ჰოროსკოპი

რა გელით 2017 წლის მიწურულს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

რა გელით 2017 წლის მიწურულს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

1. ვერძი - თქვენი გულის ერთ ნაწილს სურს, რომ გაუშვას ადამიანი, რომელიც გიყვართ, ხოლო მეორე ნაწილი მას არ ეთანხმება. საკუთარი თავით იმედგაცრუებული იქნებით და სწორი გზის პოვნა გაგიჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცხოვრებიდან ამ ეტაპზე არავინ არ უნდა გაუშვათ. ჯერ ამისთვის მზად არ ხართ. მსგავსი გადაწყვეტილება მაშინ უნდა მიიღოთ, როცა ბოლომდე დარწმუნებული იქნებით მის მართებულობაში.

რა გელით 2017 წლის მიწურულს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

2. კურო - ახლა ცოტა არეული პერიოდი გაქვთ, დაბნეული ხართ, არ იცით ცხოვრების რომელ გზაზე უნდა წახვიდეთ, რომელი მოგიტანთ წარმატებას, შესაძლოა რაღაც საკითხში დარწმუნებული არ ხართ. ნუ მისცემთ თქვენს შიშებს ნებას, რომ არასწორი არჩევანი მიგაღებინოთ. თუ შიშს დაძლევთ, ზუსტად იმას მიიღებთ, რაც გსურდათ. დარჩენილი თვეები თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო ნამდვილად არ იქნება, თუმცა ახლა მიხვდებით იმას თუ რა გსურთ, რა გჭირდებათ და ბედნიერებას მაშინ მოიპოვებთ, ცხოვრებას მაშინ დაალაგებთ, როცა საერთოდ არ ელოდებით.

რა გელით 2017 წლის მიწურულს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

3. ტყუპები - 2017 წელს დიდი ალბათობით, კარიერაში ან სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით ცვლილება გქონდათ. ყველანაირი ცვლილების შედეგს ახლა მოიმკით. შეიძლება ახლა ცოტა დაბნეული ხართ და საკუთარ თავს ვერ პოულობთ, თუმცა ამ წლის დასასრულისთვის ყველაფერი გამოსწორდება, ჩვეულ კალაპოტში ჩადგება და აუცილებლად იპოვით საკუთარ თავს.

რა გელით 2017 წლის მიწურულს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

4. კირჩხიბი - ეს წელი თქვენთვის მძიმე იყო, მაგრამ გადარჩით, პრობლემებს გაუმკლავდით და ახლა ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. წლის განმავლობაში რომ პრობლემები გქონდათ, არ ნიშნავს, რომ სულ ასე გაგარძელდება. 2017 წლის მიწურული ცხოვრების ყველა ასპექტში სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ.

რა გელით 2017 წლის მიწურულს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

5. ლომი - 2017 წელს შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები გქონდათ და ამ კუთხით რთული წელი იყო. სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისითაც არ იყო გამორჩეული. რთულად წარმოსადგენია, რომ წელს სიყვარული იპოვნეთ. ვისაც უკვე ჰყავს საყვარელი ადამიანი მთელი წელი მასთან დაძაბული ურთიერთობა ექნებოდა. წლის ბოლოს ყველაფერი გამოსწორდება. დიდი შანსია, რომ სიყვარული იპოვოთ, უბრალოდ ცოტა გააქტიურდით. ვისაც უკვე ჰყავს საყვარელი ადამიანი, ამ პერიოდში ურთიერთობას მოაწესრიგებს.

რა გელით 2017 წლის მიწურულს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

6. ქალწული - შეიძლება ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგათ წინ კარიერული თვალსაზრისით. არ დაგავიწყდეთ, რომ იამაყოთ საკუთარი თავით და არასოდეს დანებდეთ. ყურადღებით იყავით სასიყვარულო ურთიერთობის დროს. მოსალოდნელია, რომ ყველაფერს გაიღებთ იმ ადამიანისთვის, რომელიც ამას არ იმსახურებს. წლის ბოლოს მისი ნამდვილი სახე გამოაშკარავდება.

