ჯანმრთელობა

როგორ მკურნალობენ სურდოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

როგორ მკურნალობენ სურდოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

1. ცეცხლოვანი სიდრი (ამერიკა)

გაციების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც თავის რეცეპტში შეიცავს ხახვს, ნიორს, ჯინჯერს, კაიენის წიწაკას, პირშუშხას, ლიმონს, თაფლს და სხვადასხვა სანელებლებს. ნარევს აყენებენ 2 კვირის განმავლობაში. ძალიან ცხარეა და ამიტომ გამოიყენება გონივრულ საზღვრებში.

როგორ მკურნალობენ სურდოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

2. ქათმის ბულიონი (ისრაელი)

გაციების პირველივე ნიშნების დროს ქათმის ბულიონს იყენებს დედამიწის ნახევარი. მაგრამ მხოლოდ ისრაელში მიანიჭეს სქელ და მსუყე ქათმის ბულიონს ასეთი ხმამაღალი და საპატიო წოდება - „ებრაული პენიცილინი“.

როგორ მკურნალობენ სურდოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

3. ნიორის ჩაი (ესპანეთი)

ცოტათი „სევდიანი“ რომ არ იყოს, ნიორის ჩაის ამატებენ ლიმონს და თაფლს. კომბინაციას ეწოდება „ესპანური მკურნალობა“ და უტყუარად მუშაობს. მას, სხვათა შორის, ასევე გასახდომად იყენებენ.

როგორ მკურნალობენ სურდოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

4. ცხელი რომი (დასავლეთი ევროპა)

დასავლეთ ევროპაში უამრავი რეცეპტია ცხელი და მაგარი ალკოჰოლური სასმელებით. ცუდ ამინდში და გაციების პირველივე ნიშნების დროს ცხელი რომი სანელებლებით თამაშობს მნიშვნელოვან პროფილაქტიკურ როლს. მთავარია - ბოროტად არ გამოიყენოთ.

როგორ მკურნალობენ სურდოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

5. ალკოჰოლური წინდა (ფინეთი)

თითქოს ყველამ ვიცით ალკოჰოლით მკურნალობის შესახებ: დალიო, გაიკეთო კომპრესი, დაიზილო სხეული. ამას დაუმატეთ რეცეპტი ფინეთიდან. ბამბის წინდა დაასველეთ არაყში, ჩაიცვით, ზემოდან ამოიცვით შალის წინდები - და დაიძინეთ. დილით გაციების კვალიც აღარ იქნება!

როგორ მკურნალობენ სურდოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

6. კურკუმა სხვადასხვა ვარიაციებში (ინდოეთი)

კურკუმას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები. მას ურევენ ჩაიში ან ყავაში, ამატებენ კერძებში, იკეთებენ ინჰალაციებს ან უბრალოდ შეისუნთქავენ დამწვარი კურკუმის ბოლს.

როგორ მკურნალობენ სურდოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

7. შოტი ჯინჯერის, ლიმონისა და კაიენის წიწაკისგან (სამხრეთ ამერიკა)

ჯინჯერში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა. თუ ცოტაოდენ ჯინჯერს გადაურევთ ლიმონის წვენს და დაამატებთ მწიკვ კაიენის წიწაკას - გამათბობელი ეფექტი 100 %-ით გარანტირებული იქნება.

როგორ მკურნალობენ სურდოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

8. თერაპია სიცივით (ფინეთი)

ხალხური ფინური მკურნალობის ხერხი გაციების საწყის სტადიაზე - ნაყინის დიდი ულუფაა ან ჩაწექით ყინულჭრილში. მკაცრ კლიმატში - ზომებიც მკაცრია. შემდეგ უნდა დაიზილოთ ტანი და თბილად ჩაიცვათ.

როგორ მკურნალობენ სურდოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>