„მე ყოველთვის ვიცოდი, რომ არ ვარ ლამაზი“ - 57 წლის ტილდა სუინტონის ცხოვრების 16 წესი
- 13.11.2017
1. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ არ ვარ ლამაზი. ეს დიდი უპირატესობაა. ყველა ჩემმა ახლო მეგობრებმა ადრე თუ გვიან საკუთარი გარეგნობა გამოიყენეს. ამაში მხოლოდ სექსს არ ვგულისხმობ. მათ ყოველთვის ახსოვთ, რომ ღია ფერის თმა აქვთ, ცისფერი თვალები, პუტკუნა ტუჩები, და შესაბამისად უნდა მოიქცნენ. ეს დიდი ზეწოლაა, რომლისგანაც მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავი. მე არ აღმიქვამდნენ როგორც გოგონას, მეც არ ვთვლიდი ასე საკუთარ თავს. მე გავთიშე საკუთარ თავში სექსუალურობა და ვთვლიდი, რომ ეს ძალიან კომფორტულია.
2. მე არასოდეს არ ვეძებ როლებს, ფილმებსაც კი, მე ვეძებ კოლეგებს. ფილმის გადაღების დროს მრავალი წლით შედიხარ ადამიანებთან ურთიერთობებში - ყოველი შემთხვევისთვის, ისეთი ფილმების, რომლებშიც დაკავებული ვარ. მაგალითად, „ორლანდოს“ 5 წელი ვიღებდით. ამ დროს დარწმუნებული უნდა იყო, რომ მზად ხარ შემოუშვა ეს ადამიანები შენს ცხოვრებაში.
3. „ოსკარის“ ცერემონიაზე ტურისტის სახით გავემგზავრე. წარმოიდგინეთ, რომ იშოვეთ ბილეთი უიმბლდონის ფინალზე, დაჯექით ტრიბუნაზე, თქვენ გიძახებენ და გაძლევენ ჩოგანს. როცა გამომაცხადეს, კინაღამ შევიშალე. იდგე სცენაზე სამი მილიარდი მაყურებლის წინაშე - ეს ტრავმაა. უკეთესი იქნებოდა ეს პრიზი ფოსტით გამოეგზავნათ.
4. მე ხშირად მომმართავენ „სერ“, ლიფტში ან ქუჩაში. ალბათ იმიტომ, რომ მაღალი ვარ და ხშირად არ ვიყენებ პომადას. ერთხელ აეროპორტში საბაჟო კონტროლს გავდიოდი, და შემოწმებას მებაჟე-მამაკაცი მიტარებდა.
5. მომწონს კოსმეტიკა, მაგრამ თუ გინდა საკუთარ თავს ჰგავდე - ეს საუკეთესო საშუალება არ არის. მაკიაჟი გაიძულებს სხვის მსგავსად გამოიყურებოდე.
6. მე მეზარება ხალხს ჩემი ნამუშევარი ვაჩვენო. მჯერა, რომ ფილმები თვითონ პოულობენ საკუთარ აუდიტორიას. ჰოლივუდის ცუდი კინო მაშინვე დაიკარგება გაქირავებიდან, ჩემი სურათები კი, რომლებსაც ათწლეულობით აჩვენებენ, უამრავი ხალხი ნახავს.
7. სამსახურში ნამდვილი ჯარისკაცი ვარ. ოღონდ გადარჩენის შანსები უფრო მაღალი მაქვს.
8. ყოველ ჩემს ახალ კონტრაქტში ვცდილობ ჯორჯ კლუნი ჩავწერო. დასამშვიდებლად მთავაზობენ ბრედ პიტს. მე და ჯორჯი ვიმედოვნებთ ოდესმე რამდენიმე კეთილი სიტყვას მაინც ვეტყვით ერთმანეთს ფილმში.
9. ყოველთვის მიზიდავდნენ ცუდი ბიჭები. სკოლაში წავიკითხე ჯონ მილტონის პოემა „დაკარგული სამოთხე“, და სატანა ძალიან სექსუალური მომეჩვენა. ფუმფულა და რბილი პერსონაჟები მაფრთხობენ.
10. სამმა რამემ შეიძლება გამომათრიოს ლოგინიდან: ჩემმა შვილებმა, ფილმმა, რომელშიც მიღებენ, და ფილმმა, როლის ყურებაც მინდა. ძალიან ზარმაცი ვარ.
11. მე ჩემი შვილების მამასთან ვცხოვრობ, მაგრამ თითოეულს ჩვენთაგანს უკვე დიდიხანია საკუთარი პირადი ცხოვრება აქვს. არა მგონია, რომ ეს ასეთი უცნაურია. ჩვენთვის არაფერი არ შეცვლილა.
12. ამბობენ, რომ სახლში ერთიანი ორგიები გვაქვს, ეს ფანტაზიებია. ყველაფერი მარტივადაა: წყვილს ეყოლა შვილები, მაგრამ ისინი აღარ დარჩნენ წყვილად, შექმნა ახალი კავშირები და ზრდიან შვილებს. სამწუხაროდ, ჩვენ ყველას ერთად არ გვძინავს. ყველაფერი საკმაოდ უფრო მოსაწყენია.
13. მე არ მაღელვებს ხმაური პრესაში. ისევე, როგორც არ მაინტერესებდა თანაკლასელების დაცინვები. ეს არანაირ გავლენას არ ახდენს ჩემს ცხოვრებაზე.
14. ჰოლივუდური ხელფასები სისულელეა. არავის არ უხდიან 10 ან 20 მლნ.დოლარს გადაღებებისთვის. ეს პაპარაცის ყურადღებისა და კერძო ცხოვრებაზე უარის საფასურია.
15. ჩემი სახლი - სირცხვილისგან თავისუფალი ზონაა.
16. მე ძალიან - ძალიან ბედნიერი ვარ.
თემები: ურთიერთობა, ცხოვრება, ქალები, რჩევები, ტილდა სუინტონი
<a href="https://esquire.ru">https://esquire.ru</a>