LIFE

ადამიანებს ძაღლები ადამიანებზე უფრო მეტად უყვართ - ახალი კვლევის შედეგი

ადამიანებს ძაღლები ადამიანებზე უფრო მეტად უყვართ - ახალი კვლევის შედეგი

ძაღლის ზოგიერთ მფლობელს თავისი ოთხფეხა მეგობარი იმდენად უყვარს, რომ მასზე პატარა ბავშვივით ზრუნავს და ზოგჯერ იმასაც კი ამბობენ, რომ ძაღლი მათ ზოგიერთ მეგობარს და ოჯახის წევრს ურჩევნიათ.

ახალი კვლევის მიხედვით, ყოველივეს თავისი მიზეზი და მეცნიერული ახსნა აქვს.

ჟურნალში, Society and Animals გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ადამიანები უფრო ემპათიურები არიან ძაღლების მიმართ, ვიდრე ადამიანების მიმართ.

ადამიანებს ძაღლები ადამიანებზე უფრო მეტად უყვართ - ახალი კვლევის შედეგი

მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც, 240 სტუდენტს აჩვენეს გაზეთი, სადაც დაბეჭდილი იყო ყალბი ინფორმაციები ძაღლებზე და ადამიანებზე თავდასხმის შესახებ. თავდასხმის ობიექტები იყვნენ 1 წლის ბავშვი, 30 წლის ზდასრული ადამიანი, ლეკვი და 6 წლის ძაღლი.

მას შემდეგ, რაც ექსპერიმენტში ჩართულმა ადამიანებმა ყალბი ნიუსები წაიკითხეს, მკვლევარებმა მათ შეავსებინეს კითხვარი იმის დასადგენად, თუ რის და ვის მიმართ აღივსნენ ისინი უფრო მეტი სიბრალულითა და თანაგრძნობით - ძაღლის, თუ ადამიანის.

კვლევამ აჩვენა, რომ მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობას ადამიანები გამოხატავენ უფრო მეტად მათი ასაკის, ვიდრე სახეობის მიხედვით. თანაგრძნობის ხარისხი ლეკვის, 1 წლის ბავშვისა და ძაღლის ძაღლის მიმართ იყო თითქმის ერთნაირი, ხოლო ზრდასრული ადამიანის მიმართ თანაგრძნობის მაჩვენებელი არც ისე მაღალი იყო.

ადამიანებს ძაღლები ადამიანებზე უფრო მეტად უყვართ - ახალი კვლევის შედეგი

„ადამიანები ძაღლებს არ განიხილავენ ცხოველებად, მათ ისე უყურებენ, როგორც ბავშვებს, ადამიანებს, ოჯახის წევრებს“, - ნათქვამია კვლევის დასკვნაში.

რატომ უყვართ ძაღლების მფლობელებს თავიანთი ოთხფეხა მეგობრები ასე ძალიან? - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთი კვლევის შედეგი გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ძაღლები ავლენენ უფრო მეტ მადლიერებას, როცა ადამიანი მასზე ზრუნავს და მას ყურადღებას აქცევს. ყოველივეს კი სახის მოძრაობებით გამოხატავენ.

მკვლევარებმა გამოიყენეს ვიდეო კამერა ძაღლების სახის მოძრაობების აღსაბეჭდად და აღმოჩნდა, რომ სახის მოძრაობით ძაღლი უფრო მეტად გამოხატავს მადლიერებას მზრუნველისადმი, ვიდრე ადამიანი. მკვლევართა დასკვნით, ძაღლებს მსგავსი მოძრაობები სახეზე არ აღებეჭდებათ სხვა ძაღლებთან ურთიერთობისას და ამას მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთობისას ავლენენ.



<a href="http://www.businessinsider.com">http://www.businessinsider.com</a>