რა არის თქვენი პრობლემებისა და უიღბლობის მიზეზი - ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
- 14.11.2017
ვერძი
ხშირად ვერძებს წარუმატებლობები და უსიამოვნებები იმის გამო უჩნდებათ, რომ მათ უყვართ საქმეების გადადება. ასევე გააჩნიათ პრობლემა დღის წესრიგთან დაკავშირებით, ვერძებს არ უყვართ ადრე დაძინება. ისინი გვიანობამდე ზიან ინტერნეტში ან კითხულობენ წიგნს. სწორედ აქედან იქმნება ახალი პრობლემები.
კურო
კუროები ყველა თავის უიღბლობას განიცდიან ცუდი ხასიათის გამო. ისინი მუდმივად ბუნტდებიან და არ ეთანხმებიან არსებულ პირობებს. ასევე მათ უყვართ წინდაუხედავად მოქცევა, რაც მათი მთავარი პრობლემაა. გარდა ამისა, ცუდად აწყობენ პრიორიტეტებს, და ამით მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების განაწყენებას მარტივად ახერხებენ.
ტყუპები
ტყუპების უბედურებები და უსიამოვნებები ძირითადად იმის გამო ხდება, რომ მათ ავიწყდებათ დანაპირები და ხშირად ატყუებენ ახლობლებს. მათთვის უფრო ადვილია რაღაც დამალონ, ვიდრე გააფრთხილონ ადამიანი პრობლემის შესახებ. ტყუპები პროფესიონალები არიან არა მხოლოდ მეგობრების პოვნაში, არამედ მათ დაკარგვაშიც.
კირჩხიბი
კირჩხიბების ყველა პრობლემა - მათი მეწვრილმანეობისა და სიძუნწის გამოა, ასევე გამორჩენის სურვილის გამო. მართალია, ახლობლებთან გულუხვები არიან, მაგრამ რაც შეეხება პარტნიორებსა და კოლეგებს, სიკეთეს იმ შემთხვევაში უნდა ელოდოთ, თუ ისინი თქვენთან ვალში არიან, ისიც ყოველთვის არა.
ლომი
თავის ცხოვრების მანძილზე ლომები ეჯახებიან პრობლემებს საკუთარი სიამაყის გამო. სიკეთეს ისინი აღიქვამენ როგორც თითოეული ადამიანის აუცილებელ თვისებას, თავად კი ეზარებათ, როცა დახმარებას სთხოვენ. კიდევ მათ პრობლემები უჩნდებათ დიდი ამბიციებისა და მომავლის დაგეგმვის უუნარობის გამო.
ქალწული
ქალწულებს აბსოლუტურად ყველა პრობლემა უჩნდებათ იმის გამო, რომ უიმედო პესიმისტები არიან და ეჭვი ეპარებათ საკუთარ თავში. ეს კი აიძულებთ რომ ძალიან განიცადონ წარუმატებლობა საქმეში. საქმეების დაგეგმვა ქალწულებს სხვებზე კარგად ეხერხებათ, მაგრამ მათი ნეგატიური განწყობა ყოველთვის ყველაფერს აფუჭებს.
სასწორი
სასწორები ბევრს იღებენ საკუთარ თავზე, და იგივეს ელიან სხვებისგანაც. თუ ისინი ისწავლიან რომ დიდი მოლოდინი არ შეიქმნან ადამიანებისგან, პრობლემებიც ნაკლები ექნებათ. არავინ არ იცის რატომ აქვთ სასწორებს ამდენი წვრილი პრობლემა, თავადაც კი არ იციან. არის თეორია იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები ძალიან გვიან ამჩნევენ პრობლემებს ჰორიზონტზე.
მორიელი
მორიელები იგივეს ითხოვენ სხვებისგან რასაც თავად გასცემენ. ეს არც ისეთი ცუდია, მაგრამ უსიამოვნებები მაშინ ჩნდება, როცა ასე ექცევიან ყველას, წვრილმანებშიც კი. ეს ძალიან აღიზიანებს ადამიანებს, ამიტომ მათ არც ისე ბევრი მეგობარი ჰყავთ. პრობლემების უმეტესობას მორიელები თავად ქმნიან, რადგან სჩვევიათ წვრილმანების გაზვიადება.
მშვილდოსანი
ხშირად მშვილდოსნები საკუთარ თავზე იმაზე მეტს იღებენ, ვიდრე შეუძლიათ გაუძლონ, ამიტომ განიცდიან სიძნელეებს. მათი პრობლემების გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია - მათი უუნარობა, შეიცვალონ აზრი ნებისმიერ თემაზე. შემდგომ ეს თავს იჩენს მათი ცხოვრების ყველაზე გაუთვალისწინებელ მომენტებში.
თხის რქა
თხის რქებს უჩნდებათ პრობლემები საკუთარი სიჯიუტის გამო. სხვისი რჩევები მათთვის არაფერს ნიშნავს. ისინი გულჩათხრობილები და ჩაკეტილები არიან, ამიტომ ხშირად უწევთ მარტო მუშაობა, რის გამოც პრობლემები ექმნებათ. ეს დამახასიათებელია ასევე პირად ცხოვრებაშიც, რადგან ქორწინება საერთოდ არ ცვლის მათ.
მერწყული
მერწყულები ძალიან თავდაჯერებულები არიან, მაგრამ საკუთარი ძალების რწმენა ყოველთვის არ არის საკმარისი უშეცდომო მუშაობის ან სასიყვარულო გამარჯვებებისათვის. მთავარია მოინახოს ბალანსი დახარჯული ენერგიასა და საკუთარი თავის რწმენას შორის. მერწყულები ორი ტიპის არიან: მათ ან ყველასი სჯერათ, ან არავისი. ორივე ვარიანტი დამღუპველია და ბევრი პრობლემა მოაქვს.
თევზები
თევზებს გააჩნიათ მხოლოდ საკუთარი ამოცანები და მათ გარშემო არაფერი არ არსებობს. ეს ეგოიზმი არ არის - უბრალოდ მათ რაც შეიძლება ხშირად უნდა შეახსენოთ ვალდებულებები. მთლიანობაში თევზები იღბლიანები არიან, მაგრამ არ არსებობს საქმე, რისი გაკეთებაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ დავიწყებიათ. ხშირად თევზები უბრალოდ დაბნეულები არიან.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://www.kefline.ru">https://www.kefline.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია