სტილი

ანანასის საახალწლო ხე ტრადიციული ნაძვის ხის ნაცვლად - ახალი წლის ტენდენცია

ანანასის საახალწლო ხე ტრადიციული ნაძვის ხის ნაცვლად - ახალი წლის ტენდენცია

ახალი წელი თანდათან ახლოვდება. ადამიანების ნაწილს მოსწონს, როცა მას ორიგინალურად ხვდება. წელს, როგორც ჩანს, „ტროპიკული“ ახალი წელი იქნება ყველაზე მოდური. თუ „პინტერესტს“ გადახედავთ, საოცარი პოპულარობით სარგებლობენ ანანასით შექმნილი ორიგინალური საახალწლო ხეები.

ანანასის საახალწლო ხე ტრადიციული ნაძვის ხის ნაცვლად - ახალი წლის ტენდენცია

ის ორიგინალურობასთან ერთად, ნამდვილად ძალიან ლამაზია. შესაძლებლობა გაქვთ, ჩართოთ ფანტაზია და თქვენი იდეების შესაბამისად მორთოთ და უნიკალური საახალწლო ხე შექმნათ, რომლის მსგავსიც არავის ექნება.

BO-2 Instagram Post

შეგიძლიათ ის მორთოთ ნაძვის ხის სათამაშოებით, არ დაგავიწყდეთ ნათურები. ამასთანავე, თუ ფანტაზიას გამოიყენებთ საკუთარ აქსესუარებსაც მშვენივრად მოარგებთ ანანასს. მაგალითად, სათვალეს.

თუ არ გსურთ უარი თქვათ ტრადიციულ ნაძვის ხეზე და საახალწლოდ მორთული ანანასიც მოგწონთ, შეგიძლიათ, თქვენი ნაძვის ხე ყვითელი სათამაშოებით გააფორმოთ ისე, რომ ანანასსს დაემსგავსოს. ასევე, შეგიძლიათ ნაძვის ხე ანანასის ფორმის სათამაშოებით გააფორმოთ.

ანანასის საახალწლო ხე ტრადიციული ნაძვის ხის ნაცვლად - ახალი წლის ტენდენცია
BO-4 Instagram Post

დეკორაციული ანანასის შექმნა ძალიან მარტივად შეიძლება. ამისთვის დაგჭირდებათ შაპნურის ბოთლი, ნაძვის ხის ყვითელი სათამაშოები, ფოთლები და წებო. მეტი თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ფოტოს:

ანანასის საახალწლო ხე ტრადიციული ნაძვის ხის ნაცვლად - ახალი წლის ტენდენცია
ანანასის საახალწლო ხე ტრადიციული ნაძვის ხის ნაცვლად - ახალი წლის ტენდენცია



<a href="http://www.delish.com">http://www.delish.com</a>