LIFE

10 რამ, რასაც ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ აკეთებენ

10 რამ, რასაც ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ აკეთებენ

1. არ აყენებენ პროფილზე ერთობლივ ფოტოს

დღეს, სოცქსელები არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ცხოვრებისგან. ახალი ურთიერთობების დროს შეყვარებულები საათობით წერენ და საუბრობენ ერთმანეთთან საკუთარი გრძნობების შესახებ. ეს ურთიერთობების აბსოლუტურად ნორმალური ფორმაა, და ერთობლივი ფოტოც პროფილზე სრულიად ნორმალურია. მაგრამ ეს პერიოდი მთავრდება, და „ნახევრები“ ისევ ხდებიან ინდივიდუალური ადამიანები ხდებიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთი გადაიყვარეს, უბრალოდ ურთიერთობებში თითოეული რჩება პიროვნებად, და ეს - ჯანმრთელი ურთიერთობებია. და უფრო ხშირად ბედნიერი. ურთიერთობები, სადაც არ არის „მე“, არამედ არის მხოლოდ „ჩვენ“ - ეს უკვე დამოკიდებული ურთიერთობებია.

10 რამ, რასაც ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ აკეთებენ

2. არ უთვალთვალებენ ყოფილებს

იმიტომ რომ წარსულმა გაიარა. ბედნიერ წყვილებს არ სჭირდება საკუთარი ბედნიერების დასტური. ყოფილის თვალთვალი კი, ვიყოთ გულწრფელები, მხოლოდ იმისათვის არის საჭირო, რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენ ყველაფერი კარგად გაქვთ, ის კი გასუქდა, გამელოტდა, და ცოლიც სულელი, მახინჯი და უგემოვნო ჰყავს.

10 რამ, რასაც ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ აკეთებენ

3. მაგრამ ყოფილების გვერდებსაც არ ბლოკავენ

ისინი არ ბლოკავენ ყოფილების კონტაქტებს ორი მიზეზით: პირველ რიგში, არ არსებობს საჭიროება უმტკიცო პარტნიორს, რომ წარსული აღარ არსებობს, და ის არ გიწყობს ეჭვიანობის სცენებს. მეორეც, ბედნიერ ურთიერთობებში არ არის საჭირო უმტკიცოთ ერთმანეთს, რომ ეს ურთიერთობები - სწორედ ის არის, რაც ყოველთვის გსურდათ.

10 რამ, რასაც ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ აკეთებენ

4. არ აქვეყნებენ მუდმივად ერთმანეთის შესახებ

მაგალითად, წერ: „ჩვენ მივფრინავთ დასასვენებლად“ - ეს ნორმალურია. მაგრამ ნებისმიერი საბაბით წერო პარტნიორის ქმედებები, სახლის დალაგებისა და ფილმის ყურების პოსტების ჩათვლით, ძალიან უცნაურია. რეალურ ცხოვრებაში ასეთი ქცევა პარტნიორზე ტოტალური კონტროლის მოპოვების სურვილს ნიშნავს.

10 რამ, რასაც ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ აკეთებენ

5. არ არკვევენ ურთიერთობებს კომენტარებში

ურთიერთობების გარკვევა ნორმალურია. მაგრამ ამას საჯაროდ აკეთებთ - ურთიერთობებში სერიოზული პრობლემებია. იმიტომ კი არა, რომ ეს ელემენტარულად უზრდელობაა გარშემომყოფების მიმართ, არამედ იმიტომ, რომ საჯარო კამათი ნიშნავს, რომ ერთ-ერთ პარტნიორს (ან ორივეს) გარშემომყოფების ჩუმი მხარდაჭერა სჭირდება.

10 რამ, რასაც ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ აკეთებენ

6. სიყვარულსაც არ უხსნიან ერთმანეთს

თუ არსებობს იმის საჭიროება რომ მუდმივად ყველგან იყვირო: „ჩვენ ბედნიერები ვართ!“, ესე იგი არსებობს საჭიროება უმტკიცო ეს საკუთარ თავსაც.

10 რამ, რასაც ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ აკეთებენ

7. არ წუწუნებენ ერთმანეთზე

იმიტომ კი არა, რომ ეს უსამართლობაა პარტნიორის მიმართ და ამცირებს მას: კი ეს ასეა. მაგრამ მთავარი მიზეზი იმაშია, რომ ბედნიერი ურთიერთობებისას ადამიანებს მხოლოდ ერთმანეთში, სხვების დახმარების გარეშე შეუძლიათ გადაწყვიტონ პრობლემა. იმიტომ რომ უყვართ და პატივს სცემენ ერთმანეთს.

10 რამ, რასაც ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ აკეთებენ

8. არ მალავენ ერთმანეთისგან პოსტებს

ბედნიერ ურთიერთობებში თითოეულს საკუთარი პირადი სივრცე, ინტერესები და საიდუმლოებებიც კი გააჩნია. მაგრამ ასეთ საიდუმლოებებზე საერთოდ არ წერენ სოციალურ ქსელებში. რაც შეეხება ღია პოსტებს, ბედნიერ ადამიანებს არა აქვთ იმის საჭიროება დამალონ ისინი პარტნიორისგან.

10 რამ, რასაც ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ აკეთებენ

9. არ უხმობენ ერთმანეთს დასახმარებლად კომენტარებში

მაგალითად, „უი, შეხედე ერთი ამ სულელ ქალს, რას ბოდავს? ხომ მართალია, რომ მე ასეთი არ ვარ?“.

10 რამ, რასაც ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ აკეთებენ

10. არ წერენ ათეულობით ჰეშთეგებს

# სიყვარული #ჩვენ #ოჯახი #ერთგულება #ურთიერთობები #კოცნა #რომანტიკა #სამუდამოდ და ა.შ.

10 რამ, რასაც ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ აკეთებენ



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>