რა გელით 2017 წლის მიწურულს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

7. სასწორი - დიდი ალბათობით, წელს გული გატკინეს და ახლა დიდი ჭრილობით ცხოვრობთ. როცა ადამიანები გიყურებენ ფიქრობენ, რომ დეპრესიას ვერასოდეს დაძლევთ, თუმცა წლის ბოლოს თქვენ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებით, აუცილებლად გადადგამთ წინ ნაბიჯებს. შესაძლოა ფიქრობთ, რომ აღარავის შეიყვარებთ, მაგრამ ასე არ არის. წლის მიწურულს ამაში თავად დარწმუნდებით.

რა გელით 2017 წლის მიწურულს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

8. მორიელი - თქვენს ასაკთან შედარებით ყოველთვის უფრო ჭკვიანურად და ბრძნულად აზროვნებთ. როგორც წესი, მოვლენებს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამთ. წლის ბოლოსთვის კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს მიზნებზე. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ამ პერიოდში შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენსავით ვნებიანი და ცეცხლოვანია და ყველა ის თვისება აქვს, რომელსაც ადამიანში პატივს სცემთ და ისიც მოიხიბლება თქვენით. შესაძლოა, სწორედ ახლა იპოვოთ ცხოვრების სიყვარული. ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. გირჩევთ, რომ მიჰყვეთ მას.

რა გელით 2017 წლის მიწურულს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

9. მშვილდოსანი - თქვენ შეიძლება ელოდებით ძველ სიყვარულს, იმედი გაქვთ, რომ დაგირეკავთ და გეტყვით, რომ ახლა გააანალიზა, თუ როგორ უყვარხართ. გახსოვდეთ, რომ თქვენნაირ ადამიანს არ იმსახურებს ის, ვინც გული გატკინათ და მიგატოვათ. გვერდით ისეთი ადამიანი უნდა გყავდეთ, რომელიც გაგრძნობინეთ რომ მის ცხოვრებაში საუკეთესო ხართ. არ დაკარგოთ იმედი და რწმენა იმიტომ, რომ 2017 წლის მიწურულისთვის ვარსკვალავები ცხოვრების ყველა მიმართულებით წარმატებას გპირდებიან.

რა გელით 2017 წლის მიწურულს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

10. თხის რქა - თუ გყავთ საყვარელი ადამიანი, აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა - მსურს მე ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება, თუ სჯობს დავშორდე? დროა ჰკითხოთ საკუთარ თავს, რა გინდათ რეალურად ცხოვრებაში და სწორედ ამის მიხედვით იმოქმედოთ. 2017 წლის მიწურული თქვენთვის ქაოსური და დაძაბული იქნება.

რა გელით 2017 წლის მიწურულს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

11. მერწყული - წლის ბოლოს წარსული შეგახსენებთ თავს, შეიძლება თქვენი ყოფილი გამოჩნდეს, არ სხვა ვინმე წარსულიდან და ახლა როგორ სიტუაციაშიც უნდა იყოთ წარსულის ადამიანების დანახვა გაგახსენებთ, თუ რა მძიმე პერიოდი გამოიარეთ. არ მისცეთ უფლება წარსულს რომ გავლენა მოახდინოს თქვენს ახლანდელ ცხოვრებაზე.

რა გელით 2017 წლის მიწურულს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

12. თევზები - თქვენ ბოლოსდაბოლოს თავს დააღწევთ წარსულს და იპოვით სიყვარულს, რომელსაც ნამდვილად იმსახურებთ. იპოვით ადამიანს, რომელიც ზედმეტ კითხვებს არ დაგისვამთ და უბრალოდ შეგიყვარებთ ისეთს, როგორიც ხართ. ბედნიერი იქნებით, თუმცა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. როცა ადამიანები ბედნიერს გხედავენ, ცდილობენ თქვენს ჩასაძირად ყველა შესაძლო გზა გამოიყენონ. გაუფრთხილდით ყველა იმ მომენტს, რომლებსაც ამ განსაკუთრებულ ადამიანთან ერთად გაატარებთ.

რა გელით 2017 წლის მიწურულს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?



<a href="http://soulspottv.com">http://soulspottv.com</a>