მშობლები

12 მეთოდი ბედნიერი და ჯანსაღი ფეხმძიმობისთვის

12 მეთოდი ბედნიერი და ჯანსაღი ფეხმძიმობისთვის

როცა ფეხმძიმობის პერიოდში ქალი საკუთარ თავზე ზრუნავს, თავს უვლის, ის ბედნიერი და ჯანმრთელია.

გთავაზობთ ჩამონათვალს, რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად იმისთვის, რომ ორსულობის დროს იყოთ ჯანმრთელები და თავს გრძნობდეთ ბედნიერად:

12. ივარჯიშეთ რეგულარულად - მას თქვენთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ვარჯიში დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ფორმა. ამ შემთხვევაშისხეული ძალიან დიდ ცვლილებას არ განიცდის. ვარჯიში ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის რეგულირებას და მას შემდეგ, რაც ბავშვს გააჩენთ, თქვენთვის უფრო მარტივი იქნება ძველ ფორმას დაუბრუნდეთ. საუკეთესო ფიზიკური აქტივობები ფეხმძიმობის დროს არის სეირნობა, ცურვა, იოგა და პილატესი. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დაკავდეთ სხვა სპორტითაც, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ის თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ იქნება.

12 მეთოდი ბედნიერი და ჯანსაღი ფეხმძიმობისთვის

11. შეამოწმეთ თქვენი კოსმეტიკა - ყველაფერს, რასაც ფეხმძიმობის დროს სახეზე ისვამთ, შეუძლია გავლენა იქონიოს მუცლად მყოფ პატარაზე. ამიტომ, აირჩიეთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ნამდვილად უსაფრთხოა ორივე თქვენგანისთვის. საუკეთესო არჩევანია, თუ ბუნებრივ პროდუქტებს გამოიყენებთ.

BO-2 Instagram Post

10. უნდა შეცვალოთ კვების წესები - ფეხმძიმობის პერიოდში აუცილებლად ჯანსაღად უნდა იკვებოთ. მიირთვით უფრო მეტი ბოსტნეული, მარცვლეული, ბრინჯი და შვრია. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ხილი, თევზი განსაკუთრებით კი, კალმახი და ორაგული. თავი აარიდეთ კოფეინს და ხელოვნურ პროდუქტებს. ფეხმძიმე ქალმა დღის განმავლობაში დამატებით 300-500 კალორია უნდა მიიღოს.

12 მეთოდი ბედნიერი და ჯანსაღი ფეხმძიმობისთვის

9. როგორ უნდა მოიქცეთ ძარღვის გაკვანძვის დროს? - ფეხმძიმობის დროს ძარღვის გაკვანძვა საშინელი დისკომფორტია, თუმცა შეგიძლიათ საკუთარი თავისთვის მასაჟის გაკეთებით გაუმკლავდეთ ტკივილს, ასევე შესაბამის ადგილას დაიდეთ ყინული და ტკივილი მალე გაივლის. ბევრი წყლის მიღება და დაბალანსებული, ჯანსაღი კვება დაგეხმარებათ ასეთ უსიამოვნო შეგრძნებას ფეხმძიმობის დროს თავი აარიდოთ.

BO-4 Instagram Post

8. ჰიდრატაცია - დღის განმავლობაში მიიღეთ სულ მცირე 10 ჭიქა წყალი და ბოთლით წყალი ატარეთ ყველგან, სადაც წახვალთ. ეს დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ გულისრევის შეგრძნება, ორგანიზმი კი სითხეს შეინარჩუნებს. მაგრამ დაძინებამდე ერთი საათით ადრე არაფერი დალიოთ იმიტომ, რომ ღამე შეგაწუხებთ და რამდენჯერმე დაგჭირდებათ საპირფარეშოში გასვლა.

12 მეთოდი ბედნიერი და ჯანსაღი ფეხმძიმობისთვის

7. იარეთ სპა სალონში და ჩაიტარეთ შესაბამისი პროცედურები - ეს აუცილებელია განსატვირთად, მაგრამ თავი აარიდეთ ცხელი აბაზანის მიღებას და ძალიან ცხელ, ორთქლით სავსე საუნას, ეს ცუდია თქვენი პატარასთვის. სანამ სპა სალონს მიმართავთ,კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან და პროცედურა მისი რეკომენდაციის შესაბამისად ჩაიტარეთ.

BO-6 Instagram Post

6. თვითმფრინავით მგზავრობა - საუკეთესო დრო ფრენისთვის ჩვეულებრივ არის 14-დან 28 კვირამდე ორსულობის პერიოდი. ამ დროს სხვადასხვა გართულებების რისკები შემცირებულია. სანამ ფრენას გადაწყვეტთ, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს და მიიღეთ მისგან რეკომენდაციები. თვითმფრინავში დალიეთ ბევრი წყალი და ყოველ ნახევარ საათში ადექით, გაიარეთ, მთელ დროს სკამზე ნუ გაატარებთ.

BO-7 Instagram Post

5. მიიღეთ ბუნებრივი საშუალებები - ფეხმძიმობის დროს იმისთვის, რომ გულის რევას და ყურების „დაგუბებისგან“ გამოწვეულ დისკომფორტს გაუმკლავდეთ, მიიღეთ ბუნებრივი საშუალებები. მაგ: მჟავე, ან პიტნის შემცველი პროდუქტი, ასევე ჯინჯერი ამცირებს გულისრევის შეგრძნებას.

BO-8 Instagram Post

4. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი - ფეხმძიმობის დროს თქვენი კანი მზის სხივების მიმართ გაცილებით უფრო მგრძნობიარე ხდება. ამიტომ, აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი და გარეთ ქუდისა და სათვალის გარეშე არ გახვიდეთ. ზოგიერთი ექიმი ორსულებს ურჩევს, რომ საერთოდ არ მიიღონ მზის აბაზანები და უარი თქვან გარუჯვაზე ამ პერიოდში.

12 მეთოდი ბედნიერი და ჯანსაღი ფეხმძიმობისთვის

3. აირჩიეთ ძილის სწორი პოზიცია - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უმჯობესია, თუ თავს აარიდებთ ზურგზე დაწოლას. ყველაზე კომფორტულია მარჯვენა, ან მარცხენა მხარეს დაწოლა. ამბობენ, რომ მარცხენა მხარეს დაძინების დროს სისხლის მაქსიმალური ნაკადი მიმართება პლაცენტასკენ, თუმცა ეს მეცნიერულად დამტკიცებული არ არის.

12 მეთოდი ბედნიერი და ჯანსაღი ფეხმძიმობისთვის

2. შეიძინეთ შესაბამისი ფეხსაცმელი - ფეხმძიმობის დროს უფრო კომფორტული ფეხსაცმელი გჭირდებათ. ამ დროს ქალი უფრო დამძიმებულია და თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იცვამთ, ეს ფეხების შეშუპებას და ტკივილს გამოიწვევს. დაგჭირდებათ ასევე, რომ შედარებით დიდი ზომის ფეხსაცმელი იყოდოთ. ფეხმძიმობის დროს ქალის ფეხის ზომა უფრო დიდი ხდება.

12 მეთოდი ბედნიერი და ჯანსაღი ფეხმძიმობისთვის

1. გჯეროდეთ საკუთარი თავის - ფეხმძიმობა ყოველთვის დაკავშირებულია შიშებთან, დაუცველობის განცდასთან, ქალის გონებაში ამ დროს უამრავი ფიქრია. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ თქვენთქვენი შეცვლილი სხეულით ძალიან ლამაზები ხართ. ირწმუნეთ საკუთარი თავის. ეს არის ბუნებრივი და ცხოვრების ძალიან სასიამოვნო ეტაპი.

BO-12 Instagram Post



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>