პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ისი-პარი“ ზამთრის დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად Elie Saab-ის სიახლეს წარმოგვიდგენს: ის თანამედროვე, ახალგაზრდა ქალებს ეძღვნება და Girl of Now ჰქვია.
მაღალი მოდის ვარსკვლავი — ლიბანელი დიზაინერი, რომელმაც აღმოსავლური ზღაპრების პრინცესები პოდიუმზე გააცოცხლა, ჩვენს გაკვირვებას აგრძელებს. მისი სუნამოების კოლექციას 2017 წლიდან ახალი არომატი — Girl of Now ამშვენებს. ეს სუნამო, მისი ხელწერისთვის დამახასიათებელი სილუეტების მსგავსად, საოცრად ქალური ხასიათის მატარებელია.
ელი სააბი თვითნასწავლი დიზაინერია. მოდისადმი ინტერესი ჯერ კიდევ 9 წლის ასაკიდან გამოავლინა: კაბებს კერავდა და მეზობელ ქალბატონებზე ყიდდა. 18 წლის ასაკში უკვე კაბების კერვის ოსტატი იყო, ბეირუთში საკუთარი ატელიეც ჰქონდა და იქ ათზე მეტი თანამშრომელი ექვემდებარებოდა. ატელიეს გახსნიდან რამდენიმე თვეში პირველი კოლექცია კონკურს Public of Women-ზე წარადგინა და თვითნასწავლი ხელოვანების ნომინაციაშიც გაიმარჯვა.
2000 წელს პარიზში მაღალი მოდის სინდიკატის მიწვევით მოხვდა, 6 წლის შემდეგ კი სინდიკატის საპატიო დისტანციური წევრის სტატუსი მიენიჭა. 2007 წელს სააბმა პარიზში მაღაზიაც გახსნა, თუმცა შთაგონების მთავარ წყაროდ ისევ ბეირუთი რჩება: 2005 წელს თანამედროვე ხუთსართულიან შენობაში დაიდო ბინა, სადაც ვორქშოფები, სახელოსნო, მზა ტანსაცმლის ბუტიკი და მაღალი ხაზის შოურუმები მდებარეობს. ატელიეში მზადდება haute couture-ის ხაზის ყველა კაბა, რომელბიც სადა სილუეტებსა და მდიდრულ ქსოვილებშია გადაწყვეტილი.
დიზაინერი სუნამოებს 2011 წლიდან უშვებს. პირველი არომატი Le Parfum-ი გამოშვებისთანავე ბესთსელერი გახდა, მალე მას Rose Couture-ი და რამდენიმე ლიმიტირებული ხაზიც მოჰყვა, Girl of Now კი სააბის არომატების კოლექციაში ყველაზე ახალგაზრდული, მსუბუქი ხაზია.
Girl of Now-ს ყველაზე მეტად ნუშის, თხილის და ხის სურნელი აქვს, მოტკბო და ციტრუსოვანი აქცენტებით. სუნამო სახელწოდებას ამართლებს — ის ახალგაზრდა, თანამედროვე ქალის არომატია, რომლის მიპკურება ცხელ ამინდშიც სასიამოვნოა.
მთავარი ნოტა: მანდარინი, მსხალი და მიწის თხილი
შუა ნოტა: ფორთოხლის ყვავილი, მაგნოლია, ნუში
საბაზისო ნოტა: პაჩული, ნუშის რძე, ლობიოს მარცვლები, მუშკი
თემები: ისი-პარი, ისი-პარის ახალი არომატი, პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი, perfume, Elie Saab, Girl of Now, Haute Couture, Fragrance
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია