“ (It Runs in the Family), 2003
„ოჯახურ ღირებულებებში“ ცნობილი მსახიობების ოჯახი თითქმის სრული შემადგენლობით შეიკრიბა: მაიკლი და კემერონი მიტჩელ გრომბერგის (კირკ დუგლასი) ვაჟიშვილსა და შვილიშვილს თამაშობენ. ფილმში შეიძლება შევამჩნიოთ უფროსი დუგლასის ცოლი დიანაც, ეველინ გრომბერგის როლში.
თემები: დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ფილმები, ჰოლივუდი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>