10 საუკეთესო მოკლე ვარცხნილობა - ერთ-ერთი მათგანი შექმნილია სპეციალურად შენთვის!
- 23.11.2017

1. პლატინის ბლონდი + ასიმეტრია
გრძელი ირიბი ჩოლკა, პრაქტიკულად გაპარსული კეფა და ვარცხნილობა ცალ მხარეს: იდეალური ვარცხნილობაა.


2. თმის მუქი ძირები + სწორი ვარცხნილობა
ფერების შესანიშნავი გადასვლა და ძალიან გრაფიკული ვარცხნილობა, სახალისოდ შეჭრილ პიქსს საკმაოდ კლასიკურსა და მკაცრს ხდის.


3. აწეწილი თმა
არათანაბრად შეჭრილი თმა თითქოს ქარმა აგიწეწათ: თვალშისაცემი, თამამი და ძალიან სახალისო!

4. მოცულობა + რეტრო-სტილი
მიანიჭე თმას მოცულობა ძირებიდან და შთააგონე საკუთარი თავი ელვისით - ეს სუპერმოდურია!

5. ძალიან მოკლე + ვარცხნილობის გარეშე
იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც დრო არ აქვს ვარცხნილობისთვის: დაიბანე, გაიშრე და წადი!

6. მრავალფენებად + მსუბუქი დახვევა
ტალღოვან თმაზე ფენებად შეჭრა საშუალებას მოგცემთ გახადოთ ვარცხნილობა რომანტიკული და ქალური.

7. თანაბარი სიგრძის + ცოტათი აწეწილი
საინტერესო ვარიანტი ჩოლკის მოყვარულთათვის: უბრალოდ დაიტანეთ ვარცხნილობისთვის განკუთვნილი მუსი, თანაბრად გაინაწილეთ თმაზე და ოდნავ აიწეწეთ თმა.

8. ირიბი ჩოლკა + უბრალო ვარცხნილობა
გვერდით გაყოფილი თმიდან საფეთქელისკენ ჩამოშვებული ჩოლკა, ვიზუალურად ძალიან მოხდენილს ხდის სახეს, ფიქსაციისთვის კი საკმარისია თმაზე ოდნავ მიისხათ ლაქი.

9. უკან გადავარცხნილი + ასიმეტრიული კეფა
სტაილინგის საშუალება სველი თმის ეფექტით ხაზს გაუსვამს ბოლოების სხვადასხვა სიგრძეს და ვარცხნილობას უფრო მსუბუქსა და სტილურს გახდის.

10. ძლიერი ასიმეტრია + ვარცხნილობა ცალ მხარეს
თუ ცალ ყურს გამოაჩენთ, დააფიქსირებთ სწორ, ირიბ გაყოფას და დატოვებთ თმას მეორე მხარეს აწეწილს, მიაღწევთ ძალიან დახვეწილ ვარცხნილობას, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩება.

თემები: სტილი, ვარცხნილობა, ქალი, რჩევები
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>