სილამაზე

თანამედროვე ქალი ელი სააბისგან

თანამედროვე ქალი ელი სააბისგან

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ისი-პარი“ ზამთრის დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად Elie Saab-ის სიახლეს წარმოგვიდგენს: ის თანამედროვე, ახალგაზრდა ქალებს ეძღვნება და Girl of Now ჰქვია. 

თანამედროვე ქალი ელი სააბისგან

მაღალი მოდის ვარსკვლავი — ლიბანელი დიზაინერი, რომელმაც აღმოსავლური ზღაპრების პრინცესები პოდიუმზე გააცოცხლა, ჩვენს გაკვირვებას აგრძელებს. მისი სუნამოების კოლექციას 2017 წლიდან ახალი არომატი — Girl of Now ამშვენებს. ეს სუნამო, მისი ხელწერისთვის დამახასიათებელი სილუეტების მსგავსად, საოცრად ქალური ხასიათის მატარებელია.

ელი სააბი თვითნასწავლი დიზაინერია. მოდისადმი ინტერესი ჯერ კიდევ 9 წლის ასაკიდან გამოავლინა: კაბებს კერავდა და მეზობელ ქალბატონებზე ყიდდა. 18 წლის ასაკში უკვე კაბების კერვის ოსტატი იყო, ბეირუთში საკუთარი ატელიეც ჰქონდა და იქ ათზე მეტი თანამშრომელი ექვემდებარებოდა. ატელიეს გახსნიდან რამდენიმე თვეში პირველი კოლექცია კონკურს Public of Women-ზე წარადგინა და თვითნასწავლი ხელოვანების ნომინაციაშიც გაიმარჯვა.

თანამედროვე ქალი ელი სააბისგან

2000 წელს პარიზში მაღალი მოდის სინდიკატის მიწვევით მოხვდა, 6 წლის შემდეგ კი სინდიკატის საპატიო დისტანციური წევრის სტატუსი მიენიჭა. 2007 წელს სააბმა პარიზში მაღაზიაც გახსნა, თუმცა შთაგონების მთავარ წყაროდ ისევ ბეირუთი რჩება: 2005 წელს თანამედროვე ხუთსართულიან შენობაში დაიდო ბინა, სადაც ვორქშოფები, სახელოსნო, მზა ტანსაცმლის ბუტიკი და მაღალი ხაზის შოურუმები მდებარეობს. ატელიეში მზადდება haute couture-ის ხაზის ყველა კაბა, რომელბიც სადა სილუეტებსა და მდიდრულ ქსოვილებშია გადაწყვეტილი.

თანამედროვე ქალი ელი სააბისგან

დიზაინერი სუნამოებს 2011 წლიდან უშვებს. პირველი არომატი Le Parfum-ი გამოშვებისთანავე ბესთსელერი გახდა, მალე მას Rose Couture-ი და რამდენიმე ლიმიტირებული ხაზიც მოჰყვა, Girl of Now კი სააბის არომატების კოლექციაში ყველაზე ახალგაზრდული, მსუბუქი ხაზია.

Girl of Now-ს ყველაზე მეტად ნუშის, თხილის და ხის სურნელი აქვს, მოტკბო და ციტრუსოვანი აქცენტებით. სუნამო სახელწოდებას ამართლებს — ის ახალგაზრდა, თანამედროვე ქალის არომატია, რომლის მიპკურება ცხელ ამინდშიც სასიამოვნოა.

თანამედროვე ქალი ელი სააბისგან

მთავარი ნოტა: მანდარინი, მსხალი და მიწის თხილი
შუა ნოტა: ფორთოხლის ყვავილი, მაგნოლია, ნუში
საბაზისო ნოტა: პაჩული, ნუშის რძე, ლობიოს მარცვლები, მუშკი