1. ფეხმძიმობის დროს ქალის ორგანიზმში ჰორმონების დონე იზრდება - განსაკუთრებით აღინიშნება ესტროგენისა და პროგესტერონის ზრდა. როცა ამ ჰორმონების დონე იზრდება, წყდება მენტრუალური ციკლი.
2. დილით გულისრევის შეგრძნება - ეს არც საკვებისგან მოწამვლას უკავშირდება და არც კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, ყოველივე გამოწვეულია ორგანიზმში ჰორმონების დონის ცვლილებით.
3. კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ორსულად ხართ, ეს არის ვაგინალური სენსიტიურობა - თუ ვაგინა უფრო მგრძნობიარე გახდა და ოდნავ შეშუპებულია, ეს მიანიშნებს, რომ ორსულად ხართ.
4. თუ მკერდის ზომა იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე მენსტრუაციის პერიოდში იზრდება ხოლმე, ესეც ორსულობაზე მიუთითებს - ფეხმძიმობის დროს მხოლოდ მკერდის ზომა კი არ იზრდება, არამედ იზრდება მკერდის თავების ზომაც.
5. თუ გრძნობთ ისეთ ტკივილებს, როგორსაც მენსტრუალური ციკლის პერიოდში და ამავე დროს მენსტრუაცია არ გაქვთ - ესეც არის ნიშანი იმისა, რომ ფეხმძიმედ ხართ. ასეთი ტკივილი რამდენიმე დღე შეიძლება გაგრძელდეს.
6. შესაძლოა, ამის შესახებ გსმენიათ და მართალია - ფეხმძიმე ქალს საპირფარეშოშითი სარგებლობის მოთხოვნილება ეზრდება.
7. ფეხმძიმობის ერთ-ერთი ნიშანია ასევე მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, ძილის სურვილი - თქვენ შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას გემრიელად დაგეძინოთ. ეს ჩვეულებრივია, თქვენს ორგანიზმს დასვენება სჭირდება.
8. თუ სხვადასხვა სუნზე გართულება გაქვთ და სუნის გამო ცუდად ხდებით, ასე სავარაუდოდ იმიტომ ხდება, რომ ფეხმძიმედ ხართ.
9. თუ უმნიშვნელო რაღაცების გამო, მაგალითად სატელევიზიო რეკლამების გამოც კი ცრემლები მოგდით - თუ ყველაფერზე გეტირებათ და ზედმეტად მგრძნობიარე გახდით, ეს იმის ნიშანია, რომ ორსულად ხართ.
10. თუ ჭიპთან ძალიან შავი მკრთალი ხაზი შენიშნეთ, ეს იმის ნიშანია, რომ ორსულად ხართ - ეს ხაზი ამ ადგილას ყოველთვის იყო, თუმცა არ ჩანდა, ახლა კი, ჰორმონების დონის ცვლილების შედეგად, მან მუქი შეფერილობა მიიღო.
თემები: ორსულობა, ორსულობისთვის მზადება, ურთიერთობა, რჩევები
<a href="http://keenine.com">http://keenine.com</a>