2018 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ვის გაუმართლებს სიყვარულში?
- 11.11.2017
ასტროლოგი ლინდა ფურიატი 2018 წლის სასიყვარულო პროგნოზებს გვთავაზობთ. გავიგოთ, ვისთვის იქნება წარმატებული და წარუმატებელი მომდევნო წელი რომანტიკული ურთიერთობების თვალსაზრისით.
1. ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ზოგადად ცხოვრებაში მარტივად ვერაფერს იღებენ. ძალიან ბევრი შრომა სჭირდებათ. ეს ეხება სასიყვარულო ურთიერთობებსაც. თუ გსურთ, რომ 2018 წელს სიყვარულში გაგიმართლოთ, ბევრი რამის გაკეთება მოგიწევთ, პრიორიტეტად სწორედ რომანტიკული ურთიერთობა უნდა აქციოთ. თუკი ბევრს გასცემთ, საპასუხოდაც ის დაგიბრუნდებათ, რასაც ელოდით. შესაძლოა, სწორედ წელს იპოვოთ ნამდვილი სიყვარული, მოსალოდნელია, რომ დაქორწინებას შემოგთავაზებენ, ან შესთავაზებთ და ფინანსურადაც წარმატებული იქნებით. თუმცა როგორც უკვე ვთქვით, ამ ყველაფრისთვის თავდაუზოგავად უნდა გაისარჯოთ და არ უნდა მოდუნდეთ.
2. კურო - 2018 წელი კუროსთვის ახალი რომანის წამოსაწყებად შესანიშნავია, თუ ქორწინებაში ხართ, ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდება, იგრძნობთ, რომ მომდევნო წელს უფრო მეტად იქნებით შეყვარებული. კუროები 2018 წელს დაქორწინების გადაწყვეტილებას მარტივად მიიღებენ. გამოჩნდება მდიდარი პარტნიორი, რომელიც მას ემოციურ და ფინანსურ მხარდაჭერას შესთავაზებს. საყვარელ ადამიანთან კიდევ უფრო მეტ კავშირს და სიახლოვეს იგრძნობთ. ასტროლოგი გირჩევთ, რომ ხშირად თქვათ „დიახ“, თუ გსურთ, რომ ცხოვრებამ უფრო მეტი შესაძლებლობა შემოგთავაზოთ.
3. ტყუპები - თქვენ იცით შრომის ფასი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრების მხიარული ნაწილი უნდა დაივიწყოთ. ასტროლოგი ამბობს, რომ 2018 წელს ტყუპები უფრო მეტად შრომით, სამსახურის საქმეებით იქნებიან დაკავებულები და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის დრო არ ექნებათ. სამსახური მთლიანად ავსებს მათ ცხოვრებას. რომანტიკული ურთიერთობების თვალსაზრისით 2018 წელი თქვენთვის არც ისე წარმატებული იქნება.
4. კირჩხიბი - თუ ახლა ფიქრობთ რომ სიყვარულში არ გიმართლებთ და ამ კუთხით ცხოვრებაში მუდამ ქაოსი გაქვთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - 2018 წელი, დიდი ალბათობით, თქვენს ცხოვრებაში ყველაფერს დაალაგებს, განსაკუთრებით კი ეს ეხება რომანტიკულ ურთიერთობებს. გექნებათ სტაბილური სასიყვარულო ურთიერთობა და თუ ჯერ არ გყავთ საყვარელი ადამიანი, აუცილებლად გამოჩნდება ისეთი, ვინც თქვენ მზრუნველ და ემოციურ ბუნებას გაუგებს. კარგი წელია ასევე ფეხმძიმობისა და ბავშვის გაჩენისთვის.
5. ლომი - მომდევნო წელს ლომი კონცენტრირებული იქნება საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე, კარიერულ წარმატებაზე, ან შეიძლება ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახდეს მისი პრიორიტეტი. მაგრამ მაშინაც კი, როცა სხვა საქმეებით ხართ დაკავებული, აუცილებელად მიმოიხედეთ ირგვლივ, შესაძლოა, თქვენი პოტენციური პარტნიორი გვერდით გყავდეთ და ვერ ამჩნევდეთ. ასტროლოგი ამბობს, რომ 2018 საუკეთესოა ლომისთვის ახალი ბიზნესის წამოსაწყებად და პარტნიორული ბიზნესურთიერთობა, შესაძლოა, სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს.
6. ქალწული - 2018 წელს ქალწული ბევრ ახალ მეგობარს შეიძენს, უამრავ ადამიანს გაიცნობს და დიდი ალბათობითმ იპოვის ისეთ ადამიანს, რომელთანაც სამუდამო სასიყვარულო ურთიერთობა ექნება. მომდევნო წელი ქალწულებისთვის მოგზაურობის წელია, ის ბევრ ქვეყანას ნახავს და თუ ჯერ არ დაგიგეგმავთ, ასტროლოგი გირჩევთ, რომ აუცილებლად იფიქროთ ამაზე, ვინაიდან დიდია შანსი, რომ სიყვარული სწორედ მოგზაურობის დროს იპოვნოთ.
7. სასწორი - წელს კარგი იქნება თუ შეიცვლით სამსახურს და სხვა სფეროში გადაბარგდებით. ასევე კარგი იქნება, თუ საცხოვრებელ ადგილს, ქალაქს შეიცვლით. ახალი გარემო, ახალი ცხოვრება ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ და დიდი ალბათობით, თქვენი სულის მეგობარს იპოვნით.
8. მორიელი - სასიყვარულო ფრონტზე მორიელს ძალიან ბევრი შანსი გაუჩნდება 2018 წელს, მას ასარჩევად ექნება საქმე. ასტროლოგი გირჩევთ, რომ განაახლოთ გარდერობი და შეიცვალოთ სტილი, ეს უფრო მომხიბვლელს გაგხდით.
9. მშვილდოსანი - თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს, სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრით 2018 წელი გამორჩეულად წარმატებული იქნება. სიყვარულის პოვნის გასაღები არის ის, რომ საკუთარი თავი გაანებივროთ მომდევნო წელს. აუცილებლად წადით შორ მანძილზე სამოგზაუროდ, ეს თქვენ სიმშვიდეს და მხიარულებას მოგიტანთ და ასევე დიდი შანსია, რომ ნამდვილ სიყვარულს სწორედ ასეთი მოგზაურობის დროს იპოვნით. და თუ ქორწინებაში ხართ, საყვარელ ადამიანთან ერთად წადით უცხო ქვეყნების სანახავად, ამით თქვენი ურთიერთობა უფრო მყარი და საინტერესო გახდება.
10. თხის რქა - თუ უკვე გყავთ საყვარელი ადამიანი, ყურადღებით უნდა იყოთ, უნდა იზრუნოთ მომდევნო წელს სიყვარულის განმტკიცებაზე და ურთიერთობის გაღრმავებაზე. მათ კი, ვისაც არ ჰყავთ საყვარელი ადამიანი, 2018 წელი არც ისე წარმატებული იქნება. თქვენ მუდამ დაკავებული ხართ, ჩაფლული ხართ საქმეებში. თავს თუ აწევთ და მიმოიხედავთ, შესაძლოა, იპოვოთ კიდეც სიყვარული, თუმცა ვარსკვლავები მომდევნო წელს წარმატებულ რომანტიკულ ურთიერთობას ვერ გპირდებიან.
11. მერწყული - საჭიროა, გამოიჩინოთ მზრუნველი ხასიათი და კარგად მიმოიხედოთ. ნამდვილი სიყვარული შესაძლოა მომდევნო წელს სამსახურში იპოვნოთ. სამსახურში წარმატება გელოდებათ და ეს წარმატება სასიყვარულო ურთიერთობებს ცოტა ჩრდილს აყენებს, გიჭირთ ბალანსის დაცვა. შესაძლოა, უკვე არსებულ რომანტიკულ ურთიერთობაში პრობლემები შეგექმნათ. თუმცა ამავდროულად მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ ახალი სიყვარულიო იპოვნოთ და დიდი ალბათობით, ეს თქვენი კოლეგა იქნება.
12. თევზები - თქვენ გარშემო მუდამ დიდი სიყვარულია, თუმცა 2018 წელს ის კიდევ უფრო შორს წავა და უფრო ღრმა გახდება. ზოგადად, თქვენ ბევრ სიყვარულს გასცემთ და ეს შესანიშნავია. შესაძლოა, ვინმესთან დიდი ხანია მეგობრობა გაკავშირებთ და ეს მეგობრობა 2018 წელს ნამდვილ სიყვარულში გადაიზარდოს. არ არის საჭირო სიყვარული სხვა გარემოში ეძებოთ. იყავით მშვიდად იქ, სადაც ხართ, სიყვარულს სწორედ თქვენთვის ჩვეულ გარემოში იპოვნით.
თემები: სიყვარული, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="http://theearthtribe.net">http://theearthtribe.net</a>