სილამაზე

8 საიდუმლო კანის მოვლის შესახებ დერმატოლოგებისგან

8 საიდუმლო კანის მოვლის შესახებ დერმატოლოგებისგან

1. სათუთი წმენდა

აირჩიეთ საშუალება, რომელიც შეიცავს ცერამიდებს (ცხიმოვან ნივთიერებებს), ისინი ეხმარებიან კანს სინოტივის შენარჩუნებაში. შემოდგომა-ზამთარში უკეთესია გამოიყენოთ დასაბანი რძე და გელი, ასევე ტონიკები სპირტისა და მჟავების გარეშე.

8 საიდუმლო კანის მოვლის შესახებ დერმატოლოგებისგან

2. რამდენი კრემია საჭირო?

მზის დამცავი კრემი არ უნდა გამოიყენოთ მცირე რაოდენობით, ის ძალიან მნიშვნელოვანია კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ნახევარი ჩაის კოვზი საკმარისია იმისათვის, რომ საშუალება 2 ფენად წაისვათ.

8 საიდუმლო კანის მოვლის შესახებ დერმატოლოგებისგან

3. თერმული წყალი კანის სიმშრალის წინააღმდეგ

კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად დერმატოლოგები იყენებენ აეროზოლს თერმული წყლით, რომელიც შეიცავს სპილენძს, რკინას, ნატრიუმს, კალციუმს. წყალი გაჯერებულია ულტრა ფიოლეტისგან დამცავი მინერალური კომპლექსით, რომელშიც ჩართულია სელენი.

8 საიდუმლო კანის მოვლის შესახებ დერმატოლოგებისგან

4. უკეთესია მცირე ზომის კოლოფები

ეცადეთ ყოველთვის აირჩიოთ მცირე ზომის კოლოფები. რაც დრო გადის კოსმეტიკური საშუალებების სასარგებლო თვისებები სუსტდება და აქტიურ ნივთიერებებს უკვე არ მოაქვს პირვანდელი ჯადოსნური შედეგი.

8 საიდუმლო კანის მოვლის შესახებ დერმატოლოგებისგან

5. სწორი პოზა

თავის დახრა ქვევით აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადის მიწოდება კი ანიჭებს კანს მბზინვარებას. იოგის რეგულარული ვარჯიშები ასევე ამცირებენ ანთებით პროცესს, ხსნიან სტრესს.

8 საიდუმლო კანის მოვლის შესახებ დერმატოლოგებისგან

6. შესაფერისი თეთრეული

ნაოჭები ასევე ჩნდება ძილის დროსაც, ამაზე მოქმედებს ბალიშის პირის ქსოვილი, რომელზეც გძინავთ. აბრეშუმის ბალიშის პირი არ დაუშვებს ნაკეცების შექმნას, კანი ისრიალებს.

8 საიდუმლო კანის მოვლის შესახებ დერმატოლოგებისგან

7. კომპლექსური მოვლა უფრო ეფექტურია

მზის დამცავი კრემი და ანტიოქსიდანტები უკეთესია გამოიყენოთ დილით, რეტინოიდები (A ვიტამინის შემცველი კრემები, რომლებიც ებრძვიან ნაოჭებს, მოდუნებულ კანს, პიგმენტურ ლაქებს) და პეპტიდები კი (უფრო მგრძნობიარე კანისთვის) - ღამე. ეს კომპლექსი ყველაზე კარგად სწორედ წყვილში მუშაობს.

8 საიდუმლო კანის მოვლის შესახებ დერმატოლოგებისგან

8. დაცვა შემოდგომა-ზამთარში

წლის ცივ სეზონზე კრემი უნდა გახდეს უფრო სქელი, არავითარი მსუბუქი კრემები და გელები! შემადგენლობაში უნდა იყოს ჰიალურონის მჟავა, C და E ვიტამინები, ცერამიდები, ალოე. რქოვანი ფენის მოშორებაში, რომელიც ზაფხულში იქმნება, დაგეხმარებათ ამინომჟავები და ორგანული ზეთები (გარგარის, ზეითუნის, მანგო).

8 საიდუმლო კანის მოვლის შესახებ დერმატოლოგებისგან



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>