LIFE

11 ფრაზა, რომელთა მოსმენაც მამაკაცებს ქალებისგან სურთ

11 ფრაზა, რომელთა მოსმენაც მამაკაცებს ქალებისგან სურთ

1. მე მესმის შენი

მამაკაცებს ყოველთვის სურთ გრძნობდნენ თავს გამარჯვებულებად. როცა გარემოება ხელს არ უწყობთ და წარმატებას ვერ აღწევენ, ამ დროს ყველაზე ძალიან რისი მოსმენაც არ უნდათ, არის რჩევები, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ყველაზე მეტად, რაც მათ სჭირდებათ მხარში დგომა, ღიმილი, ჩახუტება და სიტყვებია: „მესმის, როგორ გიმძიმს ახლა. თუ მოგინდება დალაპარაკება, მე აქ ვარ“.

11 ფრაზა, რომელთა მოსმენაც მამაკაცებს ქალებისგან სურთ

2. მე ვაფასებ ყველაფერს, რაც გააკეთე

ჯანსაღი ურთიერთობების დროს ორივე პარტნიორს სურს მხარში ამოუდგეს ერთმანეთს. მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია იგრძნოს, რომ მისი ზრუნვა და ყურადღება სჭირდებათ. ეს მატებს რწმენას, რომ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახლობელი ადამიანის ცხოვრებაში.

3. დარჩი შენს თავთან მარტო იმდენ ხანს, რამდენიც გჭირდება

იმისათვის რომ გაერკვიოს პრობლემებში, მამაკაცს მარტო ყოფნა სჭირდება. მისთვის მნიშვნელოვანია გაანალიზოს სიტუაცია და ემოციურად გადახარშოს ის, და ეს არ არის დამოკიდებული მის ურთიერთობაზე თქვენთან მიმართებაში.

11 ფრაზა, რომელთა მოსმენაც მამაკაცებს ქალებისგან სურთ

4. მე არ ვიყავი მართალი, თუ შეიძლება, მაპატიე

კამათის დროს ჩვენ შეიძლება ვაწყენინოთ ერთმანეთს. სალანძღავი სიტყვები მამაკაცებს ძალიან დიდ ტრამვას აყენებს. აუცილებლად მოუხადეთ შემდეგ ბოდიში, აუცილებელია, დაინახოს რომ ნანობთ შეურაცხყოფას.

5. შენ ეს შესანიშნავად გააკეთე

დიახ, მამაკაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შექება და მისით აღფრთოვანება. საყვარელი ადამიანის მიერ გამარჯვებების აღიარება ფრთებს შეასხამს და სტიმულს შემატებს მას. ეს არამხოლოდ მიღწევებს ეხება, არამედ ყოფით წვრილმანებსაც.

6. ძალიან ვნებიანი ხარ

უთხარით მას, რომ სექსუალურია და მასთან კარგად გრძნობთ თავს. ამით თქვენ მოიპოვებთ პარტნიორს, რომელთანაც მართლა კარგად იგრძნობთ თავს ინტიმურ ურთიერთობებში.

7. თუ გინდა მეგობრებთან გაატარე დღე

ის ამისთვის მადლობელი დაგრჩებათ, განსაკუთრებულად მაშინ თუ დაძაბული პერიოდი აქვს, რომელიც უკიდურეს კონცენტრაციას ითხოვს. მისთვის მთავარია გაიგოს, რომ თქვენ მას მხარს უჭერთ და გესმით მისი. არ აიძულებთ თავი დანაშავედ იგრძნოს იმის გამო, რომ თქვენთან არ ატარებს ამ დროს.

8. მადლობა

ძალიან მნიშვნელოვანია ეს მარტივი სიტყვა რაც შეიძლება ხშირად გაიგო ახლობელი ადამიანისგან. ეს ნიშნავს: თქვენ ამჩნევთ და აფასებთ ყველაფერს, რასაც ის თქვენთვის აკეთებს.

11 ფრაზა, რომელთა მოსმენაც მამაკაცებს ქალებისგან სურთ

9. მომიყევი ამის შესახებ

ბევრი მამაკაცი ცხოვრობს დიდი გეგმებით და უყვარს მომავალზე ზრუნვა. ეს შეიძლება იყოს სურვილი დაიწყოს საკუთარი საქმე ან გაიღრმავოს ცოდნა. როცა დაინტერესებით უსმენთ მას, თქვენ აგრძნობინებთ, რომ სერიოზულად აღიქვამთ მის განზრახვას და გჯერათ მისი.

10. მე შენ მჭირდები

ამ ფრაზისგან მამაკაცები ანათებენ. ის, რომ თქვენ მას საიმედო პარტნიორად აღიქვამთ, მნიშვნელოვანია მისი თვითშეფასებისთვისა და საკუთარი თავის რწმენისთვის.

11. მე მჯერა შენი

თქვენ ანიჭებთ მას რწმენას, რომ ეჭვი არ გეპარებათ - მას ეყოფა შემართება მიაღწიოს ყველაფერს, რაც მიზნად დაისახა. თქვენ გჯერათ მისი უნარის. ამ სიტყვების დახმარებით ყველაზე ახლობელი ადამიანისგან, სწორედ ასე მოხდება კიდეც.



<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>