როდესაც ბოჰემურ ცხოვრებაზე ვსუაბრობთ, შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს რომის იმპერია. რამდენიმე წლის წინ მადონამ ერთ-ერთ კონცერტზე განაცხადა: რომში რომ ჩავდივარ, თავს იმის უფლებას ვაძლევს, რაც სხვაგან ყველგან დაუშვებელიაო. რომის იმპერიის არსებობიდან დიდი დრო გავიდა, თუმცა Bvlgari-ს სამშობლოს დღემდე შემორჩა მოდისა და თავაშვებული გართობისადმი უდიდესი სიყვარული. რამდენიმე დღის წინ პარფიუმერულმა მაღაზიათა ქსელმა „ისი პარიმ“ Bvlgari-ს ხაზ Goldea-ს რიგით მესამე სუნამო — The Roman Night-ი („რომაული ღამე“) წარუდგინა.
Goldea ოქროს ქალღმერთს ნიშნავს. The Roman Night-ის ახალი სუნამოს კონცეფცია გლამურული, მისტიკური და დამატყვევებელი ქალია: სარეკლამო რგოლში ამ როლის შესრულება ბრენდმა ბელა ჰადიდს მიანდო. ჰადიდის პერსონაჟი ერთი შეხედვით ტრადიციული იტალიური ოჯახის მოკრძალებული ქალიშვილია, რომელსაც Bvlgari-ს არომატი იდუმალ სურვილებს აღუძრავს და ახალი მწვერვალების დაპყრობისკენ უბიძგებს. „The Roman Night-ი ადამიანებში იმ რომანტიკულ განწყობებს აღძრავს, რომაული ღამეების ვარსკვლავიან ცას რომ სჩვევია. ის მისტიკური ქალების უნიკალური დამატყვევებელი იარაღია,“ — ნათქვამია ბრენდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
The Roman Night-ის არომატი შიპრის ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ციტრუსოვანი, ყვავილების და ხავსის ნოტები ახასიათებს. არომატის შემქმნელი, პარფიუმერი ალბერტო მორილასი აცხადებს: „ეს საოცრად ქალური არომატია. მისტიკური სუნისთვის შავი მუშკის აქცენტები გამოვიყენე, კონცეპტუალური ნოტებისთვის კი — ხის ექსტრაქტები. მგრძნობიარე ხასიათს ყვავილოვანი არომატი უსვამს ხაზს. საბოლოო ჯამში, The Roman Night-ის სურნელი ისეთივე ამოუცნობია, როგორც შუაღამის რომის წვეულებები. თუმცა მას ნათელი ნოტებიც შევუხამე ჩინური იასამანის გამოყენებით, შუა ნოტი კი ვეტივერი და პაჩულია.
Bvlgari-ს პირველი მაღაზია სწორედ რომში, 1905 წელს, ვია კონდოტიზე გაიხსნა. მას შემდეგ, ბრენდის სამკაულებმა უდიდესი პატივისცემა მოიხვეჭა, მისი უნიკალური სამკაულები კი არაერთ ვარსკვლავს მიეძღვნა, მათ შორის — მერლინ მონროს, ლორენ ბაკალს, სოფია ლორენს, შერონ სტოუნს, შარლიზ ტერონს და ანჟელინა ჯოლის. ოდრი ჰეპბერნი ხშირად იძენდა Bvlgari-ს საღამოს ჩანთებს, სიგარეტის ყუთებს და მცირე ზომის აქსესუარებს; მისი სამკაულებით იწონებდა ასევე თავს ჯინა ლოლობრიჯიტა ფრენკ სინატრასთან ცეკვისას ფილმში Never So Few. თუმცა, ყველაზე ცნობილი ზურმუხტის და ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ნიშნობის ბეჭედი გახდა, რომელიც რიჩარდ ბარტონმა ელიზაბეტ ტეილორს აჩუქა.
უმაღლესი ოსტატობით დამზადებული სამკაულების მემკვიდრეობა 1992 წელს სუნამოების წარმოებამ გაამდიდრა: ბრენდმა მსოფლიოს სადებიუტო არომატი — Bulgari Eau Parfumée au Thé Vert-ი წარუდგინა. ალბერტო მორილასის Goldea-ს ხაზის შთაგონება კი მისტიკური დედოფალი კლეოპატრაა — ძალაუფლების, სილამაზის და ბოჰემური ცხოვრების მოყვარული: „მინდოდა, იუველირების მსგავსად, ოქროს სამაკულებივით არომატი გამომეძერწა, ღრმა, მგრძნობიარე სუნამო, რომელიც ქალის კანს გააბრწყინებდა,“— განაცხადა ალბერტო მორილასმა.
თემები: Ici Paris, Ici Paris Tbilisi, ისი-პარი, ისი-პარის ახალი არომატი, Bvlgari, Gold The Roman Night, Bella Hadid