1. რას მოელოდით სიყვარულისგან?
პირველ რიგში, საჭიროა აღიაროთ, რომ თუ თქვენი ურთიერთობები კრიზისშია, ბრალის ზუსტად ნახევარი თქვენზეა. „ადამიანები მიდიან ურთიერთობებში და შეუცნობლად ელიან, რომ პარტნიორი ჯადოსნური ჯოხის მოქნევით გადაწყვეტს მათ პრობლემებს. და როცა ასე არ ხდება, განწყობა ეცვლებათ და თვლიან, რომ ურთიერთობებმა არ გაამართლა“, - ამბობს ფსიქოლოგი ჯოდი მაკეი. ის ურჩევს შეყვარებულებს იყვნენ უფრო პრაგმატულები მოლოდინში.
2. რისი მოშორება გინდათ?
თქვენ შეიძლება წამოხვიდეთ პარტნიორისგან, რომლის მიმართაც გაცივდით, მაგრამ საკუთარ თავს ვერსად გაექცევით. ამიტომ ეცადეთ გაარკვიოთ, რა არ მოგწონთ, რისგან ცდილობთ თავის დაღწევას. არ არის გამორიცხული, რომ პასუხი თქვენშივე იმალება.
3. დარწმუნებული ხართ, რომ შეძლებთ დამოუკიდებლად ცხოვრებას?
„რაც უფრო მეტად ხართ დამოკიდებული სხვა ადამიანზე, მით უფრო მეტად კარგავთ საკუთარი თავის რწმენას და უნარს პასუხი აგოთ თქვენს ცხოვრებაზე... და ბედნირებაზეც, რომელზეც საბოლოოდ პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ ხართ და მეტი არავინ“, - თვლის ფსიქოთერაპევტი რუტი სმიტი.
4. შეგიძლიათ თუ არა გადაიტანოთ ღალატი?
წყვილების დიდი ნაწილისთვის ღალატი საკმარისზე დიდი მიზეზია განქორწინებისთვის. მაგრამ მაირა ვიეჯი ამას არ ეთანხმება. როგორც პირველი კითხვის შემთხვევაში, ის გთავაზობთ გულწრფელად აღიაროთ ის, რომ რადგან თქვენი პარტნიორი სხვაგან ეძებს სიამოვნებას, ეს თქვენი ბრალიც არის. იქნებ მასზე განაწყენებული „სჯით“ მას ინტიმური ცხოვრების აკრძალვით ან ის ვეღარ გრძნობს თქვენი მხრიდან აღტაცებას, რომელიც მუდმივად გვჭირდება ყველას?“. თუ შეძლებთ და ერთმანეთში გულწრფელად ისაუბრებთ, მაშინ ღალატს შეუძლია არა მხოლოდ არ დაანგრიოს ურთიერთობები, არამედ გაამყაროს კიდეც.
5. რას იგრძნობთ, თუ თქვენი პარტნიორი დღეს მოკვდება?
დიახ, ეს საკმაოდ ხისტად და შოკისმომგვრელად ჟღერს, მაგრამ ასეთი „შოკური თერაპია“ შეიძლება ძალიან სასარგებლოც იყოს. განშორებისკენ ხშირად წუთიერი წყენა გვიბიძგებს, რაც რომ დავფიქრდეთ ისინი არც ისეთი მნიშვნელოვანია „გრძელ დისტანციაზე“...
6. როგორ გამოიყურება თქვენი ახალი ცხოვრება?
ვინ მოამზადებს საჭმელს ან გამოიყვანს სკოლიდან ბავშვებს, ვინ გააკეთებს გაფუჭებულ ონკანს? „დიახ, განშორება ჩვენ ხშირად წარმოგიდგენია, როგორც რაღაც მძიმესგან გატავისუფლება, მაგრამ თავისუფლებას არა მხოლოდ გააჩნია საკუთარი ფასი, არამედ ის დამატებით პასუხისმგებლობას გაკისრებთ“,- გვახსენებს ჯოდი მაკეი.
7. უნდა გადაწონოს თუ არა თქვენმა ბედნიერებამ სხვისი დარდი?
პასუხი ერთმნიშვნელოვანია - დიახ. საკუთარი ინტერესები პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ. მაირა ვიეჯს მაგალითად მოყავს წყვილები, რომლებიც დიდი ხნის წინათ მობეზრებულ ქორწინებას შვილების გამო ინარჩუნებენ. მაგრამ უბედურება იმაშია, რომ შვილები როდესაც ხედავენ რომ მშობლებს უკვე დიდიხანია არ უყვართ ერთმანეთი, ეს მათთვის მითითებაა, რომ საკუთარი ბედნიერება მნიშვნელოვანი არ არის და ის რაღაც მაღალ ინტერესებს უნდა შესწირო. და ჩვენ თაობიდან თაობამდე ვზრდით ადამიანებს, რომლებიც წინასწარ არიან თანახმა იყვნენ უბედურები. დიახ, ეს ჯაჭვი უნდა გაწყვიტოთ.
თემები: სიყვარული, ბედნიერება, მამაკაცები, ურთიერთობა, ბედნიერი წყვილი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია