ფსიქოლოგიური ტესტი: რა დაინახეთ ფოტოზე პირველად? - გაიგეთ, რისი გეშინიათ ქვეცნობიერად ყველაზე მეტად
- 04.11.2017
ყველას გვაქვს შიშები. მათ შორის, ისეთი შიშებიც, რომელთა შესახებაც არ ვიცით, რეალურად კი, ქვეცნობიერად ყველაზე მეტად გვაშინებს.
გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც თქვენს ყველაზე დიდ შიშებს ფარდას ახდის.
შეხედეთ ფოტოს და ყოველგვარი დაფიქრების გარეშე თქვით, რა დაინახეთ მასზე პირველად. ახლა კი მოძებნეთ შესაბამისი პასუხი და გაიგეთ, თუ რა გაშინებთ ქვეცნობიერად ყველაზე მეტად:
1. პატარა გოგონა - თუ პირველად ფოტოზე პატარა გოგონა შენიშნეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენი შიში ბავშვობიდან იღებს სათავეს. შესაძლოა, ეს უკავშირდება ბავშვობაში მშობლებთან ურთიერთობას. დიდი ალბათობით, წარმოუდგენლად გეშინიათ გადაწყვეტილებების მიღების, ან პასუხისმგებლობის აღების, საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმის. არ ხართ თავდაჯერებული და თქვენი ასეთი ხასიათი სწორედ ბავშვობიდან იღებს სათავეს.
საქმე ისაა, რომ ამ შიშს არ აღიარებთ და დახშული გაქვთ, თუმცა ქვეცნობიერად ეს თქვენი ყველაზე დიდი შიშია. უმჯობესია, თუ აღიარებთ შიშებს, ფარდას ახდით და თვალს გაუსწორებთ. შედეგად შეძლებთ შიშების დამარცხებას და სრულფასოვან ცხოვრებას.
2. პეპელა - ფსიქოლოგიურად პეპელა სინათლესთან, სიმსუბუქესთან, იმედთან და ზოგადად, პოზიტივთან ასოცირდება, მაგრამ შენთხვევაში პეპელა შეიძლება დავუკავშიროთ ახლის დაწყების, ასევე სიკვდილის შიშს.
თუ პირველად ფოტოზე პეპელა შენიშნეთ, თქვენ გეშინიათ გამოწვევების, სიახლეების, ასევე გეშინიათ ადამიანების დაკარგვის, რის გამოც ცდილობთ, ახლო ურთიერთობა არავისთან გქონდეთ.
3. მარწყვი - მოცემულ ფოტოზე მარწყვს გულის ფორმა აქვს, ამასთანავე ის ფოტოს შუა ნაწილშია განთავსებული. თუ პირველად ფოტოზე მარწყვი დაინახეთ, გჭირდებათ, რომ გულში ჩაიხედოთ და შინაგან ხმას მოუსმინოთ. გჭირდებათ თვალი გაუსწოროთ იმ შიშებსა და გრძნობებს, რომლებიც სიყვარულს უკავშირდება. სწორედ ურთიერთობებისა და სიყვარულის გეშინიათ ქვეცნობიერად ყველაზე მეტად.
შესაძლოა, ეს ბავშვობას უკავშირდებოდეს და დაკავშირებული იყოს იმასთან, თუ როგორ გამოხატავდნენ თქვენ მიმართ მშობლები სიყვარულს, ასევე სიყვარულს ერთმანეთის მიმართ. ამასთანავე, თქვენი შიშები შეიძლება წარუმატებელ სასიყვარულო ურთიერთობასთან იყოს კავშირში.
არ აქვს მნიშვნელობა რას უკავშირდება, უნდა შეძლოთ მათთვის თვალის გასწორება და დამარცხება, თუ გსურთ, რომ სამომავლოდ მყარი სასიყვარულო ურთიერთობა გქონდეთ.
4. ობობა - ქვეცნობიერად დაუცველობის გეშინიათ. გაქვთ შიში, რომ რაღაც დაავადება დაგამარცხებთ. გეშინიათ იმ ადგილას ყოფნის, სადაც ახლა იმყოფებით. შიშობთ, რომ რაღაც უბედურება შეგემთხვევათ. სჯობს თქვენი შიში აღიაროთ და გარემო შეიცვალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარუმატებლები იქნებით.
5. ხეები - თუ პირველად ხეები დაინახეთ, გაორების შიში გაქვთ და უკავშირდება სტრესულ სიტუაციას, როცა რთული გადაწყვეტილება გქონდათ მისაღები, როცა იდექით არჩევანის წინაშე, როცა ორი განსხვავებული გზა გქონდათ, საიდანაც ერთი უნდა აგერჩიათ.
საუკეთესო მეთოდი იმისა, რომ ეს შიში დაამარცხოთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მისი აღიარებაა, ხოლო შემდეგ აუცილებლად უნდა მიენდოთ გადაწყვეტილების მიღების დროს ინტუიციას, შინაგან ხმას.
6. პატარა დათუნიები - თუ ფოტოზე პირველად პატარა დათვები დაინახეთ, თქვენ გეშინიათ მომავლის, იმის რომ ვერასოდეს იპოვით ბედნიერებას, ვერ მოიპოვებთ სიმშვიდეს და კომფორტს. აუცილებლად უნდა აღიაროთ ეს შიში იმისთვის, რომ წარმატებული მომავალი გქონდეთ და სასურველი მიიღოთ.
თემები: ტესტი, ურთიერთობა, პრობლემები, რჩევები
<a href="http://ewao.com">http://ewao.com</a>