LIFE

წარმატებული ქალის ცხოვრების 10 წესი

წარმატებული ქალის ცხოვრების 10 წესი

ასეთი ქალები არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები, წარმატებულები, ბედნიერები - რომელ პრინციპებზე ყალიბდება მათი ცხოვრება?

1. ის ყველაზე ადრეული ასაკიდან მიეჩვია ჰქონდეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი

მაშინაც კი, რომ ჰყოლოდა შესანიშნავი მშობლები, სრულიად ბედნიერი ბავშვობა, მაინც არ თვლის, რომ ვიღაც რაღაცით ვალდებულია მის წინაშე ან რომ ეს კეთილდღეობა სამუდამოდ აქვს გარანტირებული. ის დებს ფსონს მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებსა და უნარზე.

2. მას ყველაფერი შეუძლია

მას არ სჭირდება სხვა ადამიანები საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად, კერძოდ, მამაკაცები. ის საკუთარ პრობლემებს თავად წყვეტს და ბედნიერს თავად ხდის საკუთარ თავს.

წარმატებული ქალის ცხოვრების 10 წესი

3. ის დამოუკიდებელია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით

და პირველ რიგში ფინანსურად. ასეთ გოგონებს 25 წლის ასაკში უკვე რეალური კარიერული გეგმა გააჩნიათ, ვიღაცას უკვე საკმარისი გამოცდილება აქვს და რამდენიმე ნაბიჯი კარიერულ კიბეზე. ეს შეიძლება იყოს რაღაც სამეცნიერო აღმოჩენა, წიგნის დაწერა, რაიმე სასარგებლო პროგრამის შექმნა.

4. ის არ ითხოვს დახმარებას

მას შეუძლია იხოვოს კიდევაც, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველაფერი სცადა. როცა გააანალიზა სიტუაცია, ჰქონდა რამდენიმე მცდელობა თავად გაეკეთებინა, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ პირადი პოტენციალი არ ყოფნის, აი მაშინ წავა და მოძებნის იმას, ვისაც შეუძლია დაეხმაროს. მომავალი წარუმატებელი ქალები სხვანაირად იქცევიან: პირველივე სირთულის დროს ისინი ნებდებიან და სთხოვენ, რომ ვინმემ სხვამ აიღოს საკუთარ თავზე მათი პრობლემა.

წარმატებული ქალის ცხოვრების 10 წესი

5. ის არ მიდის კომპრომისებზე

ისინი უკუაგდებენ ყველაფერს, რაც არ ჯდება მათ სურათში სახელწოდებით „როგორც მე მინდა“. საბოლოოდ ირჩევენ იმ პროფესიას, იმ ქმარს და იმ ცხოვრების წესს, რომელიც უნდოდათ. უკომპრომისობა სამსახურსაც ეხება. ასეთი ქალები არ იმუშავებენ დამამცირებლად დაბალ ხელფასზე, არ აიტანენ უფროსის უხეშობას. ისინი აღნიშნავენ საკუთარ პოზიციას, და თუ არაფერი არ შეიცვლება, წავლენ სხვა სამსახურში.

6. ის არასოდეს არავის ადარებს საკუთარ თავს

ის არ ეჯიბრება არც მეგობრებს, არც კოლეგებს საკუთარი მიღწევებით, მატერიალური მდგომარეობით ან სტატუსით. მას კარგად ესმის, რომ ყოველთვის მოიძებნება ვინმე უფრო ახალგაზრდა, ლამაზი, მდიდარი და წარმატებული. ის ედრება მხოლოდ გუშინდელ ან შარშანდელ საკუთარ თავს და განსაკუთრებულად აფასებს საკუთარ მიღწევებს ამ პერიოდში.

წარმატებული ქალის ცხოვრების 10 წესი

7. ის კმაყოფილია საკუთარი გარეგნობით

მას არ სურს ცხვირის გადაკეთება, ტუჩების ან მკერდის გადიდება, ის არ ზის მუდმვად დიეტაზე. ის უვლის თავს, მისთვის სულერთი არ არის როგორ გამოიყურება. უბრალოდ ის ზრუნავს იმ გარეგნობაზე, რომელიც უკვე აქვს, და არ ცდილობს შექმნას ის, რომელიც მას არა აქვს.

8. ის არ მიისწრაფის დაოჯახებისკენ

მას შეიძლება მილიონი საყვარელი ჰყავდეს, მაგრამ ოჯახის შექმნას მათთან არ მოისურვებს. ინფანტილური და სუსტი მამაკაცი მას არ დააინტერესებს, ჭკვიანი, ამბიციური მეოჯახე მამაკაცები კი დიდი იშვიათობაა. საბედნიეროდ, ეს მაინცდამაინც არ აწუხებს შემდგარ ქალს, იმიტომ რომ - ნახეთ პუნქტი ორი - ის არ უკავშირებს საკუთარ ბედნიერებას სხვა ადამიანებზე დამოკიდებულებას.

წარმატებული ქალის ცხოვრების 10 წესი

9. ის არ დაუშვებს თანასწორუფლებიანობის დარღვევას

პოზიცია „მამაკაცი-მოწყალე“ მისთვის სრულიად წარმოუდგენელია. მასთან ურთიერთობა შეიძლება მხოლოდ როგორც თანასწორთან, ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა, ვინ უფრო მდიდარია, ავტორიტეტური ან რანგით უფრო მაღლა დგას.

10. ის არასოდეს დაანებებს თავს მუშაობას

თუნდაც ანგარიშზე მილიარდები ჰქონდეს, მისთვის ფულში საქმე სულაც არ არის. ის საკუთარი თავის რეალიზაციას ახდენს, ის გატაცებულია საკუთარი საქმით, და მას თავშიც არ მოუვა მიაგდოს ეს ყველაფერი, იმისათვის რომ სახლში დაჯდეს. ის იმიტომ დადის სამსახურში, რომ აკეთოს ის, რაც მოსწონს.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>