იანვარი

იანვარში დაბადებულ მამაკაცებს შორის უფრო ხშირად გვხდებიან კუჭის წყლულით, ყაბზობითა და წელის ტკივილით, ქალებს შორის კი - გულის შეტევებით, შაკიკითა და პრობლემებით მენოპაუზის პერიოდში. ამავე დროს, იანვრის მამაკაცები თითქმის 3-ჯერ უფრო ნაკლებად განიცდიან ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებულ პრობლემებს, ვიდრე სექტემბერში დაბადებული მამაკაცები.

თებერვალი

თებერვალში დაბადებულები უნდა გაფრთხილდნენ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებისგან, ოსტეოართრიტისგან (ორივე სქესის წარმომადგენელი), გულის დაავადებებისა (მამაკაცები) და ტრომბებისგან (ქალები).

მარტი

მარტში დაბადებული მამაკაცები შეიძლება იყვნენ მიდრეკილები ასთმისკენ, კატარაქტისა და გულის დაავადებებისკენ. ქალებში უფრო ხშირია რევმატიზმი, ყაბზობა და ართრიტი.

აპრილი

აპრილის ადამიანები ავტომატურად არიან მიდრეკილები ოსტეოპოროზის, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებისა და ასთმის მიმართ (მამაკაცები), ასევე ბრონქიტის, სიმსივნეებისა და ოსტეოპოროზის მიმართ (ქალები).

მაისი

მაისში დაბადებულ მამაკაცებს შეიძლება განუვითარდეთ ასთმა, დეპრესია და დიაბეტი, ქალებს - ოსტეოპოროზი, ყაბზობა და ქრონიკული ალერგია.

ივნისი

ივნისის მამაკაცებს ხშირად აწუხებთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა კატარაქტა, ქრონიკული ბრონქიტი, გულის დაავადებები. ქალებს - შარდის შეუკავებლობა, ართრიტი. უნდა ითქვას, რომ ივნისის ქალები 35 %-ით ნაკლებად განიცდიან მენოპაუზასთან დაკავშირებულ პრობლემებს და გააჩნიათ შაკიკის განვითარების რისკის 33%-ით ნაკლები.

ივლისი

ივლისში დაბადებული ადამიანები მიდრეკილები არიან ასთმის, ართრიტის, სიმსივნეების მიმართ (მამაკაცები), ასთმის, კისრის ქრონიკული ტკივილების, სიმსივნეების მიმართ (ქალები).

აგვისტო

აგვისტოს თვეში დაბადებულებს შორის შედარებით ხშირად გვხდებიან ისეთი დაავადებებით, როგორიცაა: მამაკაცებში - ოსტეოპოროზი, ასთმა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ქალებში - რევმატიზმი, ართრიტი, თრომბი.

სექტემბერი

სექტემბერში დაბადებულებს შეიძლება აღმოაჩნდეთ ოსტეოპოროზი, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები (ორივე სქესის წარმომადგენლებს), ასთმა (მამაკაცებს), სიმსივნეები (ქალებს).

ოქტომბერი

ოქტომბრის მამაკაცებს შეიძლება ჰქონდეთ პრობლემები ფარისებრ ჯირკვალთან და შაკიკთან, ქალებს - ანემიასთან და ქოლესტერინის მაღალ დონესთან.

ნოემბერი

ნოემბერში დაბადებული მამაკაცები მიდრეკილები არიან კანის ქრონიკული დაავადებებისკენ, გულისა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებისკენ, ქალები - ინფარქტის, ყაბზობის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების მიმართ. ასევე, ნოემბრის ქალები ნაკლებად განიცდიან პრობლემებს კლიმაქსის პერიოდში.

დეკემბერი

წინასაახალწლო თვეში დაბადებულ მამაკაცებს შეიძლება გააჩნდეთ ჩივილი კატარაქტაზე, დეპრესიასა და გულის დაავადებებზე, ქალებს - ბრონქიალურ ასთმაზე, ტრომბზე და ქრონიკულ ბრონქიტზე.