მაკიაჟის გაკეთების 5 საიდუმლო, რომლებიც 30 წლის ასაკის ქალებმა უნდა იცოდეთ
- 07.12.2017
30 წДის ასაკის ქალს სილამაზის, მაკიაჟის გაკეთების უამრავი მეთოდი და ხრიკი უნდა ჰქონდეს არსენალში. მაკიაჟის ხელოვნების ბრიტანელი სპეციალისტი შარლოტ ტილბური, რომელიც ვარსკვლავებთან, მათ შორის ქეით მოსთან მუშაობდა, გვიზიარებს მაკიაჟის გაკეთების 5 მარტივ მეთოდს და ამბობს, რომ ეს ყველა ქალმაუნდა იცოდეს.
1. სრულყოფილი კანი - „როცა ქალი 30 წლის ხდება, მას უნდა ჰქონდეს გამომუშავებული კანის მოვლის ყოველდღიური რუტინა“, - ამბობს ტილბური. კანის მოვლისთვის მთავარი გასაღებია მასზე სისტემატური ზრუნვა.
ტილბურის თქმით, კანის ქსოვილს სჭირდება ჟანგბადით გამდიდრება და დატენიანება. აუცილებლად უნდა გქონდეთ შერჩეული თქვენი კანის შესაბამისი და ხარისხიანი დამატენიანებელი კრემი. „ლამაზ ნახატს ვერ შექმნით თუ ხარისხიანი და კარგი საღებავები არ გაქვთ“, - ამბობს მაკიაჟის ხელოვნების ექსპერტი. ტილბურის თქმით, მოვლის თვალსაზრისით ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის თვალის ქვეშ არე. ყველაზე მეტად სწორედ ამ ნაწილს ემუქრება დეჰიდრატაცია.
გამოიყენეთ ხარისხიანი ფუძე. ფორების საწინააღმდეგოდ კარგია კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც შეიცავს სოკოს ექსტრატს და ჰიალურონის მჟავას. ამავდროულად, ასეთი ინგრედიენტებით მდიდარი კოსმეტიკური საშუალება სახეს ისეთ ელფერს აძლევს, რომ თითქოს გამოუძინებელი კი არ ხართ, არამედ 8 საათი გეძინათ. მსგავსი ფუძე ფანტასტიკურად ფარავს ყველანაირ შეწითლებულ ადგილს სახეზე.
2. კონტურინგი - ტილბურის თქმით, იმისთვის, რომ ხაზი გაუსვათ ლოყის ძვლებს, კონტურინგის დროს უნდა გამოიყენოთ „ბრონზერი“. წაისვით ის ჩრდილის ფუნქციით ფუნჯით ლოყის ძვლებზე. „ჰაილაითერის“ საშუალებით შემოხაზეთ ნიკაპის არე და ასევე „ჰაილაითერი“ წაისვით ლოყის ძვლების ზედა არეზე.
თუ გსურთ, რომ ცხვირი უფრო პატარა და თხელი გამოჩნდეს, ცხვირზე წარბებიდან უნდა გაავლოთ ორი მუქი ტონის ხაზი და შეაერთოთ ეს ხაზები ცხვირის წვერთან. შემდეგ წაისვით ჰაილაითერი. „ამ მეთოდით ძალიან ბევრი პოპულარული ადამიანის ცხვირს მე უფრო ლამაზს და პატარას ვხდი. მათ შორის, კიმ კარდაშიანს სწორედ ასეთი კონტურინგით ვუპატარავებ ცხვირს“, - ამბობს მაკიაჟის ხელოვნების ექსპერტი.
მისი თმით, კონტურისგის დროს უმნიშვნელოვანესია ის ფუნჯები, რომლებსაც იყენებთ და ყურადღებით უნდა შეარჩიოთ ხარისხიანი ფუნჯები. „ფუნჯები ჩემი ხელებია“, - ამბობს ტილბური.
3. გლუვი ფერის ტუჩი - ტილბური ამბობს, რომ ქალები ხშირად წუხხან იმის გამო, რომ ტუჩი კარგავს ფორმას რაც უფრო ასაკში შედიან ისინი. მისი თქმით, 30 წლის ქალი უნდა დაუმეგობრდეს ტუჩის ლაინერსა და გლუვი ფერის ტუჩსაცხს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივი ტუჩის ფერისკონტური, რომელიც ტუჩს მოცულობას უზრდის და ამვდროულად, ბუნებრივ ელფერს არ აკარგვინებს. ამის შემდეგ კი, ტუჩზე წაისვით გლუვი ფერის ტუჩსაცხი. ეს ტუჩსაცხი ქმნის ილუზიას, რომ სქელი ტუჩები გაქვთ.
4. თვალები - თვალები უნდა იყოს განსაკუთრებით თვალშისაცემი. ტილბურის თქმით, თვალის ზედა ქუთუთოზე თავდაპირველად უნდა წაისვათ ბრონზერის თხელი ფენა, ჩრდილად კი გამოიყენოთ უფრო მუქი ტონის ბრონზერი, არ დაგავიწყდეთ წამწამებზე ტუშის წასმა. ასე თვალი უფრო კაშკაშა და დიდი ჩანს.
5. სახეზე ბუნებრივი ვარდისფერი შეფერილობა - ფერუმარილის სწორად წასმასაც ცოდნა სჭირდება. ქალების დიდმა ნაწილმა არ იცის, როგორ წაისვას ის და ლოყები ძალიან არაბუნებრივად უჩანთ. ლოყებზე სწორად წასმული ფერუმარილი კი, უფრო ახალგაზრდულ იერს მოგცემთ . უმჯობესია, თუ ფერუმარილი ძალიან ღია ვარდისფერი იქნება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაისვათ ის დიდი რაოდენობით. ისე უნდა წაისვათ, რომ ლოყები ოდნავ შეიფაკლოს. ამ შემთხვევაში, თქვენს სახეს ბუნებრივი ელფერი ექნება.
თემები: თავის მოვლა, მაკიაჟი, კოსმეტიკა, რჩევები, ნაოჭები
<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>