სტილი

სპორტული ტანსაცმელი - Fashion Week-ის ტრენდი

სპორტული ტანსაცმელი - Fashion Week-ის ტრენდი

ბოლო პერიოდის განმავლობაში ისინი, ვინც ტრენდებს მიჰყვებოდნენ, ხშირად საუბრობდნენ ძვირფასი ქსოვილით შეკერილ კაბებზე, ძვირადღირებულ ჩანთებსა თუ ფეხსაცმელებზე. წლევანდელმა „Fashion Week“-მა განსხვავებული ტრენდი წარადგინა.

BO-1 Multipic:

თუ თვალს გადავავლებთ ბოლო პერიოდში გამართულ „Fashion Week“-ებს, იქნება ეს ნიუ იორკი თუ პარიზი, ყველა ჩვენებაზე ერთი ტრენდი შეიმჩნევა. სპორტული ტანსაცმელი მოდაშია და მისი გამოყენება ძვირადღირებულ სპორტულ ფეხსაცმელთან და ძვირფას სამკაულებთან მომდევნო პერიოდში ტრენდული იქნება. დიზაინერების უმრავლესობა, რომელმაც სპორტული სტილი აირჩია, მიიჩნევს, რომ სპორტული ტანსაცმელი ძალიან პრაქტიკული და სექსუალურია.

წარდგენილ კოლექციებში დიდი ადგილი ეთმობა სპორტული ფეხსაცმელის შეხამებას კაბებთან და ძვირადღირებულ აქსესუარებთან, ისევე როგორც სპორტულ ჯემპრებს და სპორტულ ზოლიან შარვლებს.

თუმცა ამგვარ ტრენდს კრიტიკოსებიც ჰყავს. კარლ ლაგერფელდმა დაგმო სპორტული ტრენდი და განაცხადა, რომ სპორტული ტანსაცმლით ის ადამიანები დადიან, ვისაც საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი აქვს დაკარგული.

BO-2 Multipic: BO-5 Multipic:

ავტორი: თორნიკე გურული