LIFE

მამაკაცები დღეში ექვსჯერ იტყუებიან

მამაკაცები დღეში ექვსჯერ იტყუებიან

დიახ!

„ყველა კაცი ერთნაირია“ ნიშნავს, რომ ყველა კაცი მატყუარაა. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცები ქალებთან შედარებით ორჯერ უფრო ხშირად იტყუებიან.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მამაკაცები სიცრუეს დღეში ექვსჯერ ეუბნებიან თავიანთ პარტნიორებს, უფროსებსა და თანამშრომლებს, ხოლო ქალი დღეში სამი ტყუილით შემოიფარგლება.

კვლევამ, რომელშიც 2 000 ბრიტანელი მონაწილეობდა, დაადგინა, რომ ორივე სქესის შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული ტყუილია: „არაფერი მჭირს, კარგად ვარ“.

ვიდრე მამაკაცები სავარაუდოდ იტყუებიან მათ მაისურებზე აღმოჩენილი ლაქების წარმოშობის შესახებ და არწმუნებენ თავიანთ პარტნიორებს, რომ ამ ლაქების უკან არაფერი სერიოზული არ იმალება, ქალები სიმართლის თქმისგან თავს იკავებენ, თუ საქმე საყიდლებზე სიარულსა და შოპინგს ეხება.

ორივე სქესის ზრდასრულთა 83% ირწმუნება, რომ მათ მარტივად შეუძლიათ საკუთარი პარტნიორის ტყუილი გამოიცნონ.

მამაკაცები დღეში ექვსჯერ იტყუებიან

რიჩარდ ნიუმენი, ექსპერტი ჟესტიკულაციისა და სხეულის ენის საკითხებში, ამბობს: „ადამიანთა უმრავლესობა ვერ კითხულობს სიმართლეს სიტყვებს მიღმა. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ვინმე მათ სიმართლეს არ ეუბნება, ის მზერით კონტაქტსა და პირისპირ ყურებას ერიდება. სინამდვილეში კი პირიქით ხდება“.

ნიუმენის თქმით, ადამიანი, რომელიც ტყუის, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი ნათქვამი დაგაჯეროს. ის ჩუმად ზის და გიყურებს - შენს რეაქციებს აკვირდება.

ადამიანები ამ თავიანთ უნარს გადაჭარბებულადაც აფასებენ.

რამდენიმე ათეული წლის წინ ტელეკომპანია Fox-ის ეთერში გავიდა სერიალი „მომატყუე (Lie to me)”, რომელშიც თვალთმაქცი ექსპერტის როლს ტიმ როტი ასრულებდა. სწორედ ეს სერიალი იქცა აღნიშნულ თემებზე კვლევების ჩატარების მიზეზად.

ტყუილები, რომლებსაც მამაკაცები ყველაზე ხშირად ამბობენ:

  1. არაფერი მჭირს, კარგად ვარ.
  2. ეს ბოლოჯერ ხდება
  3. არ გიჩანს დიდი საჯდომი
  4. ტელეფონი არ იჭერს
  5. ტელეფონი დამიჯდა
  6. ბოდიში, ვერ გავიგე შენი ზარი
  7. ბევრი არ დამილევია
  8. გზაში ვარ
  9. ძვირი არ ღირდა
  10. საცობში მოვყევი
მამაკაცები დღეში ექვსჯერ იტყუებიან

ტყუილები, რომლებსაც ქალები ყველაზე ხშირად ამბობენ:

  1. არაფერი მჭირს, კარგად ვარ
  2. ოჰ, არ არის ახალი. საუკუნეა მაქვს.
  3. ძვირი არ ღირდა
  4. ფასდაკლებით ვიყიდე
  5. გზაში ვარ
  6. არ ვიცი სად არის, ხელი არ მიხლია
  7. ბევრი არ დამილევია
  8. თავი მტკივა
  9. არ გადამიგდია
  10. ბოდიში, ვერ გავიგე შენი ზარი
მამაკაცები დღეში ექვსჯერ იტყუებიან



წყარო:&nbsp;<a href="http://www.dailymail.co.uk/news/article-1213171/Men-lie-times-day-twice-women-study-finds.html">www.dailymail.co.uk</a>