თბილისში H&M-ის პირველი მაღაზიის დებიუტი დაუვიწყარი წვეულებით შედგა
- 17.11.2017
თბილისში H&M-ის პირველი მაღაზიის გახსნით გამოწვეულმა აჟიოტაჟმა პიკს მიაღწია, როცა 900-მდე VIP-სტუმარი – ცნობილი სახეები, მოდის მოყვარულები და მედიის წარმომადგენლები – „გალერია თბილისის“ 3000 კვ.მ.-ზე განთავსებულ მაღაზიაში დაუვიწყარი შოპინგ-წვეულებისთვის შეიკრიბა. 16 ნოემბრის ღამე, ამ ექსკლუზიური ღონისძიების დამსახურებით, ყოველთვის დასამახსოვრებელ თარიღად დარჩება.
მოსულმა სტუმრებმა, შთამბეჭდავი განათებების ფონზე, წითელ ხალიჩაზე გაიარეს და სპეციალურ კედელთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. წლის ყველაზე გახმაურებულმა წვეულებამ მრავალ ვარსკვლავს უმასპინძლა. მათ
შორის იყვნენ: მოდელი ნუკა ყარალაშვილი, ცნობილი მსახიობი თინა დალაქიშვილი, პოპულარული მომღერალი ნინი ბადურაშვილი, ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მსახიობი ბახვა ბრეგვაძე.
თითოეული მათგანი გამოწყობილი იყო H&M-ის უახლესი კოლექციის ტრენდულ სამოსში, მათ შორის – საშემოდგომო და საახალწლო კამპანიების რჩეულ მოდელებში. გარდა ამისა, წვეულებას ადგილობრივი დიზაინერები, ბლოგერები და საკუთარი სტილით გამორჩეული სხვა თბილისელებიც სტუმრობდნენ. H&M-ის თანამედროვე და გლამურულ მაღაზიაში შოპინგით ყველა მათგანმა ისიამოვნა.
სცენაზე პირველი DJ Rembo გამოჩნდა, რომელმაც მოსული სტუმრებისთვის სასიამოვნო და ენერგიული ატმოსფერო შექმნა, შემდეგ კი სცენა სხვა სიურპრიზებს დაუთმო. SvanSikh-ის რეპერტუარმა შოპინგი კიდევ უფრო საინტერესო და
დაუვიწყარი გახადა. საღამოს ასეთივე გამორჩეული ნაწილი იყო ბენდი New One-ი, რომელმაც მაღაზია საცეკვაო სივრცედ გადააქცია. თბილისი H&M-ში შოპინგით გამოწვეულ პირველ სიხარულს შაბათს, 18 ნოემბერს შეიგრძნობს, როცა პირველი
მაღაზია ოფიციალურად ზუსტად 12 საათზე, „გალერია თბილისში“ გაიხსნება.
თემები: h&m, ტანსაცმელი, ტრენდი, ქალები, 2017 წლის ტენდენციები, H&M საქართველოში