ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც შექმნილები არიან ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის
- 01.12.2017
კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
კურო სტაბილური და საიმედო პარტნიორია. როცა ის ურთიერთობის გადაწყვეტილებას იღებს, გულწრფელად ერთგულია პარტნიორის. მას არ მოსწონს უეცარი ცვლილებები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მოსაწყენია. კურო ძალიან მგრძნობიარეა. არ უყვარს მოსაწყენი საღამოები ტელევიზორთან დივანზე, მას მოსწონს გართობა და თავგადასავლები.
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
კირჩხიბი ძალიან მზრუნველია, სწორედ ამიტომ სჭირდება ჰაერივით ხანგრძლივი ურთიერთობები. კირჩხიბი ეჩვევა ადამიანებს, რომლებიც მას აღელვებს, ამიტომ, თუ კირჩხიბს ხვდებით, იცოდეთ, რომ პრობლემების გაჩენის შემთხვევაშიც არასოდეს წავა თქვენგან. პირიქით, ეცდება გააუმჯობესოს ურთიერთობები და სრულიად დააკმაყოფილოს თავისი პარტნიორის მოთხოვნილებები.
ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
ქალწული ძალიან საიმედოა. პრობლემების გაჩენის შემთხვევაში მეთოდურად აგვარებს მათ. ის ყოველთვის ეცდება გააუმჯობესოს ურთიერთობები. მას შეიძლება კამათიც მოუვიდეს პარტნიორთან, უთანხმოებაც, მაგრამ ამ ყველაფრის გავლის შემდეგ, ურთიერთობები უფრო გაძლიერდება. ქალწული ასევე ძალიან ერთგული და კეთილია, რაც მას იდეალურ პარტნიორად აქცევს ხანგრძლივ პერსპექტივაში.
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
სასწორებს უყვართ ხანგრძლივი ურთიერთობები. ისინი აფასებენ ჰარმონიას და ძალიან მომთმენები არიან. მათ არ ეშინიათ განსაკუთრებული მზრუნველობის ან ემოციური პატიოსნების, რაც პარტნიორთან ურთიერთობებში ძალიან ეხმარება. სასწორები სტაბილურები არიან, და ცდილობენ არ დაანგრიონ ურთიერთობები.
თემები: სიყვარული, წყვილი, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://www.kefline.ru">https://www.kefline.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია