1. „გული მატკინე“
არ უნდა გეშინოდეთ აგრძნობინოთ ვიღაცას, რომ გული გატკინათ. თუ ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს ადამიანი, უნდა გაარკვიოთ ურთიერთობები, და არ დაიგროვოთ წყენა.
2. „მართალი არ ვიყავი“
არ უნდა შეგეშინდეთ აღიაროთ, რომ შეცდომა დაუშვით და თქვენი ბრალია. თავდაპირველად ამის გაკეთება ძნელია, მაგრამ საბოლოოდ ეს დიდ შვებას მოგიტანთ.
3. „არა“
ჩვენ ჩვევად გვაქვს ვთქვათ „კი“ იმდენ რამეზე, რომ ხანდახან გვავიწყდება რაზე ვთანხმდებით. როცა ვამბობთ „არა“-ს, ჩვენ თავიდან ვიცილებთ არასასურველ სტრესსა და არასაჭირო ვალდებულებებს.
4. „არ ვარ თანახმა“
თქვათ ის, რასაც ფიქრობთ, რისი არ გჯერათ, ან დაიცვათ ის, რაშიც დარწმუნებული ხართ - დანაშაული არ არის. ხანდახან უნდა გაახმოვანოთ თქვენი აზრები, რათა ადამიანები მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე.
5. „საკმარისია“
როცა უკვე აღარ შეგიძლიათ რაღაცის მოთმენა, უნდა გაარკვიოთ ეს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რას გრძნობთ, როცა ისინი ზღვარს გადადიან, და რომ თქვენ აღარ აპირებთ მათი მხირდან ცუდი დამოკიდებულების მოთმენას.
6. „ეს თქვენი საქმე არ არის“
თქვენ უფლება გაქვთ დაიცვათ საკუთარი სივრცე და პირადი ცხოვრება. როცა ადამიანები ერევიან თქვენს ცხოვრებაში, თქვენ თავაზიანად შეგიძლიათ აგრძნობინოთ, რომ არ არის საჭირო, თუმცა აფასებთ მათ მონაწილეობას.
7. „არ ვიცი“
არავინ არ იცის ყველა კითხვაზე პასუხი, თუნდაც ზოგიერთი მათგანი დანარჩენებისთვის შეიძლება ძალიან განათლებული იყოს. არ უნდა გეშინოდეთ თქვათ, რომ არ იცით - სინამდვილეში ასე იქცევიან ჭკვიანი და პატიოსანი ადამიანები.
8. „მეშინია“
ის, რაც ადამიანებად გვხდის - ეს არის ჩვენი მოწყვლადობა. არ შეგეშინდეთ თქვათ, რომ რაღაცის გეშინიათ. ეს გააგებინებს სხვებსაც, რომ თქვენ გულახდილი ხართ საკუთარ თავთან, და რომ შეუძლიათ დაგეხმარონ.
9. „მარტო მინდა ყოფნა“
ხანდახან საჭიროა ითხოვოთ დრო საკუთარი თავისთვის, რომ დაფიქრდეთ საკუთარი ცხოვრებაზე. ეს თვითგაწმენდაა, საკუთარი სულის განკურნება. ნუ გეშინიათ ითხოვოთ დრო და სივრცე თუნდაც ახლობელი ადამიანებისგანაც.
10. „მიყვარხარ“
თქვენ არ გაქვთ გარანტია, რომ ადამიანი იგივეთი გიპასუხებთ, მაგრამ თუ თქვენ ამას გრძნობთ, თუ ეს თქვენს გულშია, მაშინ გაბედულები იყავით. არავინ არ იცის რა იქნება ხვალ, ამ ერთ სიტყვას კი ყველაფრის შეცვლა შეუძლია.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.kefline.ru/">https://www.kefline.ru/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია