პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციას“ 1 და 2 დეკემბერს, განსაკუთრებული შეთავაზება აქვს ისეთ ლუქს ბრენდებზე, როგორებიცაა: LANCOME, YSL, Biotherm, Armani, Victor&Rolf. სპეციალურად ამ დღეებისთვის, საქართველოს LANCOME-ს კოსმეტოლოგი მარინა პოსოხოვა და LANCOME-ს ვიზაჟისტი ეკატერინა ნადეჟდინა ეწვია. ლუტეციამ უცხოელ სტუმრებთან ერთად, ქართველ ქალბატონებს, ქსელის ერთგულ მომხმარებლებს, საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებსა და ბლოგერებს სასტუმრო „ბილტმორში“ უმასპინძლა, სადაც სხვა სტუმრებთან ერთად TREND-იც იმყოფებოდა. ბრენდის წარმომაგენლებმა, მოწვეულ სტუმრებს LANCOME-ის ბრენდის სუნამოების, მოვლის და დეკორატიული კოსმეტიკის შესახებ ინფორმაცია გააცნეს და ახალი პროდუქტები წარუდგინეს: Genifique Sensitive Lancome, La Vie Est Belle L’eclat, Absolut Glosses. LANCOME-ს წარმომადგენლებმა საინტერესო მასტერკლასები ჩაგვიტარეს, გავეცანით სრულ ინფორმაციას ბრენდზე და ასევე მოგვეცა საშუალება უშუალოდ შეგვერჩია და მოგვესინჯა სხვადასხვა პროდუქტები.

„ ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება უფრო კარგად გაეცნოს ქსელში არსებული პროდუქციას. ჩვენი კონსულტანტები ყოველთვის ცდილობენ მაქსიმალურად სწორად მოხდეს ამა თუ იმ პროდუქტის შერჩევა მომხმარებლისთვის. თუმცა ადამიანები ძალიან განვსვავდებიან ერთმანეთსგან და ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. კარგია, როდესაც თავად ბრენდი გაძლევს საშუალებას მომხმარებელს უფრო დეტალურად და ნათლად აჩვენო შენი პროდუქციის დადებით მხარეები. LANCOME არის ბრენდი, რომელსაც სამივე მიმართულებით წარმოდგენილი აქვს პროდუქტების ფართო არჩევანი, ამიტომ ძალიან კარგია, რომ მოგვეცა საშუალება მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ისეთივე მასტერკლასები, როგორიც უტარდებათ სილამაზის ექსპერტებს.” - ამბობენ ქსელის წარმომადგენლები.

https://www.facebook.com/lutecia.official

www.lutecia.ge

https://www.intagram.com/lutecia.official