1. სათუთი წმენდა
აირჩიეთ საშუალება, რომელიც შეიცავს ცერამიდებს (ცხიმოვან ნივთიერებებს), ისინი ეხმარებიან კანს სინოტივის შენარჩუნებაში. შემოდგომა-ზამთარში უკეთესია გამოიყენოთ დასაბანი რძე და გელი, ასევე ტონიკები სპირტისა და მჟავების გარეშე.
2. რამდენი კრემია საჭირო?
მზის დამცავი კრემი არ უნდა გამოიყენოთ მცირე რაოდენობით, ის ძალიან მნიშვნელოვანია კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ნახევარი ჩაის კოვზი საკმარისია იმისათვის, რომ საშუალება 2 ფენად წაისვათ.
3. თერმული წყალი კანის სიმშრალის წინააღმდეგ
კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად დერმატოლოგები იყენებენ აეროზოლს თერმული წყლით, რომელიც შეიცავს სპილენძს, რკინას, ნატრიუმს, კალციუმს. წყალი გაჯერებულია ულტრა ფიოლეტისგან დამცავი მინერალური კომპლექსით, რომელშიც ჩართულია სელენი.
4. უკეთესია მცირე ზომის კოლოფები
ეცადეთ ყოველთვის აირჩიოთ მცირე ზომის კოლოფები. რაც დრო გადის კოსმეტიკური საშუალებების სასარგებლო თვისებები სუსტდება და აქტიურ ნივთიერებებს უკვე არ მოაქვს პირვანდელი ჯადოსნური შედეგი.
5. სწორი პოზა
თავის დახრა ქვევით აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადის მიწოდება კი ანიჭებს კანს მბზინვარებას. იოგის რეგულარული ვარჯიშები ასევე ამცირებენ ანთებით პროცესს, ხსნიან სტრესს.
6. შესაფერისი თეთრეული
ნაოჭები ასევე ჩნდება ძილის დროსაც, ამაზე მოქმედებს ბალიშის პირის ქსოვილი, რომელზეც გძინავთ. აბრეშუმის ბალიშის პირი არ დაუშვებს ნაკეცების შექმნას, კანი ისრიალებს.
7. კომპლექსური მოვლა უფრო ეფექტურია
მზის დამცავი კრემი და ანტიოქსიდანტები უკეთესია გამოიყენოთ დილით, რეტინოიდები (A ვიტამინის შემცველი კრემები, რომლებიც ებრძვიან ნაოჭებს, მოდუნებულ კანს, პიგმენტურ ლაქებს) და პეპტიდები კი (უფრო მგრძნობიარე კანისთვის) - ღამე. ეს კომპლექსი ყველაზე კარგად სწორედ წყვილში მუშაობს.
8. დაცვა შემოდგომა-ზამთარში
წლის ცივ სეზონზე კრემი უნდა გახდეს უფრო სქელი, არავითარი მსუბუქი კრემები და გელები! შემადგენლობაში უნდა იყოს ჰიალურონის მჟავა, C და E ვიტამინები, ცერამიდები, ალოე. რქოვანი ფენის მოშორებაში, რომელიც ზაფხულში იქმნება, დაგეხმარებათ ამინომჟავები და ორგანული ზეთები (გარგარის, ზეითუნის, მანგო).
თემები: კანის მოვლა, რჩევები ქალებს, პრობლემები, რჩევები, ლამაზი კანი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია