1. Climat, Lancome
პირველად Climat-ის არომატი 1967 წელს პარიზში გამოვიდა. 70-იან წლებში კი საბჭოთა კავშირში ის ნამდვილი ჰიტი გახდა და საბჭოთა ქალის ყველაზე სასურველ საჩუქრად იქცა. პიკანტური ლეგენდაც კი დადიოდა, თითქოს სწორედ ამ სუნამოს იყენებდნენ ფრანგი მეძავები.
2. „კრასნაია მასკვა“ ფაბრიკა „ნოვაია ზარია“
არსებობს ვერსია, რომ „კრასნაია მასკვას“ პირდაპირი კავშირი აქვს რევოლუციამდელ არომატებთან. ფრანგმა პარფიუმერმა ავგუსტ მიშელმა თითქოს სუნამო „იმპარატორი ქალის საყვარელი ბუკეტი“ სპეციალურად მარია ფიოდოროვნასთვის შექმნა, რევოლუციის შემდეგ კი მის საფუძველზე აწარმოეს „კრასნაია მასკვა“.
3. „რიგის იასამანი“ Dzintars
თუ მამაკაცი ფინანსური მიზეზებით საყვარელ ქალს „ფრანგულ სუნამოს“ ვერ ჩუქნიდა, არჩევანს უფრო ბიუჯეტურ ჰიტზე - „რიგის იასამანი“ Dzintars-სგან აჩერებდა. ეს არომატიც დეფიციტში იყო, ის ძირითადად ბალტიისპირეთიდან ჩამოჰქონდათ.
4. Opium, Yves Saint-Laurent
1977 წ. გამოშვებული კლასიკური არომატი Opium თავად ივ სენ ლორანის ქმნილებას წარმოადგენდა. საბჭოთა პერიოდში Opium მხოლოდ იმ იღბლიანებს ჰქონდათ, რომლებიც ახერხებდნენ რაღაც სასწაულად მოეპოვებინათ სანატრელი ფლაკონი.
5. J'ai Ose, Guy Laroche
კიდევ ერთი სუნამო, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა - J'ai Ose. ისევე, როგორც Opium-ი, არომატი მიეკუთვნებოდა აღმოსავლურ-ყვავილოვან ჯგუფს და ძალიან მოდური იყო. პარფიუმს სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ ლეგენდარული, ვინაიდან ქალები სწორედ გემოვნებით ირჩევდნენ მას.
6. L'Air du Temps, Nina Ricci
სუნამო ლეგენდარული თავსახურით, აფრენილი მტრედების სახით, თავის დროზე Nina Ricci-ის სახლის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა, და ახლაც იკავებს ღირსეულ ადგილს არომატების ხაზში. ბრენდმა L'Air du Temps -ი სუნამო 1948 წელს გამოუშვა, თუმცა საბჭოთა კავშირში ის ბევრად გვიან გამოჩნდა.
7. Anais Anais, Cacharel
Anais Anais-ის ნაზი ყვავილოვანი არომატი საბჭოთა კავშირში 80-იანი წლების ბოლოსკენ გამოჩნდა, თუმცა დასავლეთმა ის ბევრად ადრე გაიცნო - ჯერ კიდევ 1978 წელს. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენმა ქალბატონებმა ის მაშინვე შეიყვარეს და წლების მანძილზე 8 მარტის ყველაზე სასურველ საჩუქრად ითვლებოდა.
8. Chanel No. 5, Chanel
მუდმივი კლასიკა, ლეგენდა, პარფიუმერული შედევრი - ამ ცნობილი არომატის შესახებ ბევრის თქმა შეიძლება. ის 1921 წელს გამოვიდა და დღემდე იყიდება - ასეთი პარფიუმერული „დღეგრძელობა“ თითებზეა ჩამოსათვლელი. ამ სუნამოს შოვნა საბჭოთა პერიოდში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. არომატის სახედ ბევრი ვარსკვლავი იყო, თავად კოკო შანელიდან დაწყებული, ნიკოლ კიდმანით, ოდრი ტოტუთი, და ბრედ პიტით დამთავრებული.
9. Estee, Estee Lauder
Estee Lauder - პირველი ამერიკული მარკაა, რომელმაც მოახერხა 80-ან წლებში საბჭოთა კავშირის კოსმეტიკურ ბაზარზე მოხვედრა. ქალბატონები მაშინვე დაინტერესდნენ პარფიუმით, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში ის ჯერ კიდევ 1968 წელს გამოჩნდა.
10. Mon Parfum, Paloma Picasso
ეს სუნამო გამოჩენილი მხატვრის პაბლო პიკასოს ქალიშვილმა გამოუშვა, რომელიც უკვე მრავალი წელია საიუველირო სამკაულებს ქმნის Tiffany-ის სახლისთვის. პალომა, როგორც მისი მამა, ძალიან ნიჭიერია, ამიტომ პარფიუმერიის სამყაროში მან შეძლო საკულტო პროდუქტის შექმნა. ეს სუნამო დღესაც შეიძლება ვნახოთ მაღაზიების თაროებზე, მაგრამ ახლა Mon Parfum-ის მაგივრად მას უბრალოდ Paloma Picasso ეწოდება.
თემები: სუნამო, პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი, პარფიუმი