სამსახური სტრესთან,შფოთვასთან, დეპრესიასთან,მუდმივ დაღლილობასთანაა დაკავშირებული. თუმცა სწორი მიდგომებით, სავსებით შესაძლებელია, იყოთმშვიდები, ბედნიერები და შესაბამისად, უფრო პროდუქტიულები.

„ოფისში, სადაც ვმუშაობ,სტრესული სიტუაციაა და ხშირად ვაღებ კარს, ვცდილობ გავიარ-გამოვიარო, ვიმოძრაო, ღრმად ვისუნთქო, მაგრამ შექმნილი ატმოსფერო ზოგჯერ მთლიან დღეს მიწამლავს“, - ამბობს მკვლევარი სუზი ბაშფორდი.

სტრესი და დეპრესია გადამდებია და ეს დადასტურებულია არაერთი მეცნიერული კვლევის შედეგად. როცა ვხედავთ დაძაბულ ადამიანებს, ეს დაძაბულობა სრულიად გაუცნობიერელად და ინსტინქტურად ჩვენზეც გადმოდის.

გთავაზობთ რჩევებს, როგორ უნდა შეინარჩუნოთ სამსახურში სიმშვიდე და იყოთ უფრო ბედნიერები:

1. აკონტროლე ემოციები: ადამიანი სამსახურში დიდ ენერგიას ხარჯავს. მას ბევრ კოლეგასთან უწევს ურთიერთობა, ბევრის აზრს ისმენს, უწევს, იყოს დეპრესიაში მყოფებთან ერთად. დეპრესია კი, როგორც უკვე ვთქვით, გადამდებია. ასეთ დროს სხვების ემოციების კარნახით მოქმედებ, თუმცა თუ მოინდომებთ, ნამდვილად შეგიძლიათ, საკუთარ ემოციებს კონტროლი გაუწიოთ მაშინ, როცა გარშემო ქაოსია.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, როგორც ნეგატიური განწყობაა გადამდები, ასევე გადამდებია პოზიტიური განწყობაც. თუ 5 ადამიანში ერთი მაინც არის პოზიტიური, ბედნიერი და თავის განწყობას ავლენს, ის ბედნიერებას გადასდებს დანარჩენებს და ეხმარება სტრესისა და დეპრესიის დაძლევაში.

თანამედროვე ცხოვრების რიტმი ძალიან სწრაფი და რთულია, მუდმივად მუშაობა გვიწევს და ყოველივეს დიდი მოთმინების გამოჩენა, ასევე ფსიქიკური მდგრადობა სჭირდება.

ფსიქოლოგი სარა რადერი ამბობს, რომ კონცენტრირება უნდა მოახდინოთ იმაზე, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ხოლო უნდა შეეშვათ ისეთ საკითხებს, რომელთა გაკეთების უნარიც არ შეგწევთ. მისივე თქმით, იუმორის გრძნობა, წარმოსახვის და სხვებისთვის დახმარების გაწევის უნარი დაგეხმარებათ, რომ იყოთ სამსახურში უფრო მშვიდები და ბედნიერები.

წარმოსახვის უნარი:

ფსიქოლოგების თქმით, პოზიტიური განწყობის შენარჩუნების კუთხით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად დიდი წარმოსახვის უნარი გაქვთ. მაგ: ერთ-ერთი იურისტი თავის გამოცდილებას უზიარებს ფსიქოლოგებს და ამბობს, რომ ის იყენებდა ე.წ. „კოსმონავტის სტრატეგიას“.

სამსახურში ის წარმოიდგენდა, რომ იყო ასტრონავტი, ეცვა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამოსი, რომლის შეხების უფლებაც არავის ჰქონდა. ამ ხერხის საშუალებით, წარმოსახვის ასეთი უნარის წყალობით, ის ახერხებდა, რომ ყოფილიყო მხიარულ განწყობაზე, თავი ეგრძნო კომფორტულად და თანამშრომლებზე უპირატესად. მისი მიდგომები ხდებოდა უფრო კრეატიული.

ყოფილი მედდა, ტემ ჯონსტონი ამბობს, რომ წარმოსახვის უნარს საქმიანობის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორცის იხსენებს, კოლეგებს წარმოიდგენდა ხოლმე მინის ყუთში მოქცეულებს და ეს ყუთი მის თავზე დაფრინავდა. ეს ეხმარებოდა კრიზისის დროს შეენარჩუნებინა მხიარული განწყობა და სიმშვიდე.

თავისუფლების განცდა:

კომპანია Datify-ის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი, ლიზი ბენტონი,იყენებს ე.წ. თავისუფლების მეთოდს თანამშრომლებში სტრესის ხარისხის შესამცირებლად. ის აძლევს თანამშრომლებს შესაძლებლობას, რომ იმუშაონ სასურველი ადგილიდან. მისი ყველა თანამშრომელი ლეპ-ტოპით მუშაობს და მათთვის ოფისში ყოფნა სავალდებულო არ არის.

კვლევის თანახმად, როცა ადამიანს აქვს საშუალება თავისი სურვილისამებრ წავიდეს ნებისმიერ ადგილას და იმ ადგილიდან იმუშაოს, ეს მას უფრო მოტივირებულს და უფრო ბედნიერს ხდის. სტრესის დონე მინიმუმამდეა შემცირებული. ადამიანები ასე უფრო შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევიან და არიან უფრო ნაყოფიერები.

რეალურად ეს მარტივი მეთოდები შესანიშნავად მოქმედებს სტრესის ხარისხის შემცირებაზე და გეხმარებათ, რომ სამსახურში, მუშაობის პროცესში თავი ბედნიერად და მშვიდად იგრძნოთ